კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მაინტერესებს, კანონის შესაბამისად, ვინ არ შეიძლება, იყოს ნაფიცი მსაჯული იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას აქვს სურვილი და პირადად გამოთქვამს ამ სურვილს სასამართლოში ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მიუხედავად პირის სურვილისა, იგი  ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად, თუ არსებობს კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი. კერძოდ, თუ ის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია, გამომძიებელია, პოლიციელია, ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასულიერო პირია, აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა, ბრალდებულია, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია. ასევე, თუ მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში, აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე; ან თუ ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, იურისტია.

კითხვა: მაინტერესებს და გთხოვთ, მაცნობოთ: იმ შემთხვევებში, როცა ადამიანი დაკავებულია, მაგრამ არაფრისმქონეა და არ შეუძლია ადვოკატის აყვანა, არადა, დამოუკიდებლად ვერ ახერხებს თავისი უფლებების დაცვას – აუცილებელია, ჰყავდეს ადვოკატი, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ასეთ შემთხვევებში, ბრალდებულის დაცვის უფლების განხორციელება ხდება სახელმწიფოს ხარჯზე. კერძოდ, დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ან მოსამართლე ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით. ასევე, თავად გადახდისუუნარო ბრალდებულს უფლება აქვს, მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით. დაცვის სახელმწიფო ხარჯზე განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო გაიღებს დაცვისთვის საჭირო სხვა ხარჯებსაც, თუ ეს ხარჯები პირდაპირაა დაკავშირებული ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა გამომძიებელს პირისთვის ბრალის წაყენების უფლება და რა შემთხვევებში წარედგინება მას ბრალი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. პირს ბრალი წაეყენება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული.

скачать dle 11.3