კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცოდვაა თუ არა სხვის ცოდვებზე საუბარი?

პასუხი: სხვისი ცოდვების განხილვას უნდა მოვერიდოთ. ვიფიქროთ საკუთარ ცოდვებზე. წმიდა მამათა გადმოცემით, ვინც სხვის ცოდვებს დაფარავს, უფალი მის ცოდვებს დაფარავს.

კითხვა: ძალიან მიჭირს წყენის დათმენა – ვფიქრობ, რომ ამას დაუმსახურებლად ვიღებ. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ფრთხილად იყავით, ამპარტავნების ცოდვაში არ ჩავარდეთ. როცა გაწყენინებენ, გაიხსენეთ, როგორ აწყენინებდნენ მაცხოვარს და როგორ მიიყვანეს სიკვდილის პირას ტანჯვით, ის კი ჯვარცმული ამბობდა: „უფალო, შეუნდევ მათ, რამეთუ არა უწყიან, რას იქმან.”

კითხვა: როგორ დავიზღვიოთ თავი ცდუნებებისგან?

პასუხი: იმას კი ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რას სჩადიან სხვები (როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი), არამედ, ყური უგდეთ, რას გვასწავლის სიტყვა უფლისა – სახარება. მიბაძეთ მაცხოვარსა და წმიდა მოციქულების მიწიერ ცხოვრებას. სმენა და მზერა მოარიდეთ უკეთურებას და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს (თუ იქ არ ბუდობს ცდუნებანი).

კითხვა: როგორც ვიცი, ნათლობის დროს ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და, მაინც უნდა მოვინანიოთ თუ არა ნათლობამდე ჩადენილი მძიმე ცოდვები (მაგალითად, აბორტი)?

პასუხი: ნათლობამდე ჩადენილი მცირედი ცოდვების მონანიება არ არის აუცილებელი, მაგრამ, თუ განსაკუთრებულად მძიმე ცოდვები აქვს ადამიანს ჩადენილი, უნდა მოინანიოს მოძღვართან.

скачать dle 11.3