კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯონ მაკკეინი – „თეთრი ტორნადო“ ვიეტნამში

ამერიკელი პოლიტიკოსი – რესპუბლიკელი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ჯონ სიდნი მაკკეინი, დაიბადა 1936 წელს, „კოკო-სოლოს“ ავიაბაზაზე. მამამისმა სამხედრო კარიერა ოთხვარსკვლავიანი ადმირალის ჩინით დაამთავრა. ამერიკის სამხედრო ავიაციის ადმირალი იყო ბაბუაც და ჯონიც მათ კვალს გაჰყვა: 1958 წელს დაამთავრა სამხედრო-საზღვაო აკადემია და საგემბანო ავიაციის მფრინავი გახდა. 1962 წელს, კარიბის კრიზისის დროს, კუბის სამხედრო-საზღვაო ბლოკადაში მონაწილეობდა, შემდეგ კი იყო ვიეტნამი. მან სულ 22 სამხედრო გაფრენა განახორციელა და... 1967 წელს, მაკკეინის თვითმფრინავი, რომელიც ჰანოის ელექტროსადგურის დაბომბვის ჯგუფში შედიოდა, საზენიტო რაკეტამ ჩამოაგდო. ჯონმა მოასწრო კატაპულტირება და ტბაში ჩავარდა. დახრჩობას გადაურჩა, მაგრამ, სასტიკად სცემეს ვიეტნამელმა სამხედროებმა: მოსტეხეს ორივე ხელი და ფეხი, დაუმსხვრიეს მხარი, ორჯერ დაჭრეს და ბოლოს ჰანოის ციხეში ჩასვეს. დაკითხვისას, როგორც ამერიკული სამხედრო წესდებით იყო გათვალისწინებული, მაკკეინმა მცირე ინფორმაცია მხოლოდ საკუთარ თავზე მიაწოდა, თუმცა, მისი გვარით ვიეტნამელებმა დაადგინეს, რომ ტყვედ მაღალჩინოსნის შვილი ჰყავდათ. ამის შემდეგ აღმოუჩინეს მას სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოშიც მოათავსეს, სადაც ექვსი კვირა გაატარა; შემდეგ კი იყო სამხედრო ტყვეთა ბანაკი, სადაც ჯონმა ორ თვეში 26 კილოგრამი დაიკლო. სწორედ ამ დროს შეარქვეს მას „თეთრი ტორნადო“.1968 წელს მამამისი წყნარი ოკეანის ფლოტის მთავარსარდლად დაინიშნა და ამან გადააწყვეტინა ჩრდილოეთ ვიეტნამის ხელისუფლებას, პროპაგანდის მიზნით, ჯონი გაეთავისუფლებინათ, მაგრამ, მისგან უარი მიიღეს – ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა ამ წინადადებას, თუ სხვა ტყვეებსაც გაათავისუფლებდნენ. ჯონი ერთადგილიან კამერაში გადაიყვანეს და საშინელი წამება დაუწყეს: ყოველ ორ საათში ერთხელ სცემდნენ და აიძულებდნენ, მათთვის სასურველი ჩვენება მიეცა. მაკკეინიც იძულებული გახდა, დაეწერა „აღიარება“, თუმცა, იმის ნიშნად, რომ დოკუმენტი წამების შედეგი იყო, წერისას ჯონმა კომუნისტური  ჟარგონები გამოიყენა. წამებამ გამოიწვია ის, რომ მაკკეინი თავს ზემოთ ხელებს ვერ სწევდა, ამიტომ, ახლა კვირაში ორჯერ აწამებდნენ, მაგრამ, ყოველ დილას მაგრად სცემდნენ, რადგან უარს ამბობდა, ზედამხედველისთვის თავი დაეხარა. ერთ-ერთი წამების შემდეგ ჯონმა განაცხადა, რომ თანახმა იყო, დაესახელებინა თავის თანამებრძოლთა გვარები 163-ე ესკადრელიიდან და... ვიეტნამელებს კლუბ „გრინ ბაი პეკერზის“ ფეხბურთელთა სია გადასცა. ამ პერიოდში იგი პრინციპულად უარს ამბობდა ამერიკელი პაცეფისტების აქტივისტებთან შეხვედრაზე, რათა მათთვის არ მიეცა საშუალება, ეს ქვეყნის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ. 1969 წელს მაკკეინი ციხე „ჰოალოში“ გადაიყვანეს, რომელსაც ამერიკელმა მფრინავებმა „ჰანოი ჰილტონი“ შეარქვეს. მხოლოდ ხუთ-ნახევარი წლის შემდეგ, 1973 წლის 15 მარტს, პარიზში ამერიკასა და ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკას შორის მშვიდობიან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ჯონ მაკკეინი გაათავისუფლეს. 

скачать dle 11.3