კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქირის წილში

ყოფილების ცვენა

მართალია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ჯერჯერობით პირი არ უჩანს, მაგრამ, სამაგიეროდ, რეფორმებისთვის ემზადებიან. სწორედ ამ მიზნით, უკრაინის მთავრობაში უცხოელთა ცვენაა, მათ შორის, თვით საქართველოდან – იმიტომ რომ, ერთ დროს სამყაროში დემოკრატიის ობოლ შუქურად ვკიაფობდით (თუმცა, არ გამოვრიცხავ, სხვა მიზეზიც იყოს).

როგორც უნდა იყოს, უკრაინის „რადამ“ ამ ჩვენს ალექსანდრე კვიტაშვილს (პროფესიით ისტორიკოსი და თავის დროზე „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ შორეული აშშ-დან გამოხმობილი) უკრაინის ჯანდაცვა ჩააბარა, ხოლო ამ ჩვენს ეკატერინე ზღულაძეს – უკრაინის შს მინისტრის მოადგილის პორტფელი. 

მოარული ხმებით, ამ ჩვენს თვით მიხეილ სააკაშვილს ვიცეპრემიერობას უპირებდნენ, მაგრამ, მან შემოთავაზებაზე უარი თქვა – მხოლოდ საქართველოს ვეკუთვნიო (როგორც ჩანს, შემოთავაზებას დათანხმებული ბ-ნი და ქ-ნი მთლად ასე არ ფიქრობენ).

და თუმცა მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას ჩვენს მეგობარ უკრაინას, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენმა ყოფილებმა პროფესიული გამოცდილება სწორედ ჩვენს ტყავ-ხარჯზე მიიღეს, ან მათი ხელფასებიდან ვიმსახურებთ წილს, ან, სულაც, ქირას, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ეს აქტი ჰუმანიტარულ დახმარებად უნდა ჩაგვითვალონ, იმიტომ რომ, ასეთი კადრები „ნა ულიცე ნე ვალიაიუტსიაო“!

скачать dle 11.3