შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში. გთხოვთ, მითხრათ, ასტროლოგიური კუთხით რომელი პროფესიებია ჩემთვის უფრო მისაღები?
პასუხი : თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმე, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო სფერო და ფსიქოთერაპიის ფართო სპექტრი.
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 1 აპრილს. მინდა უცხოეთში სწავლის გაგრძელება. რომელ ქვეყანას მირჩევთ?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ, აუცილებელია, წახვიდეთ და იქ მიღებული ცოდნითა და დაგროვილი კაპიტალით წინ წაიწიოთ ცხოვრებაში. ქვეყნებიდან კი კარგია: იტალია, არგენტინა, ჩინეთი, ტიბეტი, ესპანეთი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრია, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სლოვენია, სერბეთი, პორტუგალია.
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 6 ნოემბერს, შუადღეს. რომელი პროფესიაა ჩემთვის მომავალში წარმატების მომტანი და, უცხოეთში რომ გადავწყვიტო წასვლა, რომელი ქვეყანაა ამ მხრივ სასურველი?
პასუხი: თქვენთვის უცხოეთი კოსმიურ-კარმული მისიაა, ამიტომ, წასვლა და იქ დროებით ცხოვრება უკეთესია; ქვეყნებიდან კი კარგია: იტალია, ავსტრალია, ბირმა, არგენტინა, სან-მარინო, ჩინეთი, ესპანეთში – კატალონიის მხარე; ლატვია, მონაკო, ავსტრია, ჰავაის კუნძულები, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, პორტუგალია. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ხელოვნების ფართო სპექტრი, პოეზია, ლიტერატურა, იურისპრუდენცია, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ფოტოგრაფიის ხელოვნება, სადალაქო საქმე, სოციოლოგია, პოლიტიკა, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, სპორტის სფერო.
კითხვა: ჩემი და დაიბადა 2003 წლის 21 იანვარს. რა არის მისი კარმული მისია და რომელი პროფესიები მოუტანს წარმატებებს?
პასუხი: მისი კარმული მისიაა, იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი; ასევე, უნდა დაეყრდნოს დიპლომატიას, ისწავლოს საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, შეეძლოს საიდუმლოს დაცვა და მეტად მიენდოს ინტუიციას; ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი და რწმენა; სადაც საჭიროა, გამოავლინოს ორგანიზატორული და ლიდერული თვისებები, იყოს მებრძოლი სულისკვეთების, პატრიოტი და სამშობლოს ემსახუროს ერთგულად; უნდა დაიცვას ტრადიციები, დაამყაროს სტაბილური სანათესაო და სამეგობრო ოჯახური კავშირები. იყოს მეტად მშვიდი და ჰარმონიული. ყოველივე ეს ცხოვრებაში წარმატებებს მოუტანს და კარმულ მისიასაც შეასრულებს. პროფესიებიდან მისთვის კარგია და წარმატებების მომტანი: სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პედიატრია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო სფერო, მაკონტროლებელი ორგანოები, საგადასახადო ინსპექცია, კონტროლის პალატა, პედაგოგიური სფერო, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ისტორია, არქეოლოგია და ეთნოგრაფია.