კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულის მხილველი გახდა ხალხი ეკლესიაში გევორქ პეტროსიანის მართლმადიდებლად მონათვლის დროს და როგორ აიღო მან პატრიარქისგან კურთხევა წიგნის დაწერაზე

გევორქ პეტროსიანმა „ნიჭიერში“ გამოსვლისთანავე აალაპარაკა მთელი საქართველო. მას არა მხოლოდ საოცარი ხმა აქვს, არამედ, ძალიან საინტერესო მოსაუბრეცაა, ისეთი, მოლოდინს რომ გადააჭარბა, თუმცა, ყველაფრის დაწერა, ჟურნალის ფორმატიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა.

გევორქ პეტროსიანი: აბანოთუბანში დავიბადე; გავიზარდე, აზერბაიჯანულ მეჩეთთან, ბოტანიკური ბაღის ჭიშკართან, სომხურ ოჯახში. მამაჩემი პროფესიონალი მძღოლია, მექანიკოსი. დედა დაიბადა და გაიზარდა ზემო ბეთლემში. უცხო ენების სპეციალისტია, ისიც სომეხია. მე კიდევ კარგა ხანს ვერ ვიქნები მომღერალი. დიდი ხმა მაქვს – ვაღიარებ; შეიძლება, იშვიათიც არის, მაგრამ, ამას გამოყენება სჭირდება. ჩემში მოტივაცია იყო ჩახშობილი და, მე, როგორც პიროვნება, ნელ-ნელა გადმოვდივარ  ამ კალაპოტიდან. ჩაკეტილ სექტაში ვიყავი წლების განმავლობაში და, შესაბამისად, ფსიქოლოგიური დარტყმა ძალიან დიდი იყო. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრების ათი წელი დავკარგე, მე ჩამომაშორეს ყველაფერს, დამაშორეს მიზანს, სამხვერპლოზე დავდე ჩემი ნიჭი, მომავალი; მომატყუეს, დამანგრიეს...

– სანამ იეღოველი გახდებოდით, მანამდე რომელი რელიგიის აღმსარებელი იყავით? 

– არ ვიყავი მორწმუნე, უფრო მეტიც – კერპთაყვანისმცემელი ვიყავი, მუსიკის იქით არაფერი მაინტერესებდა. როცა ადამიანი რაღაცაზეა მიჯაჭვული, ნებისმიერი რამ, რაც მას ბოჭავს და განდევნის მისგან ცოცხალ ღმერთს – ეს არის კერპი. ჩემს შემთხვევაში ეს იყო მუსიკა. „ოქროს შუალედი” არ მქონდა დაჭერილი და ეს იყო ჩემი დიდი პრობლემა, ისევე, როგორც ბევრი სხვა ადამიანის. ამას ახლა მართლმადიდებელი ადამიანის გადასახედიდან ვამბობ, თორემ, მანამდე ამას ვერ ვაცნობიერებდი. 

ჩვენთან, სომხებში, იცი, როგორ არის? არ აქვს მნიშვნელობა, დიდი განათლება გაქვს თუ არა, მთავარია, როგორ გაუძღვები შენს ოჯახს; რამდენად ხარ მზად; შენი ნიშა თუ გაქვს საზოგადოებაში, ფინანსური ბაზა თუ გაგაჩნია. არავინ გამოგატანს გოგოს ცოლად, თუ არ ხარ დამოუკიდებელი. მეც, ერთი გოგო მომწონდა და, ამის გათვალისწინებით, აღარ ჩავაბარე არსად, თუმცა, მანამდე დავამთავრე ტელევიზორების მონტაჟი, მაგრამ, სამსახური ვერ ვიშოვე, რადგან, ცუდი პერიოდი დაემთხვა. მამამ მითხრა, მე დაგასაქმებო: პურის მოედანზე სარდაფი იყო და იქ გავხდი ვულკანიზატორი. ქალაქში „პიპკას“ არავინ აკეთებდა და ჩემთან მოდიოდნენ სხვადასხვა რაიონიდან, მუშაობა მქონდა. ოჯახი ვერ შევქმენი – ჩემი ხმა აღმოვაჩინე და სხვა ამბიცია გამიჩნდა. შესვენების დროს რადიოს ვუსმენდი, სარდაფში კარგი აკუსტიკა მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს, პავაროტი მღეროდა და ძალიან მომეწონა. გავიფიქრე: მეც მინდა ასე ვიმღერო-მეთქი და მივბაძე. ამ დროს შემოვიდა ცალფეხა ბორია, ვულკანიზაციის მეპატრონე და მკითხა, ვინ მღეროდაო. მე ვმღეროდი-მეთქი. მეუბნება: ხვალ აღარ დაგინახო აქ, სხვა გზით უნდა იარო. შენ რომ სცენაზე გახვიდე და მერე ისევ სარდაფში ჩახვიდე, ძალიან დაითრგუნები, მეტამორფოზას ვეღარ გადაიტან, ერთ-ერთი ნიშა უნდა დაიკავოო. მოკლედ, სანზონაში მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. შემდეგ კონსერვატორიაში მინდოდა ჩაბარება და ათიანები მივიღე, მხოლოდ მუსიკალური კოლოკვიუმი ვერ ჩავაბარე – ქართულ ხალხურ სიმღერებს ვგულისხმობ. ვერ ჩავაბარებდი, რადგან, სომხურ ოჯახში გავიზარდე და ბაზა არ მქონია. მერე ვეზიარე ქართულ გენს, პეწსა და სილამაზეს და, უკვე არ შემიძლია, ქართული მენტალობის გარეშე ვიცხოვრო. შემდეგ კონსერვატორიაში პედაგოგთან მივედი, რომელმაც მითხრა: იმდენად ძლიერი ხმა გაქვს, უფლება არ მაქვს, აგიყვანო, რადგან, შენ მეტი ყურადღება გჭირდებაო. ამიტომ, სხვა პედაგოგთან გამიშვა –  შავი სამუშაო იქ გააკეთე და მერე „შალაშინზე” ჩემთან მოდიო. ვინც შავ სამუშაოს ასრულებს, ხოტბა მას უნდა შეასხა, ამიტომ, დავრჩი და დავრჩი მასთან. 22 წლის ვიყავი, როდესაც პირველ კურსზე ჩავაბარე, წარმატებულად, ათიანებზე. 

ჯერ კიდევ სასწავლებლის მოსწავლე რომ ვიყავი, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში საანგარიშო კონცერტი გვქონდა. ჩემზე ასეთი რამ გავრცელდა: ახალგამოჩეკილი ტენორია, რომლის ხმა მარიო ლანცას ხმას წააგავსო. გულბათ ტორაძემ მითხრა: შენ არ ხარ მარიო ლანცა, შენ ხარ ახალი გიორგიო – ეს ჩემთვის საუკეთესო შეფასება იყო. სიმღერიდან პირველი შემოსავალი საკმაოდ დიდი იყო – დაახლოებით ერთი მანქანის ფული მაჩუქეს. ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა კონცერტი, რომელიც ეძღვნებოდა ებრაელების 26-საუკუნოვან ცხოვრებას საქართველოში. უბნელებმა თქვეს, გიორგი ამღერეთო. ცნობილი მეცენატი იყო – ვოლფგანგ ფრიკე და მან იკითხა, ვინ არის ეს გიორგიო. მამღერეს და რამდენიმე თვეში დამირეკა: 2000 წელს ჩვენთან, გერმანიაში შეხვდი, ფულს გამოგიგზავნი და ჩამოდიო. სამ დღეში საბუთები მზად მქონდა და 2000 წელს გერმანიაში შევხვდი – ეს იყო ჩემი პირველი გასტროლი. 

– კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუსიკალური კარიერის გაგრძელება არ გიცდიათ? 

– ვერ შევძელი. ბაკალავრი რომ დავამთავრე, სოტკილავამ უმაღლესი ქულა დამიწერა, ხელიც კი ჩამომართვა: არ ველოდი, ასეთ ხმას თუ მოვისმენდიო. მაგისტრატურისთვის ძალიან კარგი ნაწარმოებები მოვამზადე, მაგრამ, გამოცდაზე დაბალი შეფასება მივიღე – 3 პლუსით. იმ პედაგოგს, რომელთანაც „გასაშალაშინებლად” უნდა მევლო, არ მოეწონა, სხვასთან რომ დავრჩი და, საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მათი ქიშპობის მსხვერპლი გავხდი. ჩემმა სულმა ეს ვერ გადაიტანა – ვეღარ ჩავაბარე, მოტივაცია აღარ მქონდა. დეპრესია დამემართა: ხალხი მიცნობს, „ბეზ პიატ მინუტ“ კარუზო უნდა ვყოფილიყავი და, როგორ წავიდე ვულკანიზაციაში-მეთქი. ამ დროს ჩემთან ბიცოლა მოვიდა, რომელმაც დამიწყო ჩემი მდგომარეობის ახსნა და მოკლედ გამაცნო „იეღოვას მოწმეების” დოქტრინები. ამ გადასახედიდან მათმა მლიქვნელურმა, იმ დროს კი გულწრფელმა ღიმილმა, მიმიზიდა. ყველა მიღიმოდა, ყველას ესმოდა ჩემი; არავინ მეკითხებოდა, რა ნოტს ვიღებდი, არავის აინტერესებდა ჩემი განათლება, მხოლოდ აინტერესებდათ, კარგად ჩავღრმავებოდი ბრუკლინის დოქტრინებს. რაც უფრო ვუღმრავდებოდი, მით უფრო ფართოვდებოდა მათი ღიმილი და მიმიღეს თავიანთ საზოგადოებაში, გავხდი „მაუწყებელი” – ეს იყო ერთ-ერთი ეტაპი მონათვლამდე, შემდეგ მოვინათლე. მანამდე კი იქ გავიცანი გოგონა, რომელიც ჩემი მეუღლე გახდა. ცოტა ხანს რესტორანში ვმღეროდი და ხუცესებმა მითხრეს: არ გინდა, დეკანოსი ან ეპისკოპოსი გახდეო? რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს-მეთქი. მაშინ, აღარ იმღერო რესტორანში, გახდი მეწაღე. ლამაზად, კარგად მღერი, მაგრამ, შენი მუსიკის დროს მათ შეუძლიათ, უღირსი გააკეთონ, შენ ამას ვერ გააკონტროლებ და, ავტომატურად, თანამონაწილე ხდებიო. დავუჯერე და წამოვედი რესტორნიდან. რა უნდა მეკეთებინა? ცოტა დანაზოგი მქონდა, მამამაც მაჩუქა ფული, ვიყიდე მანქანა და დავიწყე ტაქსაობა. იეღოვას სექტაშიც დამაწინაურეს – დეკანოსი გავხდი, საჯარო მოხსენებებს ვკითხულობდი. 

– როდის მოინათლეთ მართლმადიდებლად?

– მეორე წელს უკვე დამებადა ბევრი კითხვა, რაზეც ვერ მცემდნენ პასუხს. დავიწყე დამოუკიდებლად ქექვა და გზადაგზა ბევრი რამ აღმოვაჩინე. ამას, ძირითადად, გვიან ვაკეთებდი, როცა მეუღლეს ეძინა. ბოლო ორი წელი აღარც ვქადაგებდი... ჩემს მიგნებებზე წიგნსაც ვწერ, რომელსაც ერქმევა „იეღოვას მოწმეების ნაპრალები“; პატრიარქმაც იცის, მომცა კუთხევა: საერო საქმეს აკეთებ, ამხილეო. ექვსი თვის წინ მოვინათლე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, მამა გურამთან (გურამიშვილთან). საოცრება მოხდა: ნათლობის დროს, ჩემდაუნებურად, „უფალო შეგვიწყალეს“ გალობა დავიწყე და მთელი გუმბათი ჩემი ხმით აივსო. ხალხი საოცრების მხილველი გახდა – სულიწმიდა რომ ჩამოვიდა. მეუღლე ჩემგან ხუთი თვის წინ წავიდა. ჩემი გოგონა 7 წლის არის და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. „ნიჭიერში“ მეუღლემ ნახა ჩემი გამოსვლა; თან, სომხეთის არხზეც გავიდა, სომხური რადიოდანაც იყვნენ და ხვალ ტელევიზიიდან მოდიან. ცოლს ვუთხარი: თუ გინდა, საჯაროდ შევწყვიტო იეღოველების მხილება, ერთად ვიცხოვროთ და მერე ვნახოთ, ვინ არის მართალი; მთავარია, შენ ჩემი სიყვარული დაინახო-მეთქი. ვიფიქრებო, – პირველად მითხრა ამ ექვსი თვის განმავლობაში. ათი წუთით მომეცა საშუალება, მათ ცდომილებებზე გამემახვილებინა მისი ყურადღება და, მითხრა, გამოვიკვლევო, რაც უკვე დიდი პროგრესია.

скачать dle 11.3