რა უნდა ვიცოდეთ კანის დეტოქსის შესახებ
დეტოქსის შესახებ, ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, მაგრამ დღევანდელი სტატია არა ზოგადად ორგანიზმის დეტოქსს, არამედ კანის დეტოქსს შეეხება. დეტოქსი კანიდან ტოქსინებისა და სხვა მავნე ელემენტების გამოდევნას გულისხმობს, რომლებიც კანის უჯრედებში გროვდებიან და კანის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს. შედეგად, კანში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება, ხდება სითხის შეკავება, თვალის უპეების შეშუპება და სიშავე, ჩნდება ნაოჭები და რიგ შემთხვევებში, გამონაყარიც. კანის დეტოქსიკაციის პროცედურის შედეგად კი შესაძლებელი ხდება ტოქსინების გამოდევნა სისხლით, ლიმფითა და კანით.
რა შედეგის მიღწევაა შესაძლებელი კანის დეტოქსიკაციით? – კანიდან ტოქსინების დროულად გამოდევნის შედეგად, კანი ბუნებრივ, ჯანსაღ ფერს იბრუნებს, გაცილებით ელასტიკური და მკვრივი ხდება. ამას გარდა, ნივთიერებათა ცვლის პროცესი რეგულირდება, რის შედეგადაც ტოქსინების არსებობით გამოწვეული ნაოჭები გასწორებას იწყებს. ზოგადად, დეტოქსიკაციის პროცესი მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. თუ ერთისთვის ტოქსინების გამომდევნი წყალმცენარეების ნიღბების გამოყენება შეიძლება, იყოს საკმარისი, მეორეს შესაძლოა, ასეთი ნიღბების კურსის გარდა სააფთიაქო პრეპარატების მიღება და საინიექციო პროცედურები დასჭირდეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა ტოქსინები და რა მიზეზით.
თუ, მაგალითად, რამდენიმე საღამოს განმავლობაში ზედიზედ ალკოჰოლის მიღება, გვიანობამდე ფხიზლად ყოფნა და ხანმოკლე ძილი დაემთხვა, მაშინ ასეთი ტიპის დეტოქსიკაციისგან კანის უჯრედების გაწმენდა მარტივი იქნება. მაგრამ, თუ ინტოქსიკაცია ორგანიზმის ქრონიკული მდგომარეობით არის გამოწვეული, მაშინ დეტოქსიკაცია გაცილებით ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება. ვიდრე კანის დეტოქსიკაციას შეუდგებით, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-დერმატოლოგთან, რომელიც კანის მდგომარეობის მიხედვით შეძლებს სავარაუდო მიზეზების დადგენას, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას და გადაგამისამართებთ კონკრეტული სფეროს ექიმთან. კანის ინტოქსიკაცია ხშირად ჟანგბადის ნაკლებობით – ჰიპოქსიით – შეიძლება, იყოს გამოწვეული. ამ დროს ტოქსინები გაცილებით მარტივად აღწევენ კანში, ამიტომაც ასეთ დროს კოსმეტოლოგები პაციენტს ჟანგბადით გამდიდრებული კანის საცხის გამოყენებას ურჩევენ. კანის თვითგაწმენდას ხელს უწყობს A, C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. დეტოქსიკაციის დროს კოსმეტოლოგების საყვარელი პროდუქტია წყალმცენარეების ნიღბები, განსაკუთრებით ლამინარიისა და ფუკუსის საფუძველზე დამზადებული ნიღბები. ტოქსინების დაგროვების გამო ჩაჟამებული კანის ფერის გამოსაცოცხლებლად არაჩვეულებრივია ფერმენტული ლაქების პილინგი, რომლებიც პაპაინსა და ბრომელაინს შეიცავენ – ეს ინგრედიენტები პაპაიასა და ანანასის ხილისგან მიიღება, კანის ზედაპირის დონეზე მოქმედებს და მას ჯანმრთელ იერს უბრუნებს.
კოსმეტოლოგების თქმით, კანის დეტოქსის ჩატარებისთვის იდეალური დრო შემოდგომის დასასრული და გაზაფხულია. ყველაზე ხშირად ინტოქსიკაცია ზამთრის პერიოდში ხდება, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია და უჭირს „დაბინძურებასთან“ გამკლავება. ამიტომაც შემოდგომაზე კანი სათანადოდ უნდა მოვამზადოთ, მაქსიმალურად გამოვდევნოთ კანიდან ყველაფერი ზედმეტი, გაზაფხულზე კი ჯანმრთელი მუხტის აკრეფაში დავეხმაროთ. პროფილაქტიკისთვის დეტოქსის ჩატარება მიზანშეწონილია წელიწადში ორჯერ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მეტჯერაც.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში საკმარისი, უფრო სწორად, დიდი რაოდენობით „ბაკურიანის“ დალევა. ხომ გახსოვთ ოქროს წესი: საშუალოდ 2 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში.