კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

რისკის გარეშე

 

ცხოვრება რთულია. ზოგჯერ აუცილებელია, წახვიდე რისკზე და გადადგა გაბედული ნაბიჯი. ქალსაც მოეთხოვება გონივრული რისკიდან უკან არდახევა. შეიძლება, ცხოვრება ურისკოდ მშვიდია, მაგრამ, უინტერესო... თუმცა, არის მომენტები, როცა რისკი გაუმართლებელია, მით უმეტეს, როცა ვერ ვხვდებით, როდის მივდივართ ამ რისკზე.

მაგალითად, რისკია, როცა ცდილობ, ცხვირი ჩაყო სხვის პირად ცხოვრებაში, გაქექო და სააშარაოზე გამოიტანო ის, რაც სხვისი საკუთრებაა; რისკია სურვილი და მცდელობა ადამიანებით მანიპულირებისა, მით უმეტეს, როცა ეს კარგად არ გამოგდით და ისინი ხვდებიან თქვენს სურვილს. ადამიანით მანიპულირება რომ შეძლო, თანაც შეუმჩნევლად, ძალიან კარგი ფსიქოლოგი უნდა იყო, კარგად უნდა გრძნობდე ადამიანის ინდივიდუალურ ხასიათს და ბოლომდე გესმოდეს მისი. გააკეთეთ კონცენტრირება საკუთარ ცხოვრებაზე – ეს რისკის გარეშეა. „იმოძრავეთ“ პირად სივრცეში და ნუ შეაწუხებთ სხვას. ლოგიკა ყველაფერში საჭიროა, განსაკუთრებით – ულოგიკო ყოველდღიურობაში. რისკით ცხოვრება საინტერესოა, მაგრამ საშიშია თავისი არაპროგნოზებულობით. ისწავლეთ გულწრფელობა. ნუ იქნებით ხელოვნური და ნუ დაუწყებთ ხიფათს ძებნას იქ, სადაც ისედაც დიდია მისი არსებობის ალბათობა.

რისკის გარეშე არ არსებობს არანაირი ურთიერთობა, მაგრამ რისკს გამართლება უნდა ჰქონდეს – იფიქრეთ ამაზე, სანამ არჩევანს რისკიან ნაბიჯსა და რისკის გარეშე ცხოვრებას შორის გააკეთებთ.

 

სიყვარულით დამპყრობელი

 

ქალის გარეშე სიყვარული წარმოუდგენელია. გავიხსენოთ, რა ერქვა სიყვარულის ქალღმერთს? – აფროდიტე. როგორი უნდა იყოს დღეს თანამედროვე აფროდიტე, რომ მან ადვილად მოინადიროს მამაკაცების გული?

მოთხოვნების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. თანამედროვე მამაკაცები ძალიან კაპრიზულები და ჭირვეულები გახდნენ. კაცს უნდა, მისი პარტნიორი იყოს კარგი მოსაბურე და ესმოდეს მამაკაცური „მძიმე“ იუმორი. ამ ყველაფერთან ერთად, კაცს ქალში მოსწონს მისი ბუნებრივი სექსუალურობა, უნარი – მოხიბლოს და მოაჯადოვოს მამაკაცი. ქალს სთხოვენ, ასევე, მეგობრულობას, ემოციურობასა და გაწონასწორებულობასაც კი. ერთი სიტყვით, იყო მამაკაცის მოსაწონი და სასურველი ქალი, ძალიან რთულია. მუდმივად თვითკონტროლი ყველასთვის მარტივად შესასრულებელი არ არის. არ აჰყვე იმპულსებს და დარჩე მშვიდი მაშინაც კი, როცა შენში ვნებები ღელავს და ბობოქრობს, მხოლოდ საკუთარ თავზე ხანგრძლივად მუშაობით მიიღწევა... დიახ, უნდა იყოთ დამპყრობელი, მაგრამ, მხოლოდ სითბოთი და სიყვარულით, მოთმინებითა და ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ „მსხვერპლი“ ვერც მიხვდეს თავის მდგომარეობას. იყავით თავისუფალი ინტრიგებისგან – შინაგანი თავისუფლება საშუალებას მოგცემთ, „მოერგოთ“ იმ ფორმულას, რომელიც ყველა მამაკაცისთვის სასურველს გაგხდით.

თვითკონტროლი იმის საშუალებასაც მოგცემთ, თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სიურპრიზები. გახსოვდეთ: შეიძლება, თქვენ დამპყრობელი ხართ, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით...

 

თავისუფლებისმოყვარე ქალღმერთი

 

თავისუფლებისმოყვარე ქალებს ძალიან უჭირთ, იპოვონ ცხოვრების ისეთი თანამგზავრი, რომლის გვერდით კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობენ თავს. მოსწონთ „თამაში“ სხვის ტერიტორიაზე – ეს მათ ხასიათში დევს. მიაჩნიათ, რომ ასე გაცილებით საინტერესოა. ისინი ვერაფრით ვერ იქნებიან ფისოებივით ნაზები და მოკრუტუნეები. მათი მიზნები ემსახურება პირად წინსვლასა და წარმატებას, თანაც, ისინი ირჩევენ სწორხაზოვან, პირდაპირ კურსს, რაც მათ ურთიერთობას ურთულებს პარტნიორთან.

ამ კატეგორიის ქალების ბედნიერების რეცეპტი ასეთია: უპირველესად, უნდა ჰქონდეთ წარმატებული კარიერა და არად დაგიდევენ სხვა ადამიანების აზრს; სჭირდებათ ჭკვიანი, ბრძენი, კეთილგონიერი და მშვიდი მამაკაცი. ის გამოცდილიც უნდა იყოს, რომ დაიპყროს თავისუფლებისმოყვარე ქალის გონება და არა გული, რადგან ის გონებით იღებს გადაწყვეტილებას. კაცს უნდა ეყოს იუმორიც, მოთმინებაც და წინდახედულებაც, სხვა შემთხვევაში, ის მასთან არ იქნება. ყველაზე მთავარი კი ინტელექტი და ტაქტია – სწორედ ამ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს ანიჭებს თავისუფალი, წარმატებული ქალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას... და, ნუ ელით მისგან მძაფრ ემოციებს – თავის გრძნობას ის არასდროს გახდის თვალსაჩინოს.

 

სიბრძნე სისუსტისა...

 

ქალი საკმაოდ ჭკვიანი, ბრძენი და, რაც მთავარია, მიწიერი არსებაა. ქალი რომ არ გაჩენილიყო, არავინ უწყის, როგორ წარიმართებოდა მამაკაცის ცხოვრება. ის ან კოსმოსში იფრენდა, ან საერთოდ არ გამოვიდოდა გამოქვაბულიდან. ქალი, სჯერათ თუ არა ეს პატივცემულ მამაკაცებს, პრაქტიკულია და ანგარიშიანი (ამ სიტყვის კარგი გაგებით). როცა სჭირდება, გრძნობისა და ემოციის კონტროლიც შეუძლია... თუ ზოგჯერ ქალების მიმართ ისმის ისეთი ეპითეტები, როგორიც არის „ანჩხლი“, „საბედისწერო ქალი“, „პრეტენზიული თოჯინა“, „უჭკუო“ – ეს იმას ნიშნავს, რომ კაცები ჯერ კიდევ ძალიან ცუდად იცნობენ ქალებს. ხდება ისე, რომ რომანტიკას კლავს ყოველდღიურობა და ქალი იძულებულია, აღარ იყოს სუსტი. არადა, სისუსტე, თუნდაც გამოგონილი და ხელოვნური, ძალიან საჭიროა. მამაკაცებს მოსწონთ, როცა „სუსტის“ ფონზე ძლიერები ჩანან. ქალური სიბრძნეც ის არის, რომ საჭირო მომენტში საჭირო დოზით გამოავლინოს ეს სისუსტე. მიეცით თავისუფლება ემოციებს მაშინ, როცა ამის აუცილებლობაში იქნებით დარწმუნებული. სიამაყე მთავარია, მაგრამ, ის არ უნდა გადაიქცეს უაზრო ატრიბუტად. დააკვირდით, ზოგიერთი ქალი როგორ ოსტატურად იყენებს სისუსტეს, როგორც იარაღს, თუმცა, ამას ერთეულები ახერხებენ. თუ ეს არ შეგიძლიათ, ის მაინც შეძელით, იყოთ სუსტი და ბრძენი მაშინ, როცა კაცი თქვენგან ამას ელის.

 

ცხოვრება ცხოვრებისთვის

 

ყოველთვის შეეცადეთ, იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით და არა სხვა ადამიანების ზეგავლენით, რადგან, შეიძლება, ისინი ცდებოდნენ – იფიქრეთ ამაზე. სრული უფლება გაქვთ, აკეთოთ ის, რაც მართლა გინდათ, რომ აკეთოთ. პრობლემას ამით არავის შეუქმნით, თუკი თქვენი ჰობი თუ საქმიანობა გარშემო მყოფების ინტერესებს არ შეავიწროვებს. ვინც არ იცის, როგორია ცხოვრება ცხოვრებისთვის, ის ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერ განიცდის სიხარულს ერთი მშვენიერი დღით. ქალს შეუძლია, მაშინაც კი, როცა მარტოა, მოძებნოს საინტერესო საქმე და გაიმრავალფეროვნოს ნაცრისფერი ყოველდღიურობა. ამით ის იმაღლებს თვითშეფასების კრიტერიუმს, რაც აუცილებელია  მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, თუ ქალმა იცის, რა არის ცხოვრება ცხოვრებისთვის და ახერხებს, ასე იცხოვროს, მაშინ მის გვერდით ყოფნა ნებისმიერ მამაკაცს აინტერესებს.

არასოდეს იტვირთოთ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა და არ აიღოთ საკუთარ თავზე იმაზე მეტი საქმე, ვიდრე გევალებათ ან ითხოვენ თქვენგან. ისწავლეთ, რაღაც-რაღაცეებს ყურადღება არ მიაქციოთ, რომ მერე არ იწუწუნოთ; და კიდევ: ნუ ეცდებით თქვენი საყვარელი ადამიანის გადაკეთებას, აღზრდასა და გაწვრთნას, მით უფრო – ძალისმიერი მეთოდებით. შეიძლება, მამაკაცი  მართლაც ბავშვია, მაგრამ მას საშინლად არ მოსწონს, როცა უზნეო ბავშვივით ექცევიან. როგორი სუსტი და რბილი ხასიათიც არ უნდა ჰქონდეს, მას მაინც უნდა, აღიაროს ქალმა მისი, როგორც პარტნიორის უპირატესობა და აცადოს, იცხოვროს ცხოვრებისთვის...

скачать dle 11.3