ანეგდოტები
– საყვარელო, აცივდა, „შუბა“ მინდა...
– მაგარი ხარ! დაადგი კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი. მე სილიოტკაზე ჩავირბენ...
***
სიდედრი მანქანას ქოქავს.
– დიანა, დედიკო, საით გაგიწევია? – შეეხმიანა სიძე.
– სასაფლაოზე...
– და მანქანას უკან ვინ მოიყვანს...
***
– რა არის საერთო მოკლე კაბასა და ჩადრს შორის?
– ერთიც და მეორეც უშნო სახის დაფარვის კარგი საშუალებაა.
***
– ეს რა ხდება ჩემს თავში?
– მატლი ვარ, ტვინისმჭამელი...
– და რას აკეთებ მანდ?
– ვშიმშილობ...
***
კაცი სადარბაზოში დგას, სიგარეტს ეწევა. უცბად მეზობელი ბინიდან საშინელი მტვრევის ხმა გაისმა და მეზობელიც გარეთ გამოვარდა.
– რა მოხდა?
– რა ვიცი, კაცო, 3D ტელევიზორი ვიყიდე, ვუყურებ ფილმს და კინაღამ ორგიაში არ შემითრიეს...
***
დილით:
– დავიძინო თუ სამსახურში წავიდე...
ათი წუთის შემდეგ:
– სამსახურში წავიდე თუ დავიძინო...
ოცი წუთის შემდეგ.
– ეჰ, წავალ სამსახურში და დავიძინებ.
ანეკდოტი ვახტანგ ტატიშვილისგან
გურული მივა სამსახურში და უფროსი ეკითხება:
– კი მაგრამ, რატომ გამოცხადდი სამსახურში, დღეს ხომ შენი სიდედრის გასვენებაა?
გურულმა მშვიდად უპასუხა:
– ჯერ საქმე და, მერე – სიამოვნება!