ანეგდოტები
ვაშლი – ვიტამინებია, ვიტამინები – კუნთებია, კუნთები – ძალაა, ძალა – ფულია, ფული – სექსია, სექსი – შიდსია... გინდა ვაშლი?
***
სასაფლაო ერთადერთი ადგილია, სადაც მთვრალი კაცის დანახვა ნაკლებად შეგაშინებს, ვიდრე პატარა, ბაფთიანი გოგონასი...
***
– რატომ აღარ რეკავ, აღარ გიყვარვარ?
– არა, აღარ ვსვამ...
***
ცოლი დივანზე მიწოლილ ქმარს დაადგა თავზე?
– ზურ... იცი, ტრუსიკი არ მაცვია...
– კარგი ჰო, დავიწყებ მუშაობას და ყველაფერს გიყიდი...
***
ცოლი ქმარს მაღაზიაში აგზავნის:
– პური ამოიტანე, კვერცხი თუ იყოს, ათი წამოიღე...
ჩავიდა კაცი მაღაზიაში.
– პური მომეცით... კვერცხი გაქვთ?
– კი.
– მაშინ, ათი პური...
***
– კი მაგრამ, რა შეატყვე ამფერი ცოლს, რო ეჭვიანობ..
– მაგფერი არაფერი, მარა შვილები რაღაც ნამეტანი ლამაზები და ჭკვიანები გვყავს...
***
თუ აიღებ იპოთეკით ერთ მილიონს, მთელი ცხოვრება უნდა იხადო... და თუ მოიპარავ, ციხეში მხოლოდ შვიდი წელი იჯდები... – ეს ფიქრი მოსვენებას არ მაძლევს.
***
– ქალბატონო, როგორ ფიქრობთ, უცნობ მამაკაცს დათანხმდებით სექსზე?
– არა!
– მაშინ, იძულებული ვარ, წარმოგიდგეთ – გელა.
***
პატრული ღამის მორიგეობის დროს.
– გოგონა, თქვენი საბუთები.
– აიღეთ...
– რაზე მუშაობთ.
– Night Butterfly...
– ვერ გავიგე?
– რა გგონიათ, რომ მარტო თქვენ გადაგარქვეს სახელი?
***
– ცოლს რატომ ეყრები?
– წარმოგიდგენია, მთელი ღამე არ მოსულა სახლში, დილით კი მითხრა დაქალთან დავრჩიო.
– მერე რა?
– იტყუება, მაგ კახპა... მის დაქალთან იმ ღამეს მე ვიყავი...