კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვლადიმირ „მრისხანე“

„მე რაღაცა მაქვსო, მეფეს არა აქვსო“

გასულ კვირას რფ-ის პრ.-მა პუტინმა რფ-ის ფედერალურ საბჭოს მიმართა და სხვა ამბებთან ერთად, იმაშიც დაარწმუნა, რომ არავის შეუძლია, მოიპოვოს რუსეთზე სამხედრო უპირატესობა.

ამ არშეძლების მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მის არმიას „მოულოდნელი გადაწყვეტილებები“ აქვს არსენალში.

თუმცა არ დაუმალავს, რომ კვლავაც გააგრძელებს დანარჩენ სამყაროსთან მხარში დგომას ტერორიზმთან ბრძოლაში და არც მორიგ „გონკა ვოორუჟენიაში“ ჩაბმა აქვს გუმანში,  ოღონდ (მომყავს ციტატა): „გარანტირებულად და საფუძვლიანად უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ახალ პირობებში, გვაქვს ამის შესაძლებლობებიც და არასტანდარტული გადაწყვეტილებებიც.“

ასე და ამგვარად – მიწების შემგროვებელმა დასავლელების გასაგონად (უფრო კი, ალბათ, საკუთარი მოსახლეობის ყურების გასამხნევებლად) დაარისხა, რომ „რუსეთის არმია თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და თავაზიანი“, ოღონდ, მრისხანეაო.

ჩვენ არ ვიცით, რა რისხვის დატეხას უპირებს იგი (ანუ პრ. პუტინი) დანარჩენ მსოფლიოს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, თავის დროზე, ანუ აგვისტოს ომამდე, განაცხადა, „ზაგატოვკები“ გვაქვს საქართველოს მისამართითო, აწ დანარჩენი მსოფლიოს მისამართით მომზადებული „განსაკუთრებულ გადაწვეტილებებში“ ვითომ ბირთვული რაკეტის სროლა იგულისხმა?! – 

скачать dle 11.3