რა მოხდა ამ დღეს
24 ნოემბერი
1859 – გამოქვეყნდა ჩარლზ დარვინის ნაშრომი „სახეობათა წარმოშობა“.
1874 – ამერიკელმა ჟოზეფ გლოდენმა მიიღო პატენტი მავთულხლართებიან ღობეზე.
1963 – ჯეკ რუბიმ სასიკვდილოდ დაჭრა კენედის მკვლელი – ლი ჰარვი ოსვალდი.
1991 – შიდსით გარდაიცვალა ფრედი მერკური.
25 ნოემბერი
1869 – ალფრედ ნობელმა დააპატენტა თავისი გამოგონება – დინამიტი.
1992 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „პირადი მცველი“. მთავარ როლებში: უიტნი ჰიუსტონი და კევინ კოსტნერი.
26 ნოემბერი
1832 – ნიუ-იორკში მოძრაობა დაიწყო მსოფლიოში პირველმა ცხენებშებმულმა ტრამვაიმ – კონკამ.
1885 – პრაღაში პირველად გადაუღეს ფოტოსურათი ვარდნილ მეტეორიტს.
27 ნოემბერი
1095 – კლერმონის საეკლესიო კრებაზე, რომის პაპმა ურბან მეორემ ქრისტიანულ სამყაროს მოუწოდა, გაელაშქრათ მუსლიმანთაგან იერუსალიმის გასათავისუფლებლად. ასე დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობების ხანა.
1895 – ალფრედ ნობელმა დაწერა ანდერძი, სადაც თავისი ქონების დიდი ნაწილი გამოყო მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა დასაჯილდოებლად. დღეს ამ ჯილდოს „ნობელის პრემია” ეწოდება.
1971 – კოსმოსური აპარატი „მარსის 2“ გახდა დედამიწიდან გაგზავნილი პირველი სხეული, რომელიც მარსის ზედაპირს შეეხო.
28 ნოემბერი
1414 – კონსტანცის საეკლესიო კრებაზე დააპატიმრეს იან ჰუსი.
1574 – დაარსდა ქალაქი უფა (რუსეთი).
1895 – ნიუ-იორკში შედგა პირველი ავტორბოლა ამერიკის კონტინენტზე.
1919 – ლედი ასტორი გახდა პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს ინგლისის პარლამენტში.
1943 – თეირანში შედგა სამი ლიდერის – სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის შეხვედრა.
1974 – ჯონ ლენონის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე.
29 ნოემბერი
1922 – შეიქმნა ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქი.
1929 – ამერიკელმა პილოტმა რიჩარდ ბერდმა პირველმა გადაუფრინა სამხრეთ პოლუსს.
30 ნოემბერი
1922 – სარა ბერნარის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე – 78 წლის ასაკში.
1936 – დიდმა ხანძარმა გაანადგურა ლონდონის უნიკალური „ბროლის სასახლე“.
1939 – დაიწყო ფინეთის ომი.