მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რატომ მოეთხოვება ქრისტიანს ცოდვილთა სიყვარული?
პასუხი: ქრისტიანს უნდა უყვარდეს ცოდვილნი, როგორი მძიმეც უნდა იყოს მათი ცოდვები. თუმცა ისინი ცოდვილნი არიან, მაინც თქვენს მოყვასებად რჩებიან, შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და ვინ იცის, შემდგომ ვინ აღმოჩნდება ცათა სასუფევლის ღირსი?! ჩვენ უნდა გვიყვარდეს ცოდვილნი, როგორც ჩვენი მამის შვილები, როგორც ჩვენი ძმები, მაგრამ უნდა გვძულდეს მათი ცოდვები.
კითხვა: რა ვიღონო, რომ განსაცდელის შემდეგ არ ჩავვარდე სასოწარკვეთილებაში?
პასუხი: ყოველნაირად სცადეთ სიმშვიდის შენარჩუნება და ამაში დახმარება უფალს სთხოვეთ. იფიქრეთ იმაზე, რომ ეს იყო გამოცდა, განსაცდელი დაიშვა თქვენზე თქვენივე ცოდვების გამო.
კითხვა: როგორ მოვიქცე, როდესაც ჩემი ახლობელი ჩემს კეთილ რჩევას არ იღებს და თავის მცდარ გადაწყვეტილებას ამჯობინებს?
პასუხი: სრულიად არ აღელდეთ ამის გამო, არც გაბრაზდეთ და მით უმეტეს, არ ეჩხუბოთ. ჩვენც ხომ ხშირად ვეურჩებით უფალს და ის ჩვენ არ გვსჯის ამის გამო.
კითხვა: ისჯება თუ არა ნაქურდალის მიმღები?
პასუხი: თუ ადამიანმა იცის, რომ ის ნივთი ნაქურდალია და მაინც მიიღებს, ისევე დაისჯება, როგორც ქურდი.