კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოინი მოუწყვეს ერთმანეთს ჯემალ ჭკუასელმა და მისმა ცოლმა

2001 წლის 15-16 ივნისი. ამ ჩვენებამ შეძრა პარიზი და არა მარტო პარიზი, მას მთელი მსოფლიოს პრესა აღტაცებით გამოეხმაურა. თვით „ნიუ-იორკ თაიმსმა” „ერისიონის” კონცერტებს ორი სტატია მიუძღვნა, სადაც ეწერა, რომ პარიზში გამაოგნებელი სანახობა იმართება. ორდღიანი გამოსვლების შემდეგ, მთელი საფრანგეთი მოუთმენლად ელოდა შემოდგომის დადგომას, როცა ანსამბლი კვალვ ესტუმრებოდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა „ერისიონის” კლიპის შექმნის იდეა; შეირჩა „შატილის ასულო”, ფრანგებმა კი ის გაარემიქსეს. გადაღებები ოთხი დღე, ქალაქ ლე დუზალაში   3 700 მეტრ სიმაღლეზე, საკმაოდ მკაცრ ბუნებრივ პირობებში – მინუს 10 გრადუს ყინვასა და ქარში მიმდინარეობდა. ამ დროს მოცეკვავეებს ხმლები ლამის ხელში ეყინებოდათ... – ასეთი შესავალი იმ ადამიანის დღიურებისთვის, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, იმიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მომავალში მის მიერ რუსეთში ჩატარებულ კონცერტებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან აღარ მოჰყვეს არაობიექტური გამოხმაურება. ჯემალ ჭკუასელი უკვე ათეული წლებია, ქართველი,  რუსი და ყველა სხვა ქვეყნის მაყურებლისთვის ერთნაირად ქმნის ქართულ ლეგენდას; თუმცა, დღეს რუბრიკა „ცხოვრების დღიურები” ბატონი ჯემალის არა ამ ქართულ სასწაულს, არამედ, მისი სიყვარულის ისტორიას დაეთმობა. 

„მე 22 წლის ვიყავი, გიული 16-ის. თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, დეიდაჩემი ცხოვრობდა. ოზურგეთში სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში ჩამოვედი, დეიდასთან მივედი და იქ დავინახე ლამაზი გოგო – დეიდაჩემის მეზობელი ყოფილა, ახალი გადმოსული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნახვით შემიყვარდა. სხვათა შორის, მას მერე, თუ ვინმე გამეპრანჭებოდა, არავის აღარ ვუყურებდი, ინტერესი არ მქონდა. მანგლისში გაგზავნეს დასასვენებლად ერთი თვით და ყოველდღე ვაკითხავდი. ხანდახან, იქვე, მახლობლად, ღამეც კი გამითევია, მისთვის კი მითქვამს, ამ დილით ჩამოვედი მანქანით-მეთქი. 

სიყვარულმა თუ არ აგაფორიაქა და ძილი არ გაგიტეხა, ესე იგი, ეს სიყვარული არ არის. რა თქმა უნდა, მქონია ასეთი მომენტები და პატარა წაეჭვებებიც, გულში რაღაც რომ გაგკრავს, თორემ, ეჭვიანი კაცი საშინელება და ცოდოა. მოკლედ, რამდენიმე თვის შემდეგ დავქორწინდით. ქორწილი ფიროსმანზეც გვქონდა და, ჩემთან, სოფელში – გურიაშიც. სოფელში რომ ჩავიყვანე, მამაჩემმა უთხრა, მაცივარი არ გვაქვსო – ჭა გვქონდა და პროდუქტებს იქ ვინახავდით. ჩემმა ცოლმა გაკვირებული თვალებით შეხედა – მაცივარი რატომ არ გაქვთო. იმიტომ, რომ საჭმელი არ გვაქვს – რაც გვაქვს, ყველაფერს იმდღითვე ვჭამთო. გიული მომიბრუნდა და ჩუმად მეუბნება: მამაშენს და დედაშენს უთხარი, ბევრს არ ვჭამო… დედამისი იყო წინააღმდეგი, თუმცა, მართალი იყო ის ქალი. გიულის ძმამ კი, გამოიტანა თავისი დის ტანსაცმელი და ყველა აკუწა. ჩვენ ძმაკაცები ვიყავით, მეც გიტარას ვუკრავდი და ისიც. ჩამოვსხდებოდით მათი სახლის კიბეზე და ვერთობოდით. ექვსი და-ძმა იყვნენ, მაგრამ, გიული და ვაჟა ხელჩაკიდებულები დადიოდნენ, გიჟდებოდნენ ისე უყვარდათ ერთმანეთი. მათთან ვსადილობდი და ვსაუზმობდი. შეიძლება, ხვდებოდნენ კიდეც რაღაცას. ჩვენი ამბავი სრულიად შემთხვევით მოხდა, უცებ, არაფერს არ ვაპირებდით – სიდედრმა ერთი გემოზე მიაწყევლა თავის ქალიშვილს და მეც ზედ მიმაყოლა.

…საერთოდ, ქალი ნატურით არ არსებობს მოღალატე, მოღალატე არის კაცი. მამაკაცებმა თავიანთ თავში უნდა ჩაიხედონ. ჩემმა ცოლმა ბევრი რაღაც მაპატია. ქმრის დღეებით წასვლა და დაკარგვა არ არის იოლი ასატანი და, კიდევ მე უნდა გავბრაზებულიყავი?! ქალი უნდა აქალო, თუ გინდა, აძაღლე – ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. თუ კაცი ფიქრობს იმას, რომ ქალი ხელში უნდა დაიჭირო და გასაქანი არ მისცე, ის კაცი დაღუპულია. შეურაცხოფილი ქალი ძალიან საშიშია. ჩემი ცოლი თუ ეჭვიანობდა, ამას არ იმჩნევდა, გულში იცოდა თავისთვის. მერე მე იმწუთას მოვეფერებოდი. ხანდახან ჩემი თავი მეცოდებოდა, იმდენად სენტიმენტალური ადამიანი ვარ. ერთი შემთხვევა იყო: ჩემმა ცოლმა მითხრა, ჩემს ძმასთან მივდივარ და, გადიხარ თუ სახლში იქნებიო. ნაბახუსევი ვიყავი და ვუთხარი, დღეს არსად არ გავდივარ-მეთქი. წავიდა. ცოტა ხანში კარზე კაკუნია. გავიხედე და, ჩემი ძველი ნაცნობი შემრჩა – ვიღაცას ეძებდა და ჩემს კარზე დააკაკუნა, უნდოდა ეკითხა, ეს ადამიანი სად ცხოვრობსო. რომ დამინახა გაგიჟდა. შემოვიპატიჟე. ცოტა ხანს ვიყავით ასე. უცებ, მესმის, ვიღაც კარში გასაღებს უჩხიკინებს. ვიფიქრე, ქურდია-მეთქი. მერე ჩემი ცოლის ხმა გავიგე – მეზობელს ეუბნება, ჯემალი ცოტა ხნის წინ სახლში დავტოვე, არსად წასვლას არ აპირებდა და, ამ კარს რა მოუვიდა ნეტავიო. იმან უთხრა  – არსად წასულა, შენი მეგობარი მოვიდა და შინ არიანო. უკან მიდიოდა ჩემი ცოლი და იმან გააჩერა. ამ ქალს ვუთხარი, მოდი, კარის უკან დადექი და რომ შემოვა, უცებ გადი-მეთქი, მაგრამ, კარი რომ გავაღე, გიული გამწარებული შემოვარდა და დაინახა – ამ კახპის გულისთვის არ მიღებდი კარსო? იმ ქალმა უთხრა, არ ვარ, ქალბატონო, მე კახპაო. უცხოეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და ძალიან ლამაზი საფერფლე მქონდა ჩამოტანილი. გიულიმ აიღო და ძირს დაახეთქა. აუ, გავშალე მხრები – შენ ვის უბედავ-მეთქი, – ჩხუბის საბაბი მომცა. მერე დაჯდა და მეუბნება: კარგი, რა, ჯემალ, ნამუსიც კარგი საქონელია, კიდევ აქეთ მედავებიო? 

… მამაკაცს არ უნდა გინდოდეს მორჩილი ცოლი. ცოლს შენი უნდა სჯეროდეს, თორემ, ის ქალი გიღალატებს კიდეც, თავის თავსაც დაღუპავს, ოჯახსაც დაანგრევს და მართალიც იქნება. როცა კაცი ცოლზე იტყვის,  ერთი გაბედოს და უჩემოდ ფეხი გაადგასო, ეს არის უდიდესი პროვინციულობა. გამოდის, რომ შენი ცოლი ადამიანად არ მიგაჩნია. თუ გაბედა და სხვა კაცთან წავიდა, შენს თავს დააბრალე. ჩემს ცოლს თუ ჩემი რაღაც არ მოეწონა, აუცილებლად მეტყვის, ოღონდ, არა ხალხში. ჩემი სულიერი მოთხოვნილება ყოველთვის იყო და არის ჩემი ცოლის გვერდით ყოფნა. ბევრი გატაცება მქონია და უკვე ვერაფერს შევცვლი. ხანდახან მამაკაცში ცხოველური ინსტინქტები იღვიძებს, მაგრამ, მამაკაცისთვის ეს გატაცებაა და დამთავრდება, ქალისთვის კი არ არის გატაცება – ის ამ ამბის მონა ხდება. ყველა შემთხვევაში ეს ნიშნავს გაბახებას, როგორც ეს სულხან-საბა ორბელიანს აქვს გადმოცემული. მერე ძალიან ძნელია ურთიერთობა და არც გამოდის.”  

скачать dle 11.3