კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიიჩნევს მერსი სულხანიშვილი ქართველებს უგემოვნოებად და რის გამო უწევს მას მოსახლეობის ერთი პროცენტის შეფასება

სკანდალურმა ტელეწამყვანმა, მერსი სულხანიშვილმა, პროდიუსერის ასისტენტად გადაინაცვლა. მის ირგვლივ არაერთხელ ყოფილა მითქმა-მოთქმა. 22 წლის ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ გადაცემაში მკერდი  მოიშიშვლა. ის ამ ყოველივეს შემთხვევითობას უწოდებს და თავის ქმედებაში სკანდალურსაც ვერაფერს ხედავს.

– ამ სეზონზე, ტელეეკრანს მოვწყდი. დროებით,  წამყვანის ამპლუაში აღარ ვარ.  გია ჯაჯანიძის შოუში, პროდიუსერის ასისტენტი ვარ,  თუმცა ამ გადაცემის ფარგლებში ეკრანზეც მნახავთ. კამერასთან მუშაობა ჩემთვის რას ნიშნავს, ვერ ავხსნი. უბრალოდ, ეს ყოველივე ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, პარალელურად, საინტერესო სიუჟეტებს შევთავაზებ მაყურებელს. ერთი წლის უკან,  ვერ ვიფიქრებდი, რომ მუშაობა მომიწევდა ისეთ პროდიუსერთან, როგორიც მაიაა. ეს შემოთავაზება ჩემთვის მოულოდნელია და ახალი ეტაპია ჩემს  სატელევიზიო ცხოვრებაში. სულ მინდოდა, ძლიერ გუნდთან ერთად მემუშავა, ასე ვთქვათ და სურვილი ამიხდა. ბევრად საინტერესო ყოფილა კადრს მიღმა მუშაობა. 22 წლის ვარ, ამიტომ ახლა ძალიან ბევრი უნდა ვისწავლო ტელევიზიაში. საუკეთესო შანსია, ეს ჩემთვის. 

– ისეთი მონდომებული ხარ, ალბათ ამ განხრით, მაგისტრატურაში ჩაბარებასაც აპირებ.

– არა. იმიტომ, რომ ჩემთვის ტელევიზიასთან ერთად, მეორე მხარეს მოდის სფეროა. ორივე მინდა, დავაბალანსო. სავარაუდოდ, ბოლოს მაინც მოდის ჟურნალისტიკას ავირჩევ. არ დავზოგავ თავს ამ ორ სფეროში,  მართლა პროფესიონალი რომ ვიყო. 

– მოდის სფეროსთან ახლოს ხარ, ქართველების ჩაცმულობაზე რას ფიქრობ?

– ზოგადად, როდესაც მოდის სფეროზე ვსაუბრობ, არ მინდა ქართველებზე ლაპარაკი. იმიტომ რომ, მოსახლეობის ერთი პროცენტის შეფასება მიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები გემოვნებიან ხალხად ითვლებიან, მე ასე ვერ ვიტყოდი. ქვეყანას ამ ეტაპზე იმდენი პრობლემა აქვს, რომ ჩაცმისა და მოდისთვის, არ სცალია. ხალხს საშუალება არ აქვს, რომ წესიერად ჩაიცვას. 

– ანუ ქართველებს უგემოვნოებად მიიჩნევ?

– არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, დღევანდელობიდან გამომდინარე, გემოვნებიანი ადამიანი, საქართველოში ძალიან ცოტაა. ჩვენთან, ძირითადად ყველას ერთნაირად აცვია. ვიღაცას შეიძლება ეწყინოს, მაგრამ ეს რეალობაა. იშვიათია გოგონა, რომელსაც საკუთარი სტილი აქვს და  იცის, სად რა უნდა ჩაიცვას.

– საკუთარ სტილზე რას იტყვი? იმიჯს ხშიარად იცვლი...

–  ჩემი სფეროს ერთ-ერთი ნაწილია იმიჯის შეცვლა. ჩემი ყოველდღიური სტილი  ძალიან სადაა. რეჟიმიდან გამომდინარე, მაცვია თავისუფლად.  ქუსლებსაც არაჩვეულებრივად ვეგუები, მგრამ ხშირად არ ვიცვამ. 15 წლიდან ქუსლებზე ვდგავარ. დღეს მეცინება ამაზე. ახლა რომ ვიხსენებ, ეს იყო ჩემი ცხოვრების კოშმარი (იცინის). მაშინ ასეთი ტენდენცია იყო, რომ თუ სადმე მიდიოდი, ქუსლებზე უნდა ყოფილიყავი. 

– მერსი, შენი სკანდალური გამოსვლები თითქოსდა მიივიწყა საზოგადოებამ, როგორ ფიქრობ, რატომ?

– ეს იყო შემთხვევითობა, რომელიც კარგად შემომიბრუნდა. არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ და არც ჩემი ბრძნული აზრებით მოგაბეზრებთ თავს, არც ვინმეს კრიტიკასა და ლანძღვას დავიწყებ. ვისაც როგორ უნდა, ისე გაგიოს ჩემი ქმედებები. დღესაც ისეთი ვარ, როგორიც მკერდის მოშიშვლებამდე ვიყავი. შოუ-ბიზნესი ისეთი სფეროა, რომ სკანდალები უყვარს. ეს ფაქტი საზოგადოებამ აქცია სკანდალად, მე არ მიბიძგებია მათთვის.

– მკერდი ერთხელ არ მოგიშიშვლებია საჯაროდ და ყოველ ჯერზე ეს შემთხვევითობა იყო?

– არ ვგულისხმობ შოუებს, სადაც ეს დაფიქსირდა, ზოგადად ეს იყო შემთხვევითობა. ყველას აქვს მკერდი და სასქესო ორგანო. ვფიქრობ, ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს (იცინის). რომ მცოდნოდა ასე აშკარა ფორმები ჰქონდა ჩემს მკერდს, შეიძლება ეს არ გამეკეთებინა. ჩემი მკერდი უფრო პატარა და „დაპრტყელებული“  მეგონა.

– თუმცა, ამ  „შემთხვევითობით“ გაგიცნო ხალხმა ფართო მასშტაბით...

– შეიძლება, არ ვუარყობ. ჩემს სფეროში სკანდალი ყოველთვის საჭიროა. რომ მდომოდა სკანდალების გარეშე ცხოვრება, მაშინ სხვა პროფესიას ავირჩევდი. რადგანაც არჩევანი ეკრანზე გავაკეთე, მას უამრავი რამ სდევს თან, მათ შორის, მკერდის მოშიშვლებაც. თუ საქმეს სჭირდება, უნდა გააკეთო კიდეც. ჩემდა უნებურად გავეხვიე ამ ეგრეთ წოდებულ სკანდალში. საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ჩემი ნაბიჯი სკანდალური იყო.

– ანუ, იცოდი, რაც მოჰყვებოდა შენს ქმედებას?

– არა არ ვიცოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, არ გამეკეთებინა. თუმცა ცხადია, რომ გავეხვიე სკანდალში, რომელმაც, შეიძლება, ითქვას, პოპულარობა მომიტანა. არსებობს იაფფასიანი სკანდალი, რომელიც ჩემგან ძალიან შორსაა. იაფფასიანი მაქსიმუმ 15 წუთი ძლებს და ის, რაც ჩემს გარშემო „ატყდა,“ წლებია უკვე, მაგრამ დავიწყებას არ მიცემია. რაც გავაკეთე, ეს იყო შოუსთვის.

– შოუს გამო კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია?

– შოუს ხარისხს გააჩნია. თუ ეკრანი მომთხოვს, შემიძლია, გავიხადო კიდეც. მაგრამ, ეკრანი სრულ სიშიშვლეს არასდროს მომთხოვს. ამაში დარწმუნებული ვარ. მეორედ მკერდის მოშიშვლებასაც არავინ მომთხოვს. პროფესიონალები იგივეს არ იმეორებენ. მერსი სულხანიშვილს იგივეს ვერ მოსთხოვენ, ამაში დარწმუნებული ვარ. 

– გავიგე თხოვდები, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

–  იმდენჯერ გამათხოვეს და გამაცილეს სხვადასხვა ადამიანს, რომ რა ვიცი. არა, არ ვაპირებ ამ ეტაპზე ოჯახის შექმნას. ხან ვისი შეყვარებული ვიყავი და ხან ვისი. ამას თქვენ კი არა, მეც ვერ გავიგებ ბოლომდე (იცინის). 

– პირადში ხომ არ გაქვს სიახლე?

– პირადში ყველაფერი კარგად და იდეალურად მაქვს. მეტს არაფერს გეტყვით. არ უარვყოფ არაფერს, მაგრამ არც გიკონკრეტებთ ვინმეს.  სულ შეყვარებული ვარ. რა მნიშვნელობა აქვს, ვისთან ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, მთავარი ესაა ჩემთვის. გაიხაროს ყველამ ჩემი ბედნიერებით (იცინის).

– თაყვანისმცემლები ხშირად გიკეთებენ სიურპრიზებს?

– ზოგადად, თუ პიროვნება არ მიყვარს, არანაირ იმედს არ ვაძლევ. ძალიან პირდაპირი ვარ, ამიტომ მაშინვე ვეუბნები ჩემი დამოკიდებულების შესახებ. ვერ ვხვდები, ადამიანი რატომ უნდა დაავალდებულო, რომ რაღააცეები გაჩუქოს, მაშინ, როცა არ პასუხობ მის გრძნობას. ეს ყველაზე დამამცირებელია. ამიტომ, ჯობია, თავიდანვე ყველაფერი გარკვეული იყოს. არავინ მიმყავს იქამდე, რომ ჩემ გამო რაღაც გააკეთოს. ეს არ მჭირდება. იმ ადამიანისგან, რომლის მიმართაც არაფერს ვგრძნობ,  სიურპრიზს არ მივიღებ. ვფიქრობ, როცა რაღაცას იღებ, შენც ავტომატურად უნდა გასცე. ჩემსა და მათ შორის არსებობს ზღვარი, რომელსაც ვერავინ გადმოკვეთს. ჩემი პასუხი ყოველთვის ასეთია: მადლობა, სასიამოვნოა, ნახვამდის.

– საყვარელი მამაკაცის გამო რამე დაგითმია? 

– არასოდეს არაფერი და საერთოდ, ვფიქრობ, ქალი ყოველთვის თავის ადგილზე უნდა იდგეს. ზოგადად, არ ვარ რომანტიკოსი და ყველაფერს მარტივად ვეგუები. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, მაგრამ არასწორად გამოვხატავ. არ შემიძლია, ჩემი გრძნობების გამჟღავნება. ეს შეიძლება, ჩემი ნაკლია, ან – პირიქით. დღეს ერთი მყავდეს, ხვალ მეორე – ესეც არ ზის ჩემში. მოკლე ურთიერთობებიდან ცოტა სხვა სახელამდე მივდივართ. ამაზე არაფერს აღარ ვიტყვი, უბრალოდ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. 

– როგორი მამაკაცები მოგწონს?

– ასე ვერ გეტყვით, ზოგი შეიძლება, იყოს ქერა, ცისფერთვალება, ზოგიც პირიქით – შავგვრემანი. კრიტერიუმები არ მაქვს. შეიძლება, დავინახო და ძალიან მაგრად მომეწონოს, ასეთი მომენტიც ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის განათლებაა. ფიზიკურობას საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას. მთავარია ჩემთვის იყოს სიმპათიური და სხვა რას იტყვის, არ მანაღვლებს. 

скачать dle 11.3