ბრძნული აზრები
ეშენბახი: ისე უსარგებლოდ არაფერს ვატარებთ, როგორც დრო-ჟამს; ხშირად ორიოდე გროში გვენანება, ათი თუმნის დროს კი სიამოვნებით შევწირავთ ხოლმე.
რუსო: ვაი იმას, ვისაც ერთი დღის სიამოვნება მაინც ვერ შეუწირავს კაცური მოვალეობისთვის.
ნაპოლეონი: გონებასა და ჭკუას შორის ძალიან დიდი მანძილია.
გოეთე: ყველაზე სულელურად ცდება ის, ვინც კარგავს თავისებურებას, რადგან, აღიარებს სხვებისთვის უკვე ცნობილ ჭეშმარიტებას.
ვაჟა: გამომჟღავნება საკუთარი შეცდომისა და ცოდვებისა – იგივე გმირობაა.
ბალზაკი: სასიამოვნოა, მიჰყვებოდე სინდისის კარნახს.
ფუჩიკი: უფრო საზარელია, უყურო სინდისგატეხილ ადამიანებს, ვიდრე ცხვირპირ დაბეჟილს.
შექსპირი: შიში სიცრუის მუდმივი თანამგზავრია.
არისტოტელე: დაწყება – მთლიანის ნახევარზე მეტია.
პასკალი: გონებასთან არაფერი ისე ახლოს არაა, როგორც უნდობლობა საკუთარი თავისადმი.
არენდტი: გაგება ნიშნავს, შეხვდე რეალობას, როგორიც არ უნდა იყოს ის და გაუწიო მას წინააღმდეგობა.
ჰეგელი: მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, თითო მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა ბუნების გაცნობაში, მეშვეობით თუ უშუალოდ, ადამიანში სათანადო ზნეობრივი გასრულება უნდა გამოიწვიოს.
დიდრო: თუკი ტყუილი მოკლე დროში სასარგებლოდ გამოიყურება, დროის დინების შემდეგ ის მავნე აღმოჩნდება; ხოლო სიმართლე, პირიქით – დროის დინების შემდეგ სასარგებლო აღმოჩნდება ხოლმე, თუმცა, შეიძლება, აწმყოში ისე მოგეჩვენოს, რომ მას ზიანი მოაქვს.
ფიჩინო: როცა ჩვენ სიყვარულზე ვლაპარაკობთ, ის უნდა გავიგოთ როგორც სილამაზის სურვილი – ასეთია სიყვარულის განსაზღვრება ყველა ფილოსოფოსის აზრით.
დემოკრიტე: გულახდილი საუბარი თავისუფალი სულის თვისებაა, ოღონდ, საშიშია მისთვის შესაფერისი დროის შერჩევა.
ფოიერბახი: სუფთა სინდისი სხვა არაფერია, თუ არა სიხარული სხვის სიხარულზე; უსუფთაო სინდისი კი არის ტანჯვა, სხვა ადამიანის სიხარულის გამო.
ლეონარდო და ვინჩი: თუ კამათში ავტორიტეტებს იმოწმებ, ამით შენს მეხსიერებას ავლენ და არა გონებას.
ლაროშფუკო: ადამიანის ჭეშმარიტი ღირსების ნიშანია ის, რომ თვით შურიანებიც კი იძულებულები არიან, პატივი სცენ მას.
არნოლდი: ქალებს გულით ედავებიან და არა გონებით.
სტენდალი: ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს, მაგრამ, უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.