ღორის სტეიკი
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ღორის რბილი ხორცი, 30 მილილიტრი ზეთი, 2 ცალი პომიდორი, 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 200 მილილიტრი თეთრი მშრალი ღვინო, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 4 კბილი ნიორი, 5 ჩაის კოვზი ძმარი, დარიჩინი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით, მწვანილი – მოსართავად.
მომზადების წესი: ტაფაზე კარგად გააცხელეთ ზეთი. სტეიკს ორივე მხრიდან წაუსვით მარილი და პილპილი (შეგიძლიათ, ხორცი წინასწარ ცოტა დაბეგვოთ) და შეწვით ორივე მხრიდან. შემდეგ დაასხით ღვინო და შუშეთ ხორცი ათი წუთის განმავლობაში. ტაფაში ჩაუმატეთ დაჭრილი და კანგაცლილი პომიდორი, ტომატ-პასტა და მოაყარეთ დარიჩინი. ხორცი შუშეთ დაბალ ცეცხლზე, თუ საჭირო გახდება, ცოტა გადადუღებული წყალიც მოასხით.
სანამ ხორცი იშუშება, მოამზადეთ სოუსი: ბლენდერში დააქუცმაცეთ ნიგოზი ნიორთან და ძმართან ერთად. როცა ხორცი მზად იქნება, ზემოდან მოასხით ნიგვზიანი სოუსი და კარგად ამოურიეთ და მორთეთ მწვანილით. უგემრიელესია.