კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

თუ ის ჩუმადაა...

 

ქალისთვის საყვარელ მამაკაცთან საუბარი სიამოვნებაა და მას ეს ძალიან სჭირდება. მაგრამ მამაკაცები უფრო დუმილს ამჯობინებენ, ზოგჯერ კი მათი ალაპარაკება პრაქტიკულად შეუძლებელია და ქალი ბრაზობს – მამაკაცის დუმილი მას ეჭვებში აგდებს.

მთელი პრობლემა ისაა, რომ მამაკაცების ტვინი სხვანაირად არის მოწყობილი: მათ უფრო უკეთ აქვთ განვითარებული ლოგიკა. ისინი ჯერ აანალიზებენ სიტუაციას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, ამას კი დრო სჭირდება. თუ კაცი რაიმე რთულ პრობლემას აწყდება, თუ რამე სერიოზული გადაწყვეტილება აქვს მისაღები, შეიძლება, საერთოდ დამუნჯდეს. ამიტომ, ნუ ჩავარდებით პანიკაში, თუკი თქვენი ძვირფასი მეორე ნახევარი უცებ გადაწყვეტს, რომ მისთვის ჩუმად ყოფნა უფრო საჭიროა. ქალებსაც უნდა გავუგოთ – ინფორმაციის უქონლობა მათთვის სერიოზული და ძნელად გადასალახავი პრობლემაა. სხვათა შორის, მამაკაცის დუმილი ხშირად გამოწვეულია შიშით, რომ მას გააკრიტიკებენ, დასცინებენ, ან, იმას, რასაც იტყვის, გამოიყენებენ იარაღად ისევ მის წინააღმდეგ.

როცა მამაკაცი დუმს, მას არც ქალის ლაპარაკის მოსმენა უნდა – ეს თავდაცვითი რეაქციაა და, თუ არ გაჩუმდებით, შეიძლება, საერთოდ გაიქცეს კიდეც, ოღონდ კი საკუთარ თავთან მარტო დარჩეს. თუ ძალიან შეაწუხებთ, ამას ის პირადი სივრცის დარღვევად ჩათვლის და, შესაძლოა, მისი რისხვა დაიმსახუროთ. ამიტომ, როცა დუმს, მიეცით თავისუფლება.

არცთუ იშვიათად, მამაკაცის დუმილი მანიპულირების საშუალებაა – ამით ის სჯის ქალს რაღაც კონკრეტული საქციელისთვის. ან, უბრალოდ, სჯის, რომ შემდეგ უკეთ მართოს ის. თუ მამაკაცი დუმს თქვენთან, მაგრამ კარგად „ჭიკჭიკებს“ სხვებთან, არ შეიმჩნიოთ, რომ ეს თქვენ გულს გტკენთ. ნუ დაუწყებთ თხოვნას, რომ დაგელაპარაკოთ, პირიქით, მშვიდად დაელოდეთ, როდის დაგელაპარაკებათ თვითონ. 

მამაკაცი იშვიათად გიპასუხებთ შეკითხვაზე მაშინვე – ესეც მათი თვისება და ბუნებრივი მდგომარეობაა. თავს ძალა დაატანეთ და ნერვები არ აიშალოთ. მოკლედ, გახსოვდეთ: თუ კაცი დუმს, ეს კატასტროფა არ არის!

 

სიყვარული... გაქრა?

სიყვარული აღარ არის – ის გაქრა! ერთი შეხედვით, ამით ყველაფერი ითქმევა და წერტილის დასმაც ადვილდება, მაგრამ, მთლად ისეც არ არის საქმე, როგორც, შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს. უამრავი „რომ“ არსებობს იმისთვის, რათა ამის შემდეგაც კი, წყვილმა ერთად განაგრძოს ცხოვრება; საერთო ინტერესები, შვილები და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა, შეჩვევა, სტაბილურობის განცდა... ფსიქოლოგები საუბრობენ „ერთად ყოფნის“ გამომუშავებულ ჩვევაზეც, რაც საკმაოდ ძლიერი ფაქტორია წყვილის შესაკავშირებლად. დავუშვათ, სიყვარული აღარ არის ისეთი მძაფრი, როგორიც უწინ იყო და ეს სრულიად ბუნებრივია სწორედ ამ „ერთად ყოფნის“ ჩვევის გამო. შეჩვეული აღარ არის ისეთი სასურველი, როგორც მიუწვდომელი და შორეული. სიყვარული ზოგჯერ არ ჩანს, მაგრამ, ის მაშინვე იჩენს თავს, როგორც კი ერთმანეთს მოშორდებით, მერე კი მონატრებაც გაჩნდება და სურვილიც, მაგრამ, თუ „ძაფები“ გაწყდება, მერე ამის გაცნობიერება დაგვიანებულია და, მტკივნეულიც, რადგან, აღარ ხერხდება გატეხილის შეწებება.

ნუ იჩქარებთ დასკვნის გამოტანას და საკუთარი თავისვის იმის დამტკიცებას, რომ სიყვარული გაქრა! აჯობებს, დაფიქრდეთ და წარმოიდგინოთ თქვენი ცხოვრება მის გარეშე – ყველა დეტალითა და ყველა ნიუანსით. მაშინ კი ნამდვილად ზუსტად მიხვდებით, გაქრა თუ არა სიყვარული!

 

გაცრუებული ნდობა

ცოლ-ქმარს ან შეყვარებულებს შორის სერიოზული განხეთქილების მთავარი მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის ორგულობა ერთ-ერთი მათგანის მხრიდან. ღალატი ერთსახოვანი არ არის. არსებობს ფიზიკური და სულიერი ღალატი. პირველი ისე არ აზიანებს ქორწინებას, როგორც მეორე. თუმცა, ნაღალატევ ქალებს თეორიები არაფერში სჭირდებათ და არც აინტერესებთ. მტკივნეულია და შემაძრწუნებელი თავად ღალატის ფაქტი... და, კიდევ, ფიქრი იმაზე, რომ მისმა მეუღლემ ნდობა ვერ გაამართლა – უღალატა ყველაფერს, რისიც ქალს სჯეროდა. იშვიათია სუსტი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ასეთ სტრესს გაუძლებს. ფსიქიკა საკმაოდ ფაქიზია იმისთვის, რომ ღალატის სიმძიმე აიტანოს. ღალატი არღვევს ინტიმურობის ატმოსფეროს და ესეც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

ნდობის გაცრუება, ღალატი, მეხის დაცემას ჰგავს – გრძნობ, როგორ ისრისები მის ქვეშ, სუნთქვა გიძნელდება და თითქოს კვდები. მთელი სხეული გტკივა, საშველი კი არსაიდან ჩანს. მაშინვე ურთიერთობის გაწყვეტა მხოლოდ ძალიან ამაყსა და ღირსებაზე შეყვარებულ ქალს შეუძლია; ისეთს, რომელმაც ზუსტად იცის საკუთარი თავის ფასი, მყარად დგას ფეხზე და არაფრის ეშინია.

უფრო ხშირად ორი ტიპის რეაქციაა ბუნებრივი:

1) ირთვება ფსიქოლოგიური გადარჩენის მექანიზმი. ქალი ცდილობს, დააჯეროს საკუთარ თავი და მთელი სამყარო, რომ ყველა კაცი ერთნაირია, ყველა ქმარი ღალატობს ცოლს  და ამით თითქოს თავისუფლდება სულიერი დისკომფორტისგან – თავს იმშვიდებს, რომ სხვა ცოლებიც მის მდგომარეობაში არიან.

2) მეორე ვერსია – ქალი სხვანაირად უყურებს თავის დამოკიდებულებას ქორწინებასთან და გრძნობის მიჩქმალვას, მის უკანა პლანზე გადატანას ცდილობს.

სამწუხაროდ, არცერთი ვარიანტი არ არის გამოსავალი. ბედნიერებას სირაქლემის პოზაში ყოფნა ვერ მოგიტანთ, თუმცა, მსხვერპლის გაღება კიდევ უფრო დიდი სისულელე და ლამის დანაშაულია.

 

დისტანცია აუცილებელია

გინდათ, თქვენი ცხოვრება ჩხუბების გარეშე წარიმართოს? ალბათ, იტყვით, ეს ვის არ უნდაო, მაგრამ, რეალურად, მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანი ახერხებს სურვილის რეალობად ქცევას. დავიწყოთ შეცდომით, ანუ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, როდის უშვებთ შეცდომას? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: მაშინვე, როგორც კი ადამიანს თქვენამდე ძალიან ახლოს მიუშვებთ. რას ვგულისხმობთ ამაში?! – იმას, რომ ზედმეტი სიახლოვე ადამიანთან, თუნდაც იმასთან, ვინც ძალიან გიყვართ, საბოლოოდ მაინც იწვევს იმედგაცრუებასა და გულისტკივილს. დისტანცია მეუღლესთანაც აუცილებელია, შვილთანაც და, მით უმეტეს – მეგობართან. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი ის თქვენს გულთან ძალიან ახლოს მოდის? არაფერი, უნდა გიყვარდეთ უბრალოდ, ყოველგვარი ზედმეტი ემოციური აფეთქებების გარეშე. არ უნდა დაგავიწყდეთ კიდევ ერთი პატარა, ან, შეიძლება, დიდი ნიუანსი: აუცილებლად უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს – იქნებ, ზოგჯერ თვითონ არ ხართ მართლები იმ ადამიანთან, რომლისგანაც რაღაც გეწყინათ?! იქნებ, მეტისმეტი მოითხოვეთ მისგან და დაარღვიეთ უხილავი საზღვრები?! პრობლემაა ისიც, რომ ადამიანების დიდმა უმრავლესობამ საერთოდ არ იცის, რა არის დისტანცია. სიყვარული კარგია, მაგრამ, თუ ძალიან ახლოს მიუშვებთ ადამიანს, გაეხსნებით ბოლომდე, ჩაახედებთ სულისა და გულის ყველა კუნჭულში, უინტერესოც გახდებით მისთვის და მალეც მობეზრდებით – ეს მით უფრო უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა.

ქალის ფსიქიკა ბევრად ფაქიზია და მას მოფრთხილება სჭირდება. ამაზე, უპირველესად, თავად ქალბატონებმა უნდა იფიქრონ და ახსოვდეთ, რომ დისტანცია აუცილებელია...

скачать dle 11.3