კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინეს მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის გვამი კარადაში და რას მალავდა მისი სახლის მეპატრონე

წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი  55  წლის ლიზა ხ-ია  სამართალდამცველებმა  ახალგაზრდა მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. მას ბრალად დაედო  29 წლის ვოვა  კ-შვილის მკვლელობა,  რომელიც მის ბინაში დროებით ცხოვრობდა.  მკვლელობის შესახებ სამართალდამცველებისთვის  კონფიდენციალური წყაროს მიერ, ანონიმური ზარის შემდეგ  გახდა ცნობილი. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, ახალგაზრდა მამაკაცის გვამი კარადაში დახვდათ გადამალული.  

 გარდაცვლილს დანით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ორივე ჭრილობა ვოვა  კ-შვილს გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. შემთხვევის ადგილზე, იმის მიუხედავად, რომ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მკვლელობა ერთი დღით ადრე იყო ჩადენილი,  დანაშაულის კვალი ჯერ კიდევ არ გამქრალიყო – სისხლიანი გახლდათ იმ პატარა ბინის ყველა კუთხე, სადაც ვოვა კ-შვილი ქირით ცხოვრობდა. მისი გასისხლიანებული გვამი კი  ტანსაცმლის კარადაში იყო დამალული. როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, სამართალდამცველებს  მკვლელობის შესახებ ლიზა ხ-იას მეზობელმა შეატყობინა. მისი განცხადებით, ქალი გვიან ღამით მდგმურის სახლში საეჭვოდ გადაადგილდებოდა და უცნაურად იქცეოდა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „მე  და ლიზა ეგრეთ წოდებულ იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ, ლიზა პირველ სართულზე, მე – მეორეზე. ჩემი სახლიდან მისი ბინის კარი და ფანჯრები კარგად ჩანს. ლიზა უცნაური ქალია, კონფლიქტური, შესაბამისად, არც ჩემთან და არც სხვა მეზობლებთან ურთიერთობა არ აქვს.   ექვს თვეზე მეტია, არ მელაპარაკება, მაგრამ იმ ღამეს, ჩემდა გასაოცრად, ეზოდან დამიძახა და წნევის აპარატი მთხოვა.    როგორც მერე გავიგე, თურმე, უკვე მოკლული ბიჭისთვის წნევის გაზომვას ცდილობდა.” 

როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე,  მეზობლებმა ვოვა კ-შვილის დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთი უცხო მამაკაცი და ორი ახალგაზრდა ქალბატონი შენიშნეს. ბინიდან ისმოდა ქეიფის ხმაც. ცოტა უფრო მოგვიანებით, როცა სავარაუდოდ, სტუმრებმა ახალგაზრდა ბიჭის ბინა დატოვეს, მეზობლებმა შენიშნეს ლიზა ხ-ია, რომელიც მდგმურის სახლიდან გინებით და ჩხუბით გამოვიდა. ამონაწერი მოწმის თამილა ქ-ძის ჩვენებიდან: „ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, დავინახე, როგორ გამოვიდა პირველ სართულზე მდებარე ბინიდან ლიზა, ეტყობა, ნასვამი იყო, რადგან ხმამაღლა იგინებოდა. ზოგადად, ლიზა ბევრს სვამდა და საკმაოდ კონფლიქტურიც იყო. ალბათ, ორი საათი იქნებოდა გასული, როცა გავიგონე როგორ დაუძახა მეზობელს და წნევის აპარატი სთხოვა. მეზობელმა აპარატი ათხოვა. მე დავიძინე, არაფერი აღარ გამიგია, რა ხდებოდა ეზოში. მეორე დღეს  ჩემმა მეზობელმა ნანამ მითხრა: წუხელ ლიზამ წნევის აპარატი გამომართვა, მდგმური მყავს ცუდადო. დღესაც ძალიან საეჭვოდ რამდენჯერმე შევიდა მის ბინაში, თუმცა  თავად ვოვა არ ჩანსო. მეზობლებს ეჭვი  ჰქონდათ, რომ ლიზას ახალგაზრდა მდგმურთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. ამას ვერც დავადასტურებდით და ვერც უარვყოფდით.  ეს არც იყო ჩვენი საქმე, თუმცა, ლიზა რომ ბიჭის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა, ყველა ვხვდებოდით. მისი მძიმე ხასიათიდან გამომდინარე, ეს ცოტა უცნაურად გვეჩვენებდა“.   

 საქმის მასალების მიხედვით, ლიზა ხ-იამ, რომელიც წარსულშიც ნასამართლევი იყო, ახალგაზრდა მდგმური ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.  ამის შესახებ, მოგვიანებით, თავად დაკავებულმაც აღიარა.  ამონაწერი ლიზა ხ-იას ჩვენებიდან: „ვოვა ერთ წელზე მეტხანს ცხოვრობდა ჩემს ბინაში. თავიდან ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ, ხშირად ვჩხუბობდით. მერე  ძალიან მივეჩვიე.  მის მიმართ სიმპათია გამიჩნდა. როცა ვოვას ეს ვუთხარი, მითხრა, მეგობარი ქალი მყავსო. ამის მიუხედავად, მის მიმართ ისეთი გრძნობა მქონდა, ვერ ვმალავდი.  როცა ვოვასთან სტუმრად ახალგაზრდა გოგოები მოდიოდნენ, ძალიან ვეჭვიანობდი. ბოლოს გოგონების მოყვანა ავუკრძალე. დამმორჩილდა, სახლში არავინ მოჰყავდა, მაგრამ ვცოდი, რომ ერთ ახაგაზრდა ქალს ხვდებოდა, რის გამოც ძალიან გაბრაზებული ვიყავი.” როგორც სამართალდამცველებისთვის თავად ლიზა ხ-იასგან გახდა ცნობილი, მკვლელობის დღეს მან ვოვასთან სტუმრად მოსული ის  ახალგაზრდა ქალი ნახა, ვისზეც ეჭვიანობდა. ნასვამი ლიზა ხ-ია გვიან ღამემდე დაელოდა, როდის წავიდოდნენ სტუმრები მდგმურის ბინიდან. სახლის მეპატრონე ბიჭს თავზე დაადგა და საქმის გარჩევა დაუწყო, რასაც მათ შორის შელაპარაკება მოჰყვა. ლიზა ხ-ია ბინიდან ჩხუბითა და გინებით გამოვიდა. თუმცა, ერთი საათის შემდეგ, საკუთარი გასაღებით მალულად შევიდა ბინაში და მძინარე ვოვა კ-შვილს, რომელიც საწოლში იწვა, დანა ორჯერ დაარტყა. მოგვიანებით, დაკავებულმა ქალმა განაცხადა, რომ  მდგმურს დანით ისე გაუსწორდა, საკუთარ საქციელს არ აცნობიერებდა. ბიჭი საწოლში, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ლიზა ხ-იას განცხადებით, მეზობელს წნევის აპარატი გამოართვა  და გარდაცვლილს წნევა გაუზომა. შემდეგ კი ბიჭის ცხედარი  საწოლიდან გადმოათრია და ტანსაცმლის კარადაში დამალა. გამოძიების კითხვაზე, თუ რატომ გაუსინჯა მკვლელმა წნევა გარდაცვლილს და რატომ დამალა გვამი კარადაში, ბრალდებულმა უპასუხა, რომ ეს ქმედებები სიმთვრალის გამო ჩაიდინა. თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალს სურდა, დანაშაული ისე შეენიღბა,  მკვლელობა რომელიმე სტუმარს, მათ შორის, ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარ ქალს დაბრალებოდა და მისი  ქმედებებიც ამით იყო განპირობებული.   სასამართლო პროცესზე განსასჯელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიერ ჩადენილი მკვლელობა. დამნაშავის სასტიკად დასჯას მოითხოვდა დაზარალებული მხარე.  ბრალდებული ქალის ახლობლები – და და დისშვილები მისთვის სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, ლიზა ხ-ია ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნება იყო, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზამ არ დაადასტურა ქალის არაჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობა. მის მიერ ჩადენილი არაადეკვატური ქმედებები ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებით აიხსნა. სასამართლომ ლიზა ხ-ია დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის ბრალდებით და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

скачать dle 11.3