ტორტი „საღამო“
საჭირო ინგრედიენტები: 700 გრამი არაჟანი (1 ჭიქა – ცომში, 400-500 გრამი – კრემში), 2 ჭიქა შაქარი (1 ჭიქა – ცომში, 1 ჭიქა – კრემში), 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 3 ჭიქა ფქვილი, 1 სადილის კოვზი კარაქი, ნებისმიერი ხილის მურაბა, ან ჯემი.
მომზადების წესი: მითითებული ინგრედიენტებით მოზილეთ ჩვილი, ნაზი ცომი, გაყავით 7-8 ნაჭრად, თითოეული გააბრტყელეთ და წაუსვით ჯემი, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე და დაჭერით 2-2,5 სანტიმეტრის სიგანის ნაჭრებად. ეს ნაჭრები დააწყვეთ ლანგარზე ფენებად, სამ სართულად, თითოეულ ფენას კი სქლად წაუსვით კრემი (კარგად ათქვეფილი შაქარი და არაჟანი) და მორთეთ თქვენი გემოვნებით, მაგალითად, გამდნარი შოკოლადით და მიირთვით 5-6 საათის შემდეგ, როცა ნამცხვარი კარგად გაიჟღინთება.