კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქორწინა გურჯმა ხათუნმა ქმრის მკვლელზე და რატომ შეიცვალა მან რჯული

თამარ მეფის შვილიშვილი გურჯი ხათუნი 13 წლის ასაკში გაუთხოვებიათ რუმის სულთანზე, სადაც მას დიდი სიყვარული და პატივისცემა დაუმსახურებია. აღსანიშნავია, რომ ქართველების მიმართ არაკეთილგანწყობილი რუმის უდიდესი ისტორიკოსი იბნ ბიბი გურჯი ხათუნის შებრძანებას მათ მიწაზე, უფლის წყალობად აფასებს. თუ როგორ იქცა ეს ქალბატონი სულთნის უსაყვარლეს მეუღლედ, როგორ მოესწრო გურჯი ხათუნი ქმრის სიკვდილს და ამის შემდეგ, როგორ გათხოვდა ხელმეორედ ქმრის მკვლელზე, ამაზე ჩვენს სტატიაში გიამბობთ.

გურჯი ხათუნი, იგივე თამარ ბაგრატიონი, თამარ მეფის შვილიშვილი და რუსუდან მეფის ქალიშვილი იყო. ის ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი მძლავრი პოლიტიკოსი გახლდათ. გურჯი ხათუნი გათხოვდა 13 წლის ასაკში და მიათხოვეს რუმის სელჩუკთა 17 წლის სულთანს ქეიჰუსრევ მეორეს. რა თქმა უნდა, ეს ქორწინება, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. თუმცა, გურჯი ხათუნის სილამაზემ პოლიტიკა უკან გადადო. ის სულთანს თავდავიწყებით შეუყვარდა. 

სილამაზით განთქმულ თამარს უამრავი ხელის მთხოვნელი ეყოლებოდა. ამიტომ ჩნდება კითხვა: რატომ დაუმოყვრდნენ ქართველები, მაინცდამაინც რუმის სულთანს. საქმე ისაა, რომ ორივე ქვეყანა დიდ პოლიტიკურ როლს ასრულებდა იმდროინდელ მახლობელ აღმოსავლეთში. ქორწილს შესაძლებელია, შეეკრა კავშირი მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ, რადგანაც როგორც საქართველოსთვის, ისე რუმის სელჩუკთა სახელმწიფოსთვისაც, ამ პერიოდში საფრთხეს ილხანთა მონღოლები წარმოადგენდნენ. ეს ქორწილი დიდი მოვლენა იყო, რასაც მრავალი იმდროინდელი აღმოსავლური წყაროები აღწერენ. სელჩუკთა სახელმწიფოში მრავალი მომლოდინე გაოგნებული იყო ამ 13 წლის ქართველი ქალწულის სილამაზით, სათნოებითა და გულუხვობით. მნახველები თამარს არ აკლდებოდა. საქართველოდანაც კი მას ასამდე დიდებული და ურიცხვი მდაბიო გაჰყვა. მაგალითისთვის იბნ ბიბის გადმოცემით, მრავალი ქართველი ქორწილის შემდეგ უკან არ გაბრუნებულა და სამუდამოდ დარჩა კონიაში (რუმის სელჩუკთა დედაქალაქში). 

აღსანიშნავია, რომ სელჩუკთა დიდი ისტორიკოსი იბნ ბიბი არ გამოირჩევა ქართველებისადმი კეთილგანწყობით. მეტიც, სულ დამამცირებელი ეპითეტებით ამკობს მათ. თუმცა, კარდინალურად განსხვავებულია მისი შეხედულებები თამარ ბაგრატიონზე. ისე აღტაცებულია მისი გარეგნობითა და ყველა ქმედებით, ფაქტობრივად, ღმერთის წყალობადაც კი აფასებს ამ ქალის სელჩუკეთის მიწაზე მიბრძანებას.

არის გადმოცემები, რომ თვითონ ცნობილი მოხეტიალე მოარაკე, მოლა ნასრედინი, რომლის ოხუნჯობანი დღესაც კი აქტუალურია, უზომოდ იყო გურჯ ხათუნზე შეყვარებული, რის გამოც სულთანმა ის სამაგალითოდ გააწკეპლინა. გარდა ამის, გურჯი ხათუნი უამრავი პოეტისა და მხატვრის მუზა გახლდათ.

მუსლიმ მამაკაცებს ოთხი კანონიერი ცოლის ყოლის უფლება ჰქონდათ, თუმცა მათი ჰარამხანები, სავსე იყო ათეულობით და ხანდახან ასეულობით მანდილოსნით, რომელთა შვილებსაც შემდეგ არანაირი პრეტენზია სასულთნოზე არ უნდა გამოეხატათ. წესის თანახმად, პირველი ცოლის შვილს ჰქონდა ყველაზე დიდი შანსი, გამხდარიყო მემკვიდრის დედა. 

რაც შეეხება თამარს, ის ქეიჰუსრევის მესამე ცოლი იყო, თუმცა მისმა სილამაზემ და გამჭრიახობამ, ის ქეიჰუსრევის უსაყვარლეს მეუღლედ აქცია, რამაც ძალიან გააღიზიანა სულთნის დანარჩენი მეუღლეები და გურჯი ხათუნის მოწამვლაც კი სცადეს მისი პირველი მეუღლის თაოსნობით. ამით განრისხებულმა სულთანმა პირველი ცოლი სიკვდილით დასაჯა.

ქორწილის პირობების თანახმად, თამარი ქრისტიანად უნდა დარჩენილიყო ქორწინების შემდეგაც, თუმცა რუსუდან მეფის უსაქციელობის გამო, მას არჩევანი აღარ დარჩა და ქმრის დაჟინებულო მოთხოვნის შემდეგ რჯული შეიცვალა. საქმე ისაა, რომ რუსუდანმა თამართან გააგზავნა ლაშა გიორგის შვილი – დავითი, შემდგომში ულუდ წოდებული. რუსუდანი, დავით ლაშას ძეში თავისი შვილის, დავით რუსუდანის ძის კონკურენტს ხედავდა საქართველოს ტახტზე და ამიტომ, გურჯ ხათუნს მისი მოკვლა დაავალა. თუმცა, გურჯმა ხათუნმა, არა თუ შეასრულა დედამისის ეს დავალება, არამედ პირიქით, სრულ კომფორტსა და კმაყოფაში ამყოფებდა თავის ბიძაშვილს. ამით განრისხებულმა მეფე რუსუდანმა, საკუთარი შვილის წინააღმდეგაც გაილაშქრა და სიძეს, რუმის სულთანს მისწერა: დაბრმავებულხარ და ვერ ხედავ, როგორ გღალატობს ცოლი ლაშა-გიორგის ძესთანო. ამ ამბით განრისხებულმა ქეიჰუსრევმა ცოლი ისე სცემა, რომ სიკვდილის პირას მიიყვანა. დავითი კი დილეგში ჩააგდო. სულთანმა გურჯ ცოლს ულტიმატუმი წაუყენა, რომ აუცილებლად რჯული შეეცვალა. გურჯმა ხათუმმა ისლამი მიიღო, მაგრამ ქრისტიანული სათნოება, ისლამურ სათნოებაში ჰპოვა. ამ პერიოდში რუმის სასულთნოში მოღვაწეობდა შუა საუკუნეების დიდი მოაზროვნე და პოეტი ჯალალ ედ დინ რუმი. გურჯი ხათუნი ამ პიროვნებას დაუახლოვდა და მისი მოწაფე, მფარველი შეიქმნა. ქეიჰუსრევი მალევე მიხვდა, რომ რუსუდანმა ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და გურჯ ხათუნს პატიება სთხოვა. მათი სიყვარული ქეიჰუსრევის ბურუსით მოცულ სიკვდილამდე გაგრძელდა. 

წყაროების მიხედვით, ქეიჰუსრევი აბანოში დაიხრჩო. თუმცა, ამბობენ, რომ ამ დახრჩობაში დიდი წვლილი მის პირველ ვეზირს ფერვანეს მიუძღოდა. ქეიჰუსრევის გარდაცვალების შემდეგ, რუმის სულთანი და ბატონი სწორედ ეს ფერვანე შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ გურჯი ხათუნის ქმრის მკვლელმა, იძულებითა და ძალდატანებით იქორწინა გურჯ ხათუნზეც. ფერვანეს ის სიგიჟემდე უყვარდა, ყველაფერს უსრულებდა და იმდენად ანებივრებდა, რომ უბრალო მიზეზის გამო, გურჯმა ხათუნმა, სასახლე დატოვა და ფერვანეს განერიდა. სულთანმა მის დასაბრუნებლად და პატიების სათხოვნელად, ჯალალ ედ დინ რუმიც კი გაგზავნა შუამავლად. თავდაპირველად, გურჯი ხათუნი შერიგებას იმ პირობით დათანხმდა, თუ მას ფერვანე გაეყრებოდა, მაგრამ შემდეგ ჯალალ ედ დინ რუმის დიდი მეცადინეობითა და მოთხოვნით, გურჯი ხათუნი შეურიგდა სულთანს.  ამის შემდეგ მოხდა ის, რომ რუმის სელჩუკთა სასულთნოს მონღოლები შემოესივნენ და თამარი იძულებული გახდა, თავის ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა და ლტოლვილობაში წასულიყო. თუმცა, ლტოლვილობამ ის დიდ განსაცდელს ვერ აარიდა. ნახევარძმების მოთხოვნით თამარისა და ქეიჰუსრევის შვილი მოკლეს. საქმე ისაა, რომ ქეიჰუსრევმა სიკვდილამდე, მის შემცვლელად, თამართან შეძენილი ვაჟი აღიარა. სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზიც. შვილის სიკვდილმა საბოლოოდ გატეხა წელში გურჯი ხათუნი. 

გურჯი ხათუნის სიკვდილის შესახებ წყაროები არაფერს მოგვითხრობენ და ურთიერთგამომრიცხავ გადმოცემებს გვიამბობენ. ზოგი გადმოცემით, ის კონიაში გარდაიცვალა, ზოგის მიხედვით, საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს. 

 გურჯმა ხათუნმა დიდი კვალი დატოვა, როგორც აღმოსავლეთის, ისე საქართველოს ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში კიდევ ცხოვრობდა ის ხალხი, რომლებიც მოსწრებული იყო დიდი თამარ მეფის ეპოქას და მართებულ სახელმწიფოს. რუსუდანის გამეფებამ, მონღოლთა შემოსევებმა, მართებული სახელმწიფო მთლიანად მოშალა. რენესანსის ეპოქაში მყოფი საქართველო დეგრადაციის გზას დაადგა. ამიტომ, ქართველებმა დაიწყეს დიდი თამარ მეფის ტრადიციების გამგრძელებლის ძიება, ეს ზოგიერთმა ქართველმა გურჯ ხათუნში იპოვა. არის გადმოცემები, თუ როგორ აგროვებენ ქართველები ოქროსა და ფულს სელჩუკებისგან გურჯი ხათუნის გამოსახსნელად, რადგანაც სჯეროდათ, რომ სწორედ ეს თამარი დაუბრუნებდა მათ დიდი თამარის საქართველოს.

скачать dle 11.3