კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფონდი „ნატახტარის” პროექტი – „იზრუნე მომავალზე” – მეოთხე ტალღას იწყებს

2014 წელი – 164 ადამიანის უკეთესობისკენ შეცვლილი ცხოვრება!

27 ნოემბერს „ფონდი ნატახტარის” პროექტ „იზრუნე მომავალზე” წლიური ანგარიშის წარდგენის ღონისძიება სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში” გაიმართა. სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ 2014 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და, ამასთან ერთად, ეცნობათ საზოგადოების ფონდში მეოთხე ტალღის დაწყების შესახებ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს ფონდის ფსიქოლოგთა გუნდის წევრებმა, ადგილობრივმა პარტნიორებმა და ბენეფიციარებმა. 

ფონდში თანხის შეგროვების ახალი ტაღის დაწყებას მიეძღვნა ახალი სარეკლამო რგოლიც, აღსანიშნავია, რომ ამ რგოლში მონაწილე მოზარდები მსახიობები არიან.

წელს პროექტის ფარგლებში შემოსული თანხა 420 000 ლარი მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადების ხელშეწყობისთვის იქნა გამოყენებული. 2014 წელს ფონდს 164 ბენეფიციარი ჰყავდა, რომელთაგან 44 უკვე დასაქმდა, დანარჩენები კი ამ ეტაპზე ეუფლებიან პროფესიას ან სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში. „ფონდი ნატახტარის“ უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უშუალოდ კონკრეტულ ბენეფიციარზეა მორგებული, თითოეულის ინტერესებსა და შესაძლებლობებს ითვალისწინებს და გრძელდება მანამ, სანამ მოზარდი მზად არ იქნება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.  

თორნიკე ნიკოლაიშვილი (კომპანია „ნატახტარის” მარკეტინგის დირექტორი): მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში. „ფონდი ნატახტარის” მიზანია, გვყავდეს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უზრუნველყოფილი ბავშვები. ფონდის პარტნიორია მთელი საქართველო. პროექტის ფარგლებში აქამდე შეზღუდული იყო ასაკობრივი კატეგორიები, თუმცა, როდესაც ფონდის შემოსავალმა საშუალება მოგვცა, ეს ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა და ახლა უკვე პროექტი მიჰყვება მოზარდს მანამდე, სანამ ის შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას. წელს ჩვენ 164   ბენეფიციარი გვყავს, რაც ნიშნავს იმას, რომ 164 ადამიანის ცხოვრება იცვლება უკეთესობისკენ.

მანანა ომარაშვილი (ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველო”): დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნა „ფონდი ნატახტარის” საქმიანობას, რომელსაც ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველო” უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. ჩვენი მთავარი საქმიანობა გულისხმობს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის იმ მოზარდებისა და ახალგაზრდების მომზადებას, რომლებიც სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ არიან ან უკვე  გამოვიდნენ ზრუნვიდან. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება გულისხმობს ყველა იმ უნარისა და საშუალების მიცემას ბავშვისთვის, რაც აუცილებელია; ეს  შეიძლება იყოს: დასაქმება, პროფესია, განათლება, ცხოვრებისეული უნარების განვითარება. ამას ჩვენ ვაკეთებთ ფსიქოლოგთა გუნდთან, სოციალურ მუშაკებთან, აღმზრდელებთან, უამრავ სპეციალისტთან ერთად და, აგრეთვე, მოქალაქეების უშუალო ჩართულობით, რადგან,  ქველმოქმედება გადამდები აღმოჩნდა – ამ პროცესში უამრავი ადამიანი ჩაერთო პოზიტიური ენერგიით და გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგები.

„ფონდი ნატახტარი” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა კურთხევით შეიქმნა 2010 წლის ნოემბრეში. პროექტი „იზრუნე მომავალზე” მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს აძლევს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების შესაძლებლობას და ხელს უწყობს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა აღსაზრდელებს, მომზადებულები შეხვდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მოზარდების დახმარების სხვადასხვა პროგრამას კი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველო” და კვალიფიციური ფსიქოლოგების გუნდი ახორციელებენ. „ფონდი ნატახტარის” საქმიანობა გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის ფართო ჩართულობას  საქველმოქმედო პროცესში. ყოველ წელს, ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდში, „ნატახტარის ლიმონათის” თითოეული გაყიდული ბოთლიდან თანხა ფონდში გადაირიცხება. თანხის რაოდენობა, ბოთლის მოცულობის შესაბამისად, 0,33ლ. 0,5ლ. 1ლ. და 2ლ 1,3 და 5 თეთრია.

скачать dle 11.3