კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემოდგომის საუკეთესო ხილი და ბოსტნეული

არ ვიცი, ვინ როგორ მოახერხეთ ზაფხულის განმავლობაში მრავალფეროვანი ხილის ათვისება და რამდენად მოამარაგეთ ორგანიზმი ზამთრის ცივი დღეებისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით, მაგრამ, თუ ამ მხრივ დიდად ვერ იყოჩაღეთ, ძალიანაც ნუ დადარდიანდებით – შემოდგომაზე ამ ყველაფრის გამოსწორების შესაძლებლობა გეძლევათ. გაიარეთ გარე მოვაჭრეებში და ნახავთ, თუ რამდენად დიდია სეზონური ხილის არჩევანი, ხოლო იმას, თუ რისთვისაა სასარგებლო თითოეული მათგანი, დღევანდელ სტატიაში მოგახსენებთ. 

შემოდგომის ვაშლი ხილის ნამცხვრისთვის საუკეთესო ინგრედიენტადაა მიჩნეული – ხრაშუნა ვაშლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით კი C ვიტამინით, რაც იმუნური სისტემის გაძლიერებასა და სიმსივნის რისკის შემცირებაში გვეხმარება. ამას გარდა, ვაშლი დიდი რაოდენობით პექტინს შეიცავს, რომელიც არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკაში. 

გოგრა, კვახი – როგორც გსურთ ისე მოიხსენიეთ, მაგრამ ეს ბოსტნეული თქვენი საშემოდგომო ნობათის აუცილებელ ნაწილად რომ უნდა აქციოთ, ეს დანამდვილებით ვიცი.  ის მდიდარია A ვიტამინით, რაც დადებითად აისახება ჩვენს მხედველობაზე, ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტეროლებს (ეს უკანასკნელი ცუდ ქოლესტერინს ამცირებს) და ბეტა-კაროტინს, რომელიც თავისუფალი რადიკალებისგან გვიცავს.

ლეღვი – ამ ხილის დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ – უფრო სწორად, ყოველთვის შორიდან ვუყურებდი იმის გამო, რომ მაღალკალორიულობით არის სახელგანთქმული. მაგრამ მას შემდეგ, რაც გავარკვიე, რომ ის ბლომად კალიუმს შეიცავს, უჯრედისის არაჩვეულებრივი წყაროა, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და დანაყრებითაც საკმაო დროით გვანაყრებს.

ყვავილოვანი კომბოსტო თავისი საკვები ღირებულებით მწვანე ფოთლებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ეს კომბოსტო ძალიან დიდი რაოდენობით  C და K ვიტამინებს, უჯრედისს და ფოლიუმის მჟავას შეიცავს – ფოლიუმის მჟავა ორსულობაგამოვლილი ქალებისთვის უკვე ნაცნობი უნდა იყოს, ყველამ ვიცით, რომ ეს მჟავა უმნიშვნელოვანესია ნაყოფის განვითარებისთვის. 

ასევე, მსხალი, რომელიც გარდა იმისა, რომ წვნიანი, არომატული და საოცრად სასიამოვნო მისართმევია (ჩემთვის ასეა, ყოველ  შემთხვევაში), ორგანიზმს საჭირო რაოდენობით უჯრედისს და C ვიტამინს აწვდის, აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს ცუდ ქოლესტერინს. გარდა ამისა, მსხალი შეიცავს სპილენძსა და ბორს, რომელიც ორგანიზმს კალციუმის შენარჩუნებაში ეხმარება.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში მიიღოთ 2 ლიტრი „ბაკურიანი“ იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ ლამაზად და წყლის ბალანსი ორგანზმში დაცული იყოს.

скачать dle 11.3