რულეტები ყაბაყითა და ყველით
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი ქათმის ფილე, 20 გრამი სოკო, 1 თავი თეთრი ხახვი, 150 გრამი ჰოლანდიური ყველი (ან რბილი, ქართული), 700 გრამი ყაბაყი, 250 გრამი პომიდორი, 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, 1 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი ფხვიერი ყველი (პარმეზანი).
მომზადების წესი: სოკო დაალბეთ ცხელ წყალში და ერთი საათის შემდეგ გაწურეთ. წვრილად დაჭერით ფილე, სოკო, ხახვი, ნიორი და ეს ყველაფერი მოშუშეთ 2 სადილის კოვზ ზეთში, შეაზავეთ ცოტა მარილითა და პილპილით და გააცივეთ. ყაბაყი დაჭერით სიგრძეზე, თხელ ფირფიტებად. თითოეულ ნაჭერზე დადეთ პატარა ნაჭერი ყველი, სოკოსა და ფილეს ფარში, რულეტივით გადაახვიეთ და დააწყვეთ გამოსაცხობ ფორმაზე, რომელსაც წინასწარ ზეთს წაუსვამთ (დაახლოებით 1 სადილის კოვზი). თითოეულ რულეტს ზემოდან დაადეთ თითო ნაჭერი პომიდორი, მოაყარეთ ძალიან ცოტა მარილი (გაითვალისწინეთ, ყველი მარილიანია თუ არა) და რულეტი ზემოდანაც დანამეთ ზეთით. გამოაცხვეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე, 30 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოაყარეთ ფხვიერი ყველი და კიდევ ათი წუთი მოათავსეთ აირღუმელში. საოცრად გემრიელია!