კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გადადის ჭკუიდან შეყვარებული დათო ხუჯაძე და რა აძლევს მას სტიმულს ცხოვრებაში

მომღერალი დათო ხუჯაძე, უკვე წლებია, დიდ რუსეთში მღერის და საკმაოდ წარმატებულიც გახლავთ – უყვარს მსმენელს, რადგან თავის ქართულ ტემპერამენტს ბოლომდე ხარჯავს სცენაზე. თუმცა, ყოველთვის ახსოვს, რომ ქართველია და აქ ჩამოსულს, ისეთი განცდა აქვს, რომელსაც სხვა მხარეში ვერასდროს შეიგრძნობს. ახლა დათო კონცერტისთვის ემზადება, რომელსაც ფილარმონიის დიდ დარბაზში ჩაატარებს და იმედი აქვს, რომ ამ კონცერტიდან შემოსული თანხით, ბევრ ბავშვს დაეხმარება გამოჯანმრთელებაში. როგორც წესი, ის თავის პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს და ეს თემა დახურული აქვს. თუმცა, მაინც გამოტყდა, რომ შეყვარებულია და მის გვერდით არის ადამიანი, ვინც ცხოვრების, მუშაობისა და საქმის კეთების სტიმულს აძლევს. 

დათო ხუჯაძე: როდესაც თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიაზე ჯდება სულ სხვანაირად ვიწყებ სუნთქვას, სულ სხვა აურა შემოდის ჩემში და ვხვდები, ეს ის ადგილია, სადაც ყველაფერი მიყვარს და ჩემია. მართალია, წლებია, რუსეთში ვარ, მაგრამ მე აქ დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება და ეს სულ მახსოვს, სადაც არ უნდა ვიყო. მოსკოვში რომ ვარ, ყველაზე მეტად სახლი და მეგობრები მენატრება. საქართველო ყველაზე მეტად მიყვარს, ვიდრე სხვა, ნებისმიერი ქვეყანა. მიმაჩნია, რომ წარმატებას საქართველოში მივაღწიე და მერე წავედი რუსეთში. ანუ, აქ წარმატებულს, იქ გამიადვილდა საქმის კეთება. ასე რომ არ ყოფილიყო, იქ ცხოვრება ცოტა გამიჭირდებოდა. მეკითხებიან ხოლმე, როგორ მიგიღო დიდმა რუსეთმა პატარა ქართველიო, მაგრამ ვინც ჩემი გაბარიტები იცის, არცთუ ისე პატარა ვარ (იცინის). იცით, როგორ ხდება? თავად უნდა მიაღებინო თავი, შენი საქციელით აიძულო მოგისმინონ, შეგაფასონ. პირველი ორი წელი, ცოტა რთული იყო ამის მიღწევა, მერე კი გამიადვილდა. 

– ამბობ, თავად უნდა მიაღებინო თავიო. ეს რთული არ არის? იღბალიც უნდა გწყალობდეს, ან მინიმუმ, საჭირო დროს, საჭირო ადგილას უნდა მოხვდე, რომ არ წასულიყავი საქართველოდან, როგორ ფიქრობ, დღეს დათო ხუჯაძე ვინ იქნებოდა?

– ბევრი უნდა იმუშაო, აკეთო და აკეთო საქმე, რომ საზოგადოებამ მიგიღოს და დაგაფასოს. იქიდან გამომდინარე კი, რაც ხდებოდა საქართველოში, რა სიტუაციაც იყო შოუ-ბიზნესში, საქართველოდან რუსეთში რომ არ წავსულიყავი, დღეს დათო ხუჯაძე იქნებოდა, ერთ-ერთი ყოფილი, ძველი მომღერალი. აი, ეს ვიქნებოდი.

– რა პროფესიის ხარ?

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ არა მგონია, არ პროფილით მემუშავა. სამედიცინოზეც ვსწავლობდი, მაგრამ თავი დავანებე. მე სიმღერა ავირჩიე პროფესიად და ამ გზას მყარად ვადგავარ. 

– დათო, ვიცი სოლო კონცერტს გეგმავ საქართველოში. ამისთვის როგორ ემზადები?

– საქართველოში 28 თებერვალს ვგეგმავ საქველმოქმედო კონცერტს, რომლის მთელი შემოსავალიც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაეცემათ. ორსაათიანი კონცერტი იქნება. თან, მინდა ჩამოვიყვანო ჩემი კუბელების ჯგუფი და რუსი მოცეკვავე გოგონები. მონაწილეობას მიიღებენ ასევე, ქართული ჯგუფი „გუფილენდი” და საბავშვო სტუდია „სახის” ბავშვები. მე და დათო ფორჩხიძე ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ იქ მოსულ მსმენელს. ლაღი და მხიარული კონცერტი იქნება.

– ესე იგი, მოსკოვიდან მოცეკვავეების და კუბური ჯგუფის, „დელკარიპეს” ჩამოყვანას გეგმავ?

– დიახ, მოსკოვიდან 15 ლამაზი, მოცეკვავე რუსი გოგონა ჩამოვა და ასევე, ის კუბელებისგან შემდგარი პაპსა-ჯგუფი „დელკარიპე”, რომლებთანაც მე ვთანამშრომლობ, ანუ, ჩემი ჯგუფია. რაც შეეხება ამ კუბელების ჯგუფს, საკმაოდ კარგი პროფესიონალები არიან. სულ ვხუმრობ, კომუნისტ კუბელებს თუ სპეციალური მუსიკალური განათლება არ აქვთ, თავიანთი ქვეყნიდან ვერ გამოიყვან-მეთქი (იცინის).

– აბა, შენ როგორ შეძელი მათი კომუნიზმიდან გამოყვანა?

– დიახ, მე ეს შევძელი. ჩემი მეგობარი მუშაობდა კუბაში, თბილისელია და მან შეკრიბა ეს ხალხი. მითხრა ერთობლივად ვიმუშაოთ, ძალიან მაგარი ხალხია, პროფესიონალურ დონეზე უკრავენო. ერთი წელი მართლაც საკმაოდ კარგად ვიმუშავეთ და ეს ცხრა კუბელი თებერვალში თბილისსაც ესტუმრება. ამ კონცერტით, ნამდვილად არ გვაქვს კომერციული დაინტერესება, ბილეთი მინიმალური ფასი ეღირება. შემოსული ფული  მთლიანად გადაერიცხება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. ვთვლი, რომ ყველა მუსიკოსმა მსგავსი კონცერტი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გააკეთოს. 

– სულ რაღაც ხუთი თვეა, რაც საბავშვო სტუდია „სახე” ჩამოყალიბდა და უკვე რამდენიმე კონცერტიც გამართეს ბავშვებმა. მას შენ ხელმძღვანელობ თუ გეხმარება ვინმე?

– საბავშვო სტუდია „სახე” მე და დათო ფორჩხიძემ შევქმენით. საკმაოდ ბევრი ბავშვი გვყავს, ორი კონცერტიც გავაკეთეთ. ჩვენი პრინციპია, ამ ბავშვებმა იმღერონ ცოცხლად. პირადად მე, სულ ცოცხლად ვმღერი. ასე რომ, ხშირად მიწევს საქართველოში ჩამოსვლა საქმეების გამო. ახლა სტამბულში მივდივარ, კონცერტია დაგეგმილი. მერე მოსკოვში უნდა წავიდე. სულ მიდი-მოდიში ვარ, თუმცა, მინდა, ძირითადად, საქართველოში ვიყო. მინდა, 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, სილამაზის ფესტივალი ჩავატარო, თავისი დიჯეებით და ჩვენებით. ვიმღერო სულ სხვა, კლუბური რეპერტუარი.

– ესე იგი, სიყვარულის დღეც საქართველოში გინდა გაატარო. დათო, რადგან ამ თემას შევეხეთ, არ შემიძლია, არ გკითხო, პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– პირად ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა! 

– ანუ, შეყვარებული ხარ?

– მე სულ და ყოველთვის შეყვარებული ვარ (იცინის). არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი, თუმცა გეტყვით, რომ ჩემს გვერდით საყვარელი ადამიანი არსებობს. ზოგადად, როცა გიყვარს, ყველაფერი კარგად გამოგდის. რომ გითხრა, შეყვარებული ჭკუიდან გადავდივარ-მეთქი, მოგატყუებ. ადამიანისთვის, უბრალოდ საჭიროა, იყო შეყვარებული. ეს მეტ სტიმულს გაძლევს ცხოვრებაში – უფრო აქტიური ხარ, შრომისუნარიანი, გიხარია ცხოვრება. იმასაც გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ. ირგვლივაც, ბევრი საყვარელი ადამიანი მყავს, რომლებიც თავიანთი სითბოთი და სიყვარულით, ნამდვილად მანებივრებენ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია, რომ მეტი ვაკეთო და მთლიანად დავიხარჯო მათთვის.

– დათო, ახალ წელს სად ხვდები?

– ახალ წელს ნამდვილად არ ვიცი, სად შევხვდები, ჯერ არ დამიგეგმავს. თუმცა, სიყვარულის დღეს რომ საქართველოში ვიქნები, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ეს ნამდვილად ვიცი. 

– დამეთანხმე, როცა სცენაზე დგახარ, ფორმაში უნდა იყო. ამისთვის როგორ ზრუნავ?

– სულ გადარბენები და რეპეტიციები მაქვს, ამიტომ სულ მოძრაობაში ვარ. არ ვაძლევ თავს უფლებას, ქეიფს გადავყვე. ვაკონტროლებ, რას ვჭამ და ვსვამ, ხანდახან დიეტებიც მოსულა (იცინის). 

скачать dle 11.3