ხორცი სოკოთი
საჭირო ინგრედიენტები: მწვანე ხახვი, ოხრახუში, 50 გრამი კარაქი, 2 სადილის კოვზი მაიონეზი, 200 გრამი მაგარი ყველი, 3 სადილის კოვზი ბრინჯი, 400 გრამი ახალი სოკო (ქამა), 4 ცალი კვერცხი (აქედან 2 ცალი მოხარშული), 1 თავი ხახვი, 500 გრამი ქათმის ფარში, 800 გრამი ღორის ხორცის ფარში, ხმელი სუნელი – ფარშისთვის, მარილი.
მომზადების წესი: ერთმანეთში შეურიეთ ორივე ფარში, კვერცხი, მარილი, მაიონეზი და სუნელი და კარგად ამოურიეთ. ბრინჯი მოხარშეთ, სოკო მოხრაკეთ. ერთმანეთს შეურიეთ ბრინჯი, სოკო, მსხვილკბილა სახეხზე გახეხილი კვერცხი, გახეხილი ყველის ნახევარი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და ცოტა მარილი.
ფარში ცელოფანზე გაშალეთ და მართკუთხედის ფორმა მიეცით. შუაგულში მოათავსეთ სოკოს შიგთავსი, მოაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი და ცელოფნის დახმარებით ფარში აკურატულად, რულეტივით გადაახვიეთ, დადეთ ფოლგაზე და შეფუთეთ. გამოაცხვეთ ცხელ აირღუმელში, 200 გრადუს ტემპერატურაზე 50 წუთის განმავლობაში. 50 წუთის შემდეგ ფოლგა მთლიანად გახსენით და რულეტს მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი, ისევ შეაბრუნეთ აირღუმელში კიდევ 10 წუთით და – მზად არის.