სურნელოვანი სანთლები
ფორთოხალი, მიხაკი და სანთლები... ჯერ კარგად დაათვალიერეთ სურათები. ფორთოხალი ჯერ ორ ტოლ ნაწილად გაჭერით, შემდეგ კოვზის დახმარებით კანი დაუზიანებლად მოაშორეთ. შუაგულში ერთ ნახევარს ლამაზად ამოუჭერით ვარსკვლავი, სამკუთხედი ან გული. ნაპირებში ჩაურჭეთ მიხაკის მარცვლები ისე, როგორც სურათებზეა ნაჩვენები. ერთ ნახევარში, რომელიც მთლიანი დარჩა, დიდი სანთელი აანთეთ, მეორე ნახევარი დააფარეთ და სურნელოვანი სანთლები მზად არის.