ცხვრის ხორცი ბეგქონდარით
საჭირო ინგრედიენტები: 2 ცალი 250-გრამიანი ცხვრის ხორცის სტეიკის ნაჭერი, 1 ლიმონი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 6 ღერი ნედლი ან გამშრალი ბეგქონდარა, 1 სადილის კოვზი კარაქი, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ცხვრის ხორცის ნაჭრებს წაუსვით მარილი და პილპილი, ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, ზედ დააწყვეთ ხორცის ნაჭრები და ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე შებრაწეთ. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და თითო მხარე 3-4 წუთის განმავლობაში შეწვით. დაუმატეთ დაჭრილი ლიმონი, ბეგქონდარა და კარაქი, რამდენიმე წუთი ერთად შუშეთ, შემდეგ ცეცხლი გამორთეთ და ტაფას სახურავი დაახურეთ. ასე გააჩერეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი მიიტანეთ სუფრაზე.