კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იწყება ადამიანის რელიგია ცხვრის ყიდვით და მთავრდება ცხვრის დაკვლით და რატომ არიან დღევანდელი ქრისტიანები წარმართობაში

ქრისტიანები დღეს ხშირად მხოლოდ დღესასწაულებზე მოდიან ეკლესიაში ან მარხვების პერიოდში და შემდეგ ისევ ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. თითქმის ყოველი კვირა და ყოველი დღე არის რომელიმე დღესასწაული ან წმიდანის ხსენების დღე. ის, ვინც არ იმყოფება იმ დროს ეკლესიაში, ვერ იზეიმებს ამ დღესასწაულს და ვერ აღნიშნავს რომელიმე წმიდანის ხსენების დღეს. ამიტომაც, სასურველია‚ დავრჩეთ ეკლესიაში, მოვუსმინოთ ტიპიკონს, რომლის საშუალებითაც ეკლესია შეგვახსენებს‚ თუ ვინ უნდა ვადიდოთ, როგორ უნდა ვადიდოთ და როგორი ქრისტიანები უნდა ვიყოთ; როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია ნამდვილი მართლმადიდებლური წესი და რომელი – წარმართული ტრადიცია. წმიდა ბასილი დიდი ამბობს: „მტერი ამგვარ ადამიანს დასცინის, ცრუმორწმუნე ხომ ყველაფერს შიშით შესცქერის: თუკი გამოჩნდა კატა, ძაღლი ან დილით შემოხვდა მარჯვენა თვალით ან ფერდით დაზიანებული, თუნდაც ყველაზე კეთილგანწყობილი ადამიანი, ცრუმორწმუნე მას მყისვე ზურგს შეაქცევს და თვალს აარიდებს. რა არის ამგვარ ცხოვრებაზე მეტად უბედური – ყოველივეს ეჭვის თვალით შესცქეროდე და ყველაფერში წინააღმდეგობა დაინახო?!” – ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– შევხედოთ ჩვენს შვილებს და მივხვდებით, რომ კომპიუტერმა წაგვართვა ისინი – სახლში კი სხედან, მაგრამ, 24 საათის განმავლობაში ამა თუ იმ სოციალურ ქსელში არიან ჩართულები. ერთი მოაზროვნე გვარიგებს: როდესაც ადამიანი ხელში იღებს პულტს და რთავს ტელევიზორს  ის საკუთარ თავიდან თიშავს ადამიანსო. ადამიანის ტვინში ბევრი მახსოვრობითი შრეა. როცა ის ამა თუ იმ რეკლამას ან სერიალს უყურებს, ერთობა და დრო გაჰყავს, უნდა თუ არა, მასში იბეჭდება გარკვეული იდეოლოგია, აზროვნება, ინფორმაცია და ამ ინფორმაციის მატარებელი ხდება. შეიძლება თქვას, რომ რაღაც სერიალი არ აინტერესებს, მაგრამ, როდესაც უყურებს, თუნდაც ნახევარი საათი, მის მეხსიერებაში ქვეცნობიერად იბეჭდება სერიალის გმირების სახეები, იდეოლოგია, ქცევები, ინფორმაცია და შემდეგ დეპრესიაშიც ვარდება – რატომ არ მაცვია ისე, როგორც იმ სერიალის გმირს; რატომ ისეთი მდიდარი და ძლიერი არ ვარ; რატომ არ არის ჩემი მეუღლე ისეთი ლამაზი, როგორიც სერიალის გმირია. შესაბამისად, მერე ეს ცუდ ქმედებებს იწვევს, რადგან, როგორც სერიალები, ასევე რეკლამებიც, ხშირ შემთხვევაში, ზეგავლენას ახდენს ადამიანის თავისუფალ ნებაზე. უფრო მეტიც, როცა ადამიანი ეკლესიაში მიდის და წირვას ესწრება, იმის მაგივრად, რომ გალობას, მღვდლის ქადაგებას მოუსმინოს, მას ფიქრებში ხშირად თავი რომელიღაც ფილმის პერსონაჟად წარმოუდგენია ან მასზე ფიქრობს, რადგან, მთელი ღამის განმავლობაში უყურებდა რაღაც სანახაობებს და წირვიდან გარბის, რომ რაღაც სანახაობას მიუსწროს ან დაწყებული სერიალის ყურება განაგრძოს. რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ, რომ არაფერს არ ვუყუროთ და გამოვრთოთ ტელევიზორი, რადგან, იქაც გადის შემეცნებითი სერიალები და ფილმები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი – რისთვის ვარსებობთ და რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი. მთავარია, ჩვენი სულის ცხონება მოივიპოვოთ და, თუ სიკეთეზე, სიყვარულზე, უფლის მსახურებაზე არ ვფიქრობთ, რამ უნდა შეგვიცვალოს ეს ყველაფერი?! ცოდვა – ყველა ენაზე, გზიდან აცდენას ნიშნავს. ტექნიკური საშუალებები, რომლებიც უხვად გვაქვს ოჯახებში, იმისთვის არის, რომ ჩვენი ცნობიერება მიიტაცოს, თავისუფალი ნება, აზროვნება და შემეცნება ამაო სანახაობებითა და მათზე ფიქრით იყოს დაკავებული.

– ხშირ შემთხვევაში, ტრადიციებს ისე ვასრულებთ, არც ვფიქრობთ მათ წარმომავლობაზე, ისინი მართლამდიდებლური სარწმუნოების ნაწილი გვგონია, სინამდვილეში კი, მხოლოდ წარმართული ტრადიციებია. 

– სამწუხაროდ, მართლმადიდებლობაში კარგად არის შერეული წარმართული ჩვევები. ბევრს ჰგონია, რომ ეკლესიის წეს-ჩვეულებებს აღასრულებს და, ამ დროს, წარმართობაშია. როცა შენი ცნობიერება ჩართულია წარმართულ აზროვნებაში, რაღაცას აკეთებ და არ იცი, ამას რატომ აკეთებ, ფაქტობრივად, ქრისტიანი-წარმართი ხარ. წარმართული ელემენეტები კი ძალიან შემოიჭრა ეკლესიაშიც, თან, იმდენად, რომ გვიჭირის მისი განცალკევება და მრევლისთვის ახსნა. შეიძლება, ვიღაცამ თქვას:  შავმა კატამ გადამირბინაო და ამის გამო ეკლესიაშიც არ წავიდეს. ბევრი ამბობს, ვიცი, რომ ეს ასე არ არისო, მაგრამ, იმდენად აქვს წარმართობა ძვალსა და რბილში გამჯდარი, რომ ვეღარ ერევა მას. ჩვენც, სასულიერო პირები, როდესაც ქრისტიანს რაღაცაზე ვეუბნებით, რომ ეს არ შეიძლება, ისიც უნდა ავუხსნათ, რატომ არ შეიძლება, რა არის ხალხური ტრადიცია და რა – ეკლესიური. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას,  ეს ტრადიციები მამა-პაპამ დაგვიტოვაო, მაგრამ, ჩვენი მამა-პაპიდან ბევრი არ იყო ქრისტიანი და, მით უმეტეს – წმიდანი. კი უნდა მივაგოთ პატივი, მაგრამ, ჯერ ჩვენთვის არის იესო ქრისტეს მაცხონებელი სწავლება და შემდეგ – სხვა დანარჩენი. როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც ბევრი წარმართული ტრადიცია იყო, რაც ხალხურ სიმღერებშიც კარგად არის შემორჩენილი. მაგალითად, „ჰარალე“ კერპი იყო ძველად, რასაც ქართველი კაცი უგალობდა, დღეს კი, შეიძლება, ეს ვინმეს წმიდა გამოსახულება ეგონოს. 

– ერთი ყველაზე გავრცელებული წარმართული ტრადიციაა დიდ დღესასწაულებზე საკლავის დაკვლა, ცხოველების, ფრინველების ეკლესიაში მიყვანა, შემოტარება, რასაც ხშირად ღრეობა და ზოგჯერ ტრაგედიაც მოჰყვება ხოლმე.

– არავითარ კავშირში არ არის ცხვრის დაკვლა აღდგომასთან ან რომელიმე დღესასწაულთან. აღდგომას ცხვრის დაკვლა ძველი ებრაული წესი იყო – ეს იყო საპასექო ბატკანი, რომელიც ითვლებოდა ებრაელი ერის მონობიდან გამოყვანის სიმბოლოდ; ჩვენთვის კი „დაიკლა” ქრისტე, ანუ, ჩვენი საპასექო ბატკანი არის იესო ქრისტე. თუ ვინმეს იმიტომ უნდა აღდგომას, გიორგობას, ან სხვა დღესასწაულზე დაკლას ცხვარი იმისთვის, რომ მიირთვას, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია; უბრალოდ, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ყველაფერს თავისი წესი აქვს. ხშირად უკითხავთ: ახალი გარდაცვლილი მყავს და რამდენი ცხვარი უნდა დავუკლაო? ეს წარმართობაა. ჭირისუფალს ხშირად ჰგონია, რომ, რაც უფრო მეტ ცხოველს დაკლავს, რაც უფრო მეტი რამ იქნება სუფრაზე, უფრო მეტს გაუკეთებს მიცვალებულს. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. შეგვიძლია ეს ცხვარი მოწყალების სახით გავცეთ. არ უნდა შეგვეშალოს, რომ ქრისტეს დაღვრილი სისხლის შემდეგ არ უნდა დავღვაროთ არანაირი ცხოველის სისხლი იმ იმედით, რომ ამით რაღაც ცოდვა მოგვეტევება. ეკლესია ცხოველის დაკვლას არ გიკრძალავთ, უბრალოდ, პირუტყვის დაკვლას რომელიმე დღესასწაულს ნუ დავუკავშირებთ. წარმოიდგინეთ, რა ცუდი სანახავია, როდესაც ეკლესიის ეზოში ან მიმდებარე ტერიტორიაზე ყრია ცხვრის რქები, ჩლიქები, ფეხები, ტყავი და სისხლია დაღვრილი. ადამიანი სახლში არ ყრის ნაგავს და უფლის სახლის ეზოში ნაგვის დაყრა რატომ არის დასაშვები?! მამაკაცები ხშირად მთელ მარხვას ინახავნ და მერე, აღდგომის თუ შობის ღამეს ან გიორგობას, ისე დათვრებიან, ისე იჩხუბებენ, რომ ერთ საათში კარგავენ მარხვაში მიღებულ მადლს. ამიტომ, ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ კრძალავს ეკლესია ღრეობებს, საკლავის დაკვლას. ხშირად ისიც უკითხავთ,  რამდენჯერ უნდა შემოვატარო ცხვარი ეკლესიასო. იმდენად სჯერათ ამის, რომ, ხშირად, მათი რელიგია იწყება ცხვრის ყიდვით და მთავრდება ცხვრის დაკვლით. მიირთვით, ამას არავინ გიშლით, მაგრამ, ნუ დავარქმევთ ამას შესაწირს, რომ თითქოს ღმერთი ითხოვს ამას ჩვენგან. პირდაპირ ამბობს პეტრე მოციქული: არა ხრწნადი ოქრო-ვერცხლით ვართ გამოსყიდულები, არამედ, იესო ქრისტეს ძვირფასი, დაღვრილი სისხლითო. ამის შემდეგ შეიძლება, პირუტყვის სისხლი დავღვაროთ?! დღესასწაულზე გამართული სუფრები შემდეგ ღრეობებში გადაიზრდება, სამწუხაროდ, მერე ეს ყველაფერი  ტრაგედიის წყაროდ იქცევა და, ამბობენ, ღმერთმა დასაჯაო. ღმერთი კი არ სჯის, შენ რომ ნასვამი ჯდები საჭესთან და ვერ იყურები თვალებიდან, ღმერთი რა შუაშია? შენი უგუნერებით ისჯები, თავად ისჯის ადამიანი თავს. მისი ჩადენილი ცოდვაა ყოველგვარი უხამსობის, უგუნურობის, უბედური შემთხვევის მიზეზი. მერე, რომ გადარჩება, სამწუხაროდ, ისევ ცხვარი მიჰყავს და იგივე მეორდება. ახლა უკვე იმის თქმა, რომ „არცოდნა არცოდვაა“, არ გვეპატიება, რადგან, უცოდინარობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად მიიჩნევა; რადგან ადამიანს აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ, არ ცდილობს, დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. 

скачать dle 11.3