მოშუშული გოგრა სოკოსთან ერთად
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი გოგრის რბილობი, 250 გრამი ტყის სოკო, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ჩაის კოვზი მშრალი შაშკვლავი, 1 სადილის კოვზი ზეთი, 2 სადილის კოვზი გოგრის თესლი, 1 პატარა კონა ოხრახუში და ქინძი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი: სოკო გარეცხეთ, დაჭერით და ხარშეთ 30 წუთი. ხახვი დაჭერით, ნიორი დააქუცმაცეთ ან დანაყეთ, გოგრა დაჭერით კუბიკებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ ხახვი, ნიორი და მშრალი შაშკვლავი. დაუმატეთ 1 ჭიქა სოკოს ნახარში და 25 წუთის განმავლობაში შუშეთ ნელ ცეცხლზე. დაუმატეთ სოკო, დაფნის ფოთოლი, მწვანილის ნაზავი და შუშეთ კიდევ 10 წუთი. დაამატეთ გოგრის თესლები, ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.