კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოჭრა თავი მონტესუმა მეორემ თავისი შვილების ყველა აღმზრდელს, ასევე თავის ცოლებისა და ხარჭების ყველა მსახურსა და კომპანიონ ქალს

არანაკლებ კეთილისმყოფელ ღმერთად იყო მიჩნეული ბავშვთა შობის განმგებელი ღვთაება – სიუაკოატლი, იგივე ტონატცინი („ჩვენი დედა“). ის იყო ბებიაქალების მფარველი და ახალგაზრდა ქალის სახით გამოსახავდნენ, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა. ამ ღვთაებისადმი, მექსიკის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მსხვერპლშეწირვა იქნა ჩატარებული. ეს საშინელი რიტუალი იმპერიის ბოლო მმართველმა, მონტესუმა მეორემ აღასრულა.

საერთოდ, მონტესუმა აცტეკებში ბრძენ, ღირსეულ და კეთილისმყოფელ პიროვნებად მიიჩნეოდა. ის დიდ ყურადღებას აქცევდა რელიგიას და ასტრონომიას, ცნობილი იყო თავისი მოკრძალებულობით. მან დიდი შრომა გასწია ეფექტური სახელმწიფო აპარატის შესაქმნელად. თავისი ინაუგურაციის შემდეგ კი, ბრძანა, ყველა სახელმწიფო მოხელისა და მსახურის, მათ შორის, შიკრიკების დახოცვა ეს იმით ახსნა, რომ ძველ აპარატში „დაბალი წარმომავლობის“ და „გაუნათლებელი“ ადამიანები მსახურებდნენ. მონტესუმას კი სურდა, მმართველ სტრუქტურებში „კეთილშობილი ადამიანები“ ეხილა. სახელმწიფო აპარატის განახლების შემდეგ, მონტესუმა მათ შემოწმებას ატარებდა, თუ როგორი გულმოდგინებით სრულდებოდა მისი ბრძანებები და მითითებები. ეს ერთადერთი ახსნაა, რომელიც შეიძლება ინდიელებს მიეცათ ახალი მმართველის ერთ-ერთ ბრძანებაზე. ერთხელ მონტესუმამ თავის დაახლოებულ პირს – ტლილპოტონკს უბრძანა, ლაშქრობიდან დაბრუნებულიყო დედაქალაქში და თავი მოეკვეთა მეფის ბავშვების ყველა აღმზრდელისთვის, ასევე მეფის ცოლებისა და ხარჭების მსახური და კომპანიონი ქალებისთვის. ტლილპოტონკის კვალდაკვალ, მან მსტოვრები გაგზავნა, რომლებიც უნდა დარწმუნებულიყვნენ მეფის ბრძანების ჯეროვან შესრულებაში.

ამრიგად, მონტესუმა განუხრელი წესრიგის დამყარებას ესწრაფოდა სახელმწიფო აპარატში, რომ აცტეკთა შორის, სამაგალითო ხელმწიფის სახელი დაემკვიდრებინა. მაგრამ, ერთხელ ის უკიდურესობაში ჩავარდა, მოაწყო რა თავისი სისასტიკით გაუგონარი მსხვერპლშეწირვა ზემოხსენებულ დედა-ღვთაება ტონატცინის პატივსაცემად. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ აცტეკები არ ცდილობდნენ მსხვერპლად შეწირულთათვის ზედმეტი ტანჯვა-წამება მიეყენებინათ. ღმერთები იკვებებოდნენ სისხლით და ადამიანის გულით, რომელსაც მსხვერპლს უღებდნენ. მაგრამ თვით აცტეკები, მსხვერპლად განწირულთ – მონებსა და ტყვეებს, როგორც წესი, რბილად ექცეოდნენ (ჩრდილოამერიკელი ინდიელებისგან განსხვავებით). წამება არ შედიოდა აცტეკთა სამსხვერპლო არსენალში. ამიტომ, მთელი მექსიკა აღშფოთდა გაუგონარი სისასტიკის გამო, როცა მონტესუმამ ტონატცინის პატივსაცემად გასამართი მსხვერპლშეწირვის დროს, ტყვეები (ქალაქ ტლაშკალასა და უეშოტცინკოს მცხოვრებნი) სამ ჯგუფად დაჰყო. პირველი ჯგუფის მსხვერპლშეწირვა ჩვეულებრივი წესით ჩაატარეს: მსხვერპლად შეწირულთ მკერდი გაუპეს და გული ამოაცალეს. მეორე ჯგუფისთვის ღვთაების ტაძართან სპეციალური ეშაფოტი მოაწყვეს ბოძებით, რომლებზეც ტყვეები დააბეს და ისრებით განგმირეს. და ბოლოს, ვინც მესამე ჯგუფში მოხვდა, ჯერ მაყალზე წვავდნენ და უკვე შემდეგ აცლიდნენ გულს.

მონტესუმა, აცტეკების მტკიცებით, კმაყოფილი დარჩა რიტუალით. თუმცა, მსხვერპლად შეწირულთა თანამემამულენი აღშფოთებული იყვნენ, რადგან თვითონ ისინი ბევრად უფრო ჰუმანურად აკვდინებდნენ ტყვე აცტეკებს თავიანთ სამსხვერპლოებზე. ტლაშკალელებმა და უეშოტცინკოელებმა შურის საძიებლად მონტესუმას დედაქალაქში თავისი ხალხი გაგზავნეს, რომელთაც ცეცხლს მისცეს ავბედითი ტონატცინის ტაძარი. თავიდან მონტესუმამ დედა-ღვთაების ქურუმთა სიკვდილით დასჯა ბრძანა, რადგან მათ საკმაო სიფხიზლე ვერ გამოიჩინეს. მაგრამ, როცა გაიგო ხანძრის ნამდვილი მიზეზი, ერთხელ უკვე დამარცხებული ქალაქების ასაოხრებლად დაძრა ჯარი.

скачать dle 11.3