კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე უნდა იფიქროს კაცმა, სანამ კარს გაიხურავს და ქალს გულს ატკენს

ის, რომ მამაკაცების ეგოიზმს სრული საფუძველი გააჩნია, არ არის მითი. რეალურად, ისინი ხშირად და დაუფარავად ავლენენ ეგოიზმს. ზოგიერთი ფსიქოლოგი ამას მათ თავდაცვის ინსტინქტს მიაწერს. ძლიერი სქესი სულაც არ არის სინამდვილეში ძლიერი, ისინი საკმაოდ ემოციურები, ნერვიულები და დაკომპლექსებულები გახლავან. როცა მიდიან და ტოვებენ ერთ დროს საყვარელ ქალს, მაშინაც კი არ შეუძლიათ, არ გამოვიდნენ თავიანთი ვიწრო ეგოისტური ჩარჩოდან, რაც შემდეგ საკმაოდ ძვირად უჯდებათ. პრობლემის, დაბრკოლების გადალახვისას კი ქალები გაცილებით მეტ სიმტკიცესა და ნებისყოფას ავლენენ...

ანი (41 წლის): ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ თემაზე ვილაპარაკებდი,  თანაც, ასე საჯაროდ. პირადულზე ყოველთვის ძნელია ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში. ზოგჯერ ვფიქრობ, მარტო ქალებს შეგვიძლია სრულფასოვანი სიყვარული, კაცებისთვის კი ეს გრძნობა ან საერთოდ უცხოა, ან – დროებითი; თანაც, კარგად ვერც ხვდებიან, რას აკეთებენ, როცა არაფრად გვაგდებენ და საკუთარი ეგოისტური ზრახვებით ხელმძღვანელობენ. როცა ჩემმა ქმარმა კარი გაიჯახუნა და წავიდა, მეგონა, ცა ჩამომექცა თავზე. ძალა გამომეცალა და მხოლოდ ერთი კითხვა მაწვალებდა და მიტრიალებდა თავში – ახლა როგორღა უნდა ვიცხოვრო-მეთქი. ოცი წელი ვიცხოვრეთ ერთად. დღეს ეს ლამის ფანტასტიკის სფეროა. გვქონდა პრობლემები, მაგრამ, კატასტროფამდე არასოდეს მივსულვართ, ალბათ, იმიტომ, რომ ზოგჯერ თვალს ვხუჭავდი, უფრო სწორად, ფართოდ არ ვახელდი.

– რას გულისხმობთ?

– ქალი თუ გონიერია, იმასაც ხვდება, როდის უნდა ეძიოს და ქექოს და, როდის – არა. თუ იმის გჯერა, რომ შენი ქმარი განსაკუთრებულია და არ გიღალატებს, სულელი ხარ. მე თავს არ ვისულელებდი, უბრალოდ, ვცდილობდი, შემენარჩუნებინა ოჯახიც და ურთიერთობაც. შეიძლება, კარგად ვერ გადმოვცემ იმას, რისი თქმაც მინდა, მაგრამ, ზოგჯერ ოჯახი მხოლოდ ფორმალურად არსებობს და მე ეს არ მინდოდა.

– არ გიჭირდათ ეჭვებში ცხოვრება?

– არ ვცხოვრობდი ეჭვებში. არ დავუშვი ეს, არ შემოვუშვი ეჭვი ჩემს ცხოვრებაში და ვიყავი ბედნიერი. ჩემს ქმარზეც ვერ ვიტყვი აუგს – საკმაოდ ფრთხილად და თავდაჭერილად იქცეოდა, არასდროს მოუცია ჩემთვის ნერვიულობისა და ეჭვიანობის საბაბი. ჯეროვან პატივსაც მცემდა და მის გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი. იმასაც ახერხებდა, რომ სასურველ ქალად დავრჩენილიყავი. გვაერთიანებდა საერთო საზრუნავიც. ეს კარგია, რადგან, ყოფითი პრობლემები აკავშირებს ოჯახურ წყვილს.

– ანუ, რემონტი – ერთობის გარანტი?

– დიახ, დაახლოებით მაგას ვგულისხმობ. რაღაც საზრუნავი აუცილებლად უნდა იყოს – ბინა, აგარაკი, შვილების განათლება... ეს საჭიროა, ოღონდ, ამ ყველაფერს ცოლ-ქმარი ერთად უნდა აგვარებდეს. ზედმეტი ფული, რომელსაც კონკრეტული დანიშნულება არა აქვს და არც კონკრეტულ საჭიროებას უნდა მოხმარდეს, აუცილებლად სადღაც წავა – სავარაუდოდ, სიამოვნებაში და ქალმა ამაზეც უნდა იფიქროს. თუ ის ამ სახსრებს კონკრეტულ მიმართულებას არ მოუძებნის, მისსავე საწინააღმდეგოდ დაიხარჯება.

– ცოტა დამაბნიეთ. რისი თქმა გინდათ?

– როცა ჩვენს ოჯახში გაჩნდა ფული სიამოვნებისთვის, მე მას ჯეროვანი მიმართულება ვერ მოვუძებნე... იმის მაგივრად, რომ საკუთარი თავისთვის მომევლო, მიმეხედა, პლასტიკური პროცედურები გამეკეთებინა, მაგრად ჩამეცვა, სამოგზაუროდ წავსულიყავი, თუნდაც ქმართან ერთად, საერთოდ არაფერი შევცვალე, რაც სრული უგუნურება იყო ჩემი მხრიდან. სამაგიეროდ, ქმარმა მოუნახა გზა ამ ფულს: ჯერ მანქანა გამოიცვალა და უფრო ახალი, პრესტიჟული მოდელი შეიძინა, მერე კი სხვანაირად „აცქმუტდა“, ჰო, აცქმუტდა – ამას სხვა სახელს ვერ დავარქმევ... ახალგაზრდულად დაიწყო ჩაცმა და, პირდაპირ, ბანაობდა სუნამოში... თან, სულ დამნაშავის მზერა ჰქონდა, ისეთი, დანაშაულზე რომ წაასწრებენ ადამიანს და გამოიჭერენ. მე კი მაინც არ ვიფიქრე, რომ საფრთხე სერიოზული იყო... ამას იმას ვაბრალებ, რომ არ ვიყავი თავისუფალი, შინაგანმა ჩაკეტილობამ ქნა ეს.

– ქმარი გზღუდავდათ და რამეს გიშლიდათ?

– არა, ამას არ  ვგულისხმობ. მე თვითონ არ ვიყავი თავისუფალი, თორემ, არ მექნებოდა იმის გაკეთების პრობლემა, რაზეც გელაპარაკეთ. სულ ვფიქრობდი, რომ საკუთარი თავისთვის ნაკლები ყურადღების მიქცევა ნორმალური იყო; რომ, რადგან სამსახურში დავდიოდი, ვიყავი თვითრეალიზებული და შემდგარი, მაგრამ, ცხოვრებამ დამანახვა, რომ ვცდებოდი.

– ფიქრობთ, საკუთარ გარეგნობაზე მეტად რომ გეზრუნათ, ქმარი სხვასთან არ წავიდოდა?

– ნაკლებად ტოვებენ ასეთ ქალებს კაცები. რამდენიც არ უნდა მიმტკიცონ, რომ ვცდები, საპირისპიროში ვერ დამარწმუნებენ. როცა კაცი ატყობს, რომ ქალს მას იქით წასასვლელი გზა არა აქვს, უყვარს მხოლოდ ქმარი და საკუთარ თავს უკანა პლანზე აყენებს, უფრო ეგოისტურად და უტიფრად იქცევა. კაცი მუდმივად „ტონუსში” უნდა გყავდეს – იმის განცდით, რომ, თუ ჭკვიანად არ იქნება, ჩაანაცვლებენ... დამავიწყდა მე ეს ჭეშმარიტება  და შედეგად მივიღე ის, რომ, ერთ დღესაც, ჩემი ქმარი მოვიდა, ზღურბლზე დადგა და მომაშტერდა. არც ფეხზე გამოუცვლია, არც ქურთუკი გაუხდია, ისე დაიწყო: პირდაპირ გეტყვი – ასე აჯობებს. რა აზრი აქვს გარშემო სიარულს... მე შენგან მივდივარ. სხვა შემიყვარდა, ტყუილში ცხოვრება კი არც მინდა და არც შემიძლიაო...

– პირდაპირ მოგახალათ?

– დიახ. არც კი დაფიქრდა, როგორ ტკივილს მაყენებდა ამით, რა მდგომარეობაში მაგდებდა... საერთოდ არ აინტერესებდა, რას განვიცდიდი იმ მომენტში. მთავარი იყო, თვითონ ეგრძნო თავი კარგად და მე სულ ფეხებზე ვეკიდე. ამის გაცნობიერებამ გამამწარა. მაშინ ვიგრძენი, რომ გავთავისუფლდი შინაგანი ბორკილებისგან, ერთბაშად და ჩემი ჩარევის გარეშე. როგორ გითხრათ... სიტყვებით მიჭირს ამის გადმოცემა. სამწუხაროდ, როცა კაცი მიიღებს ოჯახიდან წასვლის გადაწყვეტილებას და კარს გაიხურავს, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე – ეს ასეა. სხვა რამეზე რომ ფიქრობდეს, თუნდაც შვილებზე, მაშინ ამის გაკეთება გაუჭირდებოდა.

– ქალი არ იქცევა ეგოისტურად, როცა ოჯახის მიტოვების გადაწყვეტილებას იღებს? თუ, ეს მარტო კაცებს სჭირთ?

– ქალებსაც სჭირთ, რა თქმა უნდა, თუმცა, გაცილებით იშვიათად. ქალი დედაა და ეგოიზმი მას ნაკლებად ერევა. მართლა ძალიან უნდა შეუყვარდეს სხვა და მართლა გაუსაძლისი უნდა იყოს მისი ცხოვრება ქმართან, რომ გაიხუროს კარი და წავიდეს. ღალატზე არაფერს ვამბობ – ღალატი ქალსაც შეუძლია. უნდა გენახათ, როგორი ბედნიერი იყო, როცა სათქმელს თავი მოაბა და მითხრა, რისი თქმაც უნდოდა, თუმცა, თვალებში არ შემოუხედავს ჩემთვის... ვერ ვიტირე. მიუხედავად იმისა, რომ ტირილი ძალიან მინდოდა. მერე სულელივით გამეღიმა. ლამის ვიფიქრე, მეხუმრება-მეთქი, რადგან, ძალიან კომიკური გამომეტყველება ჰქონდა... ჩემმა ღიმილმა ნეგატიურად იმოქმედა მასზე – გავარდა და კარი გაიჯახუნა. ორი დღის შემდეგ მოვიდა თავისი ნივთების წასაღებად.

– ფაქტობრივად, არ გილაპარაკიათ?

– სერიოზულად არა. გეუბნებით, ჩემმა ქმარმა არაფერზე არ იფიქრა, გარდა თავის ეგოისტური გულისნადების ასრულებისა. იმ მომენტში ძალიან გავძლიერდი...

– თუმცა, ფიქრობდით, რომ ცხოვრება დამთავრდა...

– არა, ეგ არ მიფიქრია. როგორ ვიცხოვრებ ამის მერე-მეთქი, ეს აზრი კი მაწუხებდა, მაგრამ, იმასაც ვგრძნობდი, როგორ ვთავისუფლდებოდი შინაგანად. ამან აღმაფრენა შემმატა და შემაძლებინა, გავთავისუფლებულიყავი.

– რისგან?

– კომპლექსებისა და იმ ბორკილებისგან, რასაც „ცოლი” ჰქვია. მე ხომ ჩემი თავისთვის არ ვცხოვრობდი. ჩემი ქმარი ვერც ხედავდა ამ მსხვერპლშეწირვას, რადგან, არც არაფერში სჭირდებოდა... ისე წავიდა, ერთხელაც არ მითქვამს, დარჩი-მეთქი, მაგრამ, გულში მაინც ვფიქრობდი: ჩემი ქმარი ახლა კარს გაიხურავს და ერთბაშად უცხო გახდება-მეთქი და, მინდოდა, მთელი ხმით მეყვირა: არ წახვიდე, ძალიან ჩემიანი ხარ, ძალიან მიჭირს და არ მიმატოვო-მეთქი.

– რატომ არ თქვით ეს ყველაფერი ხმამაღლა?

– იმიტომ რომ, ვიცოდი, აზრი არ ჰქონდა. წავიდა და მე არ დავინტერესებულვარ – ვისთან. არ მიძებნია, არ მიქექია... ერთხელაც არ დამირეკავს და არ მიკითხავს მისი ამბავი, ოღონდ, იმიტომ არა, რომ არ მაინტერესებდა. მას, ალბათ, ეგონა, ვერცერთი წუთი ვერ გავძლებდი მის გარეშე და ხვეწნას დავუწყებდი, მაგრამ, ვერ გაითვალისწინა ჩემი ხასიათი და, კიდევ ის, რომ მე უკვე თავისუფალი ვიყავი დიდი და დამთრგუნველი პასუხისმგებლობისგან. გავლაღდი – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; ჩემში სხვა ქალმა გაიღვიძა, გაიშალა მხრებში და საკუთარი თავის ფასი იგრძნო. შევიცვალე და ეს უპირველესად გარეგნობასა და გამოხედვაზე დამეტყო. შინაგან ძალას ვგრძნობდი... ძალიან მალე, როცა ჩემი ქმარი უკან მობრუნდა, გაუჭირდა ჩემი ცნობა – ისე ამაყად თავაწეული დავხვდი, გაოგნდა. ალბათ, ელოდა, რომ ცრემლიანი თვალებით ან გაავებული დავხვდებოდი და, არცერთი რომ არ მოხდა, დაიბნა.

– ჩვეულებრივად მიიღეთ?

– სრულიად ჩვეულებრივად და ლამის ენა ჩაუვარდა გაოცებისგან. თითქოს დილით წავიდა და საღამოს დაბრუნდა. ახლაც მუდმივ სტრესშია. ვერ ხვდება, მიხარია, რომ ისევ ჩემთან არის თუ – სულერთია. მე ძალიან მომწონს მისი შოკირებული „სიფათის“ ყურება. ახია მაგაზე, დაიმსახურა!

скачать dle 11.3