კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მოსდიოდა სერიოზული კამათი ზურა მანჯავიძეს მეწყვილესთან და რა დროს იბმება მასა და მზია ორველაშვილს შორის ინტიმურ-სასიყვარულო, უხილავი ძაფები

მომღერალ ზურა მანჯავიძეს  პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობის მიღებაზე შემოთავაზება, მართალია, შარშანაც ჰქონდა, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, მაშინ მონაწილეობაზე უარი თქვა. თუმცა, წლევანდელ სეზონზე ძალიან მოინდომა და შედეგიც სახეზეა. ზურას, როგორც თავად ამბობს, ცეკვის გარეშე ვეღარ წარმოუდგენია ცხოვრება და, აღარც ის ფაქტი უქმნის დისკომფორტს, ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება რომ უწევს. მას ნამდვილად გაუმართლა, რომ მეწყვილედ მზია ორველაშვილი შემხვდა, რადგან, იმდენად შეეწყვნენ ერთმანეთს, რომ, უკვე სიტყვის გარეშეც ხვდებიან, როგორ დაიძვრინონ თავი ცეკვის დროს შექმნილი რთული სიტუაციიდან.

ზურა მანჯავიძე: ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი მთელი ხუთი წელი, სამეჯლისო ცეკვებთან კი არანაირი შეხება არ მქონია. სხვათა შორის, „ცეკვავენ ვარსკვლავებში” შარშან უნდა მიმეღო მონაწილეობა, და, თან მაშინაც მზია ორველაშვილი უნდა ყოფილიყო ჩემი მეწყვილე, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, უარის თქმა მომიწია, არადა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მეცეკვა. 

– ასეთი რა მიზეზი იყო?

– ცხვირის ძგიდის ოპერაცია გავიკეთე და ახალი გამოსული ვიყავი საავადმყოფოდან, ნოე სულაბერიძემ რომ დამირეკა. თავიდან დავთანხმდი, რამდენიმე რეპეტიციაც გავიარე, მაგრამ, ექიმთან კონსულტაციის მერე დავანებე თავი – არ შეიძლებოდა იმ პერიოდში ჩემი ცეკვა. ამიტომ, თიელმა ჩამანაცვლა, საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა – ფინალში მოხვდა და, არ დავმალავ, რომ მას ვგულშემატკივრობდი. წელს ვმონაწილეობ, მაგრამ, ცოტა შემეშინდა – ვფიქრობდი, რომ არ გამომივიდეს ცეკვა, რა ვქნა- მეთქი, მაგრამ, დავძლიე.

– როდის შეგეშინდა და როგორ დაძლიე ეს შიში?

– თავიდან, პირველივე რეპეტიციაზე შემეშინდა, მერე კი გადავლახე და ახლა მაგარ აზარტში ვარ (იცინის). თავიდან, თითქოს ყველაფერს ვასრულებდი, ვსწავლობდი, მაგრამ, დამახსოვრება მიჭირდა. ახლა კი, როცა პარკეტზე უნდა გავიდე, არც სხვა განზომილებაში ვხვდები და არც გონება მეთიშება, ყველაფერს კარგად ვხედავ, ვამჩნევ და, თან, ცეკვასაც ვახერხებ. პანიკური შიში ახლა არ მაქვს, თორემ, პირველ ტურში, სანამ სცენაზე გავიდოდი, ცუდად გავხდი, ისეთი შინაგანი ღელვა დამეწყო: გული  ამიჩქარდა, ხელ-ფეხი წამერთვა და ექიმის ფსიქოლოგიური ჩარევა დამჭირდა. მზიაც ჩემ გვერდით იყო და მამხნევებდა. 

– როგორი პარტნიორი ხარ მზია ორველაშვილისთვის და, თუ „მოსულა” რეპეტიციებზე პატარ-პატარა, პროფესიონალური ჩხუბები?

– მზია არაჩვეულებრივი პარტნიორი და ადამიანია, რეპეტიციებზე კი, პატარ-პატარა კი არა, დიდი ჩხუბებიც მომხდარა (იცინის). მზია ძალიან მომთხოვნია; მეუბნება, იმხელა პოტენციალს ვხედავ შენში, ამას რომ არ იყენებ, ვგიჟდებიო. ისე მთხოვს ყველაფრის გაკეთებას, როგორც პროფესიონალ მოცეკვავეს. თავიდან ამის გამო ვკამათობდით და ორჯერ სერიოზულადაც ვიჩხუბეთ. ეს ვარჯიშისა და რეპეტიციის თავმდები პროცესია, თუმცა, ახლა ნამდვილად აღარ ვჩხუბობთ; არც ისაა ბოღმა, არც მე და, ამიტომ, შემორიგებები არ გაგვჭირვებია, თან, უფრო დავიხვეწე და  ვუჯერებ (იცინის). ასეთი, ერთწუთიანი ჩხუბები უკვე სამი კვირაა, აღარ გვქონია. ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ.

– ყველაზე მეტად რომელი ცეკვა გაითავისე და, შენი აზრით, რომელი შეასრულე ყველაზე კარგად?

– მომეწონა ჩემი „ქვიქსტეტი”, „ფოქსტროტი” და „შალახო” – უი, მგონი, ყველა მომწონს! (იცინის) თუმცა, „შალახო” უფრო ჩემი იყო – შემოვიდგი ბოთლი თავზე და კომფორტულად ვიცეკვე. საერთოდ, ნებისმიერი ცეკვის შესრულების დროს, პასუხისმგებლობას ვგრძნობ როგორც მეწყვილის, ისე მაყურებლისა და ჟიურის მიმართ.

– ყველაზე მეტად როდის ღელავ: როცა ჟიური აფასებს შენს ცეკვას თუ – ქულების დაწერის მომენტში?

– ქულებზე მეტად შეფასებას ველოდები. ყველაზე საპასუხიმგებლო მომენტია, ჟიური როგორ შეაფასებს ჩემს შესრულებას. და, ზუსტად იმას მეუბნებიან, რაც მე თვითონვე არ მომწონს ხოლმე. აი, ყველაზე გულიანი საცეკვაო ესპანური იყო, რომლითაც კმაყოფილი არ ვარ – უფრო მეტი შემეძლო და ცოტა გული მწყდება. თუმცა, ჩვენს ნომერზე – 95 106, ეტყობა, ბევრმა დაამესიჯა და დღეს პროექტში ვართ მეც და ჩემი მშვენიერი მეწყვილე მზიაც (იცინის). მაგრამ, ყველაზე ამაღელვებელი ჩემთვის მაინც „ფოქსტროტი” იყო, რომელიც ჩემი დაღუპული მეგობრის ხსოვნას მივუძღვენი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი ცეკვის დროს. იმ მომენტში ჩემი მთავარი მისია იყო, არ ავტირებულიყავი და ეს განცდა მზიასაც არ გადასდებოდა. თუმცა, ისიც ზუსტად იმ განცდით ცეკვავდა, როგორითაც მე. 

– როდის ხვდები, რომ ისე ვერ იცეკვე, როგორც გინდოდა ან რაღაც ვერ გამოგივიდა – როცა ჟიური გაფასებს თუ ცეკვის მომენტშივე?

– ცეკვის დროსვე ვხვდები, რომ რაღაც არ გამომდის. აი, ესპანური ცეკვა რეპეტიციაზე კარგად გამომდიოდა, მაყურებლისა და ჟიურის წინაშე კი ისე არ გამომივიდა. ერთი კარგი თვისება მაქვს სიმღერაშიც და ცეკვაშიც: თუ შემეშალა, არ ვჩერდები, არ ვნერვიულობ და ვაგრძელებ; მზიაც ასეა – თუ მეშლება, არ იმჩნევს და განვაგრძობთ. ცეკვა ცხოვრებასავითაა – თუ რამე შეგეშალა, არ უნდა გაჩერდე, წაქცეული უნდა წამოდგე და გააგრძელო გზა, ანუ, უნდა „გამოძვრე”. რამდენჯერმე შემშლია ცეკვის დროს, მაგრამ, მე და მზია ისე „გამოვმძვრალვართ” სიტუაციიდან, რომ აუდიტორია ვერც კი მიმხვდარა, თუმცა, ჟიურის რას გამოაპარებ (იცინის)! სიმღერის დროსაც დამვიწყებია ტექსტი, მაგრამ, რაღაც სიტყვები ჩამიჩურთავს და „გამოვმძვრალვარ” (იცინის).

– ალბათ, დამეთანხმები, რომ ასეთი „ჩაჩურთვები” ცეკვაში ვერ გიშველის, მით უმეტეს – კონკურსზე, როცა ამდენი ადამიანი გადევნებს თვალს და ასეთი ძლიერი კონკურენტები გყავს.

– კი, გეთანხმები, კონკურსზე „ჩაჩურთვები” არ მოსულა, მაგრამ, არ უნდა დაიბნე, უნდა შეგეძლოს, თავი დაიძვრინო და მთავარი ესაა. ფანტაზია თუ გაქვს, რამეს მოიფიქრებ. სამეჯლისო ცეკვა ისეთი რამაა, თუ ცოტა ინტიმი, გრძნობა და უხილავი სასიყვარულო ძაფები არ გააბი პარტნიორთან, ისე ვერ იცეკვებ. 

– ასეთი ინტიმურ-სასიყვარულო ძაფები იბმება შენსა და მზიას შორის?

– პარკეტზე, ის სამი წუთი, როცა ვცეკვავთ, ასეთი ინტიმურ-სასიყვარულო უხილავი ძაფები ნამდვილად იბმება ჩვენს შორის – ეს აშკარაა და საჭიროც, თუმცა, მხოლოდ სამ წუთს კი არა, უფრო მეტხანსაც გრძელდება.

– მეტხანში რას გულისხმობ?

– რეპეტიციას – მაშინაც ხომ ვცეკვავთ?! (იცინის) ამ პროექტში თავიდანვე იმ შემართებით მივედი, რომ გავიმარჯვებდი. მერე, რეპეტიციების დროს, მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი კონკურსანტები მყავდა და ამას დაემატა ის, რომ ღირსეულად გამოვსულიყავი; ახლა კი, გამარჯვების ამბიცია მაქვს. 

– თუმცა, აუტსაიდერებში დგომა მაინც მოგიწია.

– გული კი დამწყდა აუტსაიდერი რომ გავხდი, მაგრამ, ეს პროექტია და ასეთი რამეც მოსულა. აი, რომ გავვარდე, მერე ძალიან ვინანებ და გული დამწყდება. „ცეკვავაენ ვარსკვლავები” ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მივეჩვიე ამ რიტმს, ფორმაში ჩავდექი – რვა კილო დავიკელი, ღიპი დავიგდე (იცინის). შარვლები გამიდიდდა და ამ პროექტის დამთავრებისთანავე მომიწევს გარდერობის განახლება, ანუ, „ცეკვავენ ვარსკვლავები” ხარჯიანიც აღმოჩნდა (იცინის); თან, „არტ პალასში” ვმუშაობ და იქაც შვებულება ავიღე.

– როგორ გგონია, რამდენ ხანს მოგიწევს შვებულებაში ყოფნა?

– „შვებულება გამოგდებამდე” (იცინის) – მართლა ასე გააფორმეს. ჩემი შვებულების ტიპური ფურცელი არ მოიძებნა და ასეთი ახალი სტილით გავაკეთეთ (იცინის). აი, სიმღერისთვის და თამადობისთვის კი დრო სულ მაქვს და არ მჭირდება შვებულება.

– ფოტოხელოვანი გიორგი ცაავა საოცრად ლამაზ ფოტოებს გიღებთ „ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეებს, რომლებსაც ჩვენც გვაწვდის. როდესაც ამ სურათებს უყურებ, რა განცდა გაქვს?

– ძალიან მომწონს გიორგის გადაღებული სურათები, მაგრამ, თავიდან რომ ვნახე, ბევრი ვიცინე.

– რა გაცინებდა?

– ცეკვის დროს ქუსლიან ფეხსაცმელს ვერ აღვიქვამ, მაგრამ, ფოტოზე რომ ვნახე ჩემი თავი გამოწკეპილი და ქუსლებზე „შემხტარი”, ბევრი ვიცინე, ახლა კი შევეჩვიე და მოვირგე კიდეც ქუსლიანი ფეხსაცმელი.

скачать dle 11.3