ბრძნული აზრები
დოსტოევსკი: ერთმანეთი რომ გიყვარდეთ, უნდა ებრძოლოთ საკუთარ თავს.
დარვინი: ნურასდროს დაუმეგობრდები იმ კაცს, რომელიც შენი პატივისცემის ღირსად არ მიგაჩნია.
საადი: არ ჰკითხო შენს ნაკლოვანებებზე მეგობრებს – გაჩუმდებიან და არ გიპასუხებენ. უკეთესია, გაიგე, რას ამბობენ შენ შესახებ შენი მტრები.
ლესინგი: ყველაზე ნაკლები მადლი ცხოვრებაში – ქონებაა, ყველაზე დიდი – ცოდნა.
სენეკა: პირველი მიზეზი უბედურებისა ისაა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მადლიერების სათანადოდ გადახდა.
ვინკელმანი: სიტყვის ხელოვნებაში ბევრის თქმა კი არ არის ძნელი, არამედ ცოტას თქმა.
რენანი: კარგად ლაპარაკი ხმამაღლა კარგად ფიქრს ნიშნავს.
ფრანკლინი: სიმდიდრე, რაც მთავარია, დამოკიდებულია ორ რამეზე: შრომისმოყვარეობასა და ზომიერებაზე. სხვანაირად შეიძლება ითქვას: ნუ დაკარგავ ნურც დროს და ნურც ფულს, გამოიყენე ის საუკეთესო ვარიანტით.
ბიორკი: თუკი ჩვენ ვფლობთ სიმდიდრეს, თავისუფლები და მდიდრები ვართ; თუ სიმდიდრე გვფლობს ჩვენ, ჩვენზე ღარიბი არავინაა.
ვიტგენშტეინი: ნუ მოითხოვ ძალზე ბევრს და ნუ გეშინია იმის, რომ შენი სამართლიანი მოთხოვნები არაფერს მოგიტანს.
დელაკრუა: მუდმივად და მკაცრად შესრულებული რომელიმე საქმე აწესრიგებს დანარჩენ ყველაფერს ცხოვრებაში და ყველაფერი ამის ირგვლივ ტრიალებს.
ლომონოსოვი: ვისაც ცოტა არ შეუძლია, ის ვერც ბევრს გააკეთებს.
გერცენი: ცარიელი პასუხები კლავენ სამართლიან კითხვებს და გონებას საქმის ძირითადი არსიდან წყვეტენ.
ლაროშფუკო: წარმოუდგენელი სიამოვნებაა, როდესაც საკუთარ თავზე ვსაუბრობთ; თუმცა, ეჭვი იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ჩვენი მოსაუბრეები იმავე აზრს არ იზიარებენ, არ უნდა გვტოვებდეს.
ჩეხოვი: ალბათ, როცა შეყვარებულები ვართ, ეს არის ადამიანის ნორმალური მდგომარეობა – შეყვარებულობა მიგვითითებს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი.
შვებელი: ბიოლოგიური სილამაზე პასიური თავდაცვაა.
ეშენბახი: ცოტა ცოდნა არ სჭირდება იმას, სხვებთან შენი არცოდნა რომ დამალო.
სტენდალი: ქალთან საუბარი ხშირად მეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მეცნიერთან.