კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კევინ სპეისი – „მადლობა დედას...“

ამ მრავალმხრივ ნიჭიერი ამერიკელი მსახიობის ნამდვილი გვარი კევინ ფოულერია, სპეისი კი სულაც არ არის სცენური ფსევდონიმი, უბრალოდ, დედამისის ქალიშვილობის გვარია. ბავშვობაში სპეისი ოცნებობდა, მამასავით მწერალი გამოსულიყო, ახლა კი დიდი მადლობელია დედის, რომელმაც 16 წლის კევინი აიძულა, სამსახიობო სკოლაში ევლო. შემდეგ ის მშობლებმა ნორტრიჯის სამხედრო აკადემიაში მიიყვანეს, თუმცა, მალე დატოვა სასწავლებელი და ჩატსვორტის უმაღლესი სკოლის დრამატურგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1977 წელს წარმატებით დაამთავრა. შემდეგ იყო როლები, რომელთა შესრულებაშიც ყველაფერს დებდა. მან ორჯერ გადაიპარსა თმა, ბოროტი პერსონაჟები რომ განესახიერებინა.

1996 წელს სპეისმა პირველი „ოსკარი“ მიიღო ფილმ „საეჭვო პირებში“ განსახიერებული როჯერ კინტის როლისთვის. მეორე ამერიკული კინემატოგრაფის უმაღლესი ჯილდო კი 1999 წელს გადაეცა ლესტერ ბერმნემის როლისთვის, ფილმში – „სილამაზე ამერიკულად“.

1999 წელს კევინ სპეისი ჟურნალმა Englend’s Empire-მა ათწლეულის საუკეთესო მსახიობად დაასახელა; 2003 წელს კი გაზეთმა Evening Standart-მა სპეციალური პრემია მიანიჭა ლონდონის მრავალსაუკუნოვანი თეატრის – Old Vik-ის აღორძინებისთვის, რომელსაც ის დღესაც ხელმძღვანელობს.  2010 წელს კევინ სპეისს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორის წოდება, რომელზეც იგი პრინცმა ჩარლზმა წარადგინა. 

აღსანიშნავია, რომ იტალიელმა რეპერმა Caparezza-მ პოპულარული ამერიკელი მსახიობებისადმი მიძღვნილ სიმღერას „კევინ სპეისი“ დაარქვა და არცთუ უსაფუძვლოდ: 2000 წელს სპეისმა, როგორც ბობი დარინის დიდმა თაყვანისმცემელმა, მიიღო უფლება, მასზე გადაეღო ფილმი – „ზღვასთან“. გარდა იმისა, რომ კევინი ამ ფილმის რეჟისორია, მან  გამოსცა ალბომი, სადაც ბობი დარინის სიმღერებს თავად მღეროდა, რისთვისაც ის „გრემზეც“ წარადგინეს. კევინი შესანიშნავად ცეკვავს, განსაკუთრებით კარგად კი გამოსდის ფლამენკო, სალსა და ტანგო. იგი ცნობილია ჰოლივუდის ვარსკვლავთა პაროდიებით. 

სპეისი დემოკრატია და ხშირად აქტიურად ის გამოდიოდა ბილ კლინტონის მხარდასაჭერად. 2011 წელს კი, მსახიობ ჯუდ ლოუსთან ერთად, ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მოწყობილ ქუჩის მიტინგზე იდგა – აპროტესტებდა ქვეყანაში იმ ფილმების აკრძალვას, რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ.

2006 წელს ბრიტანულმა ტაბლოიდმა  კევინ სპეისი ცნობილ ჰომოსექსუალთა სიაში შეიყვანა. მოგვიანებით პროგრამის ხელმძღვანელმა პოლ პატრიკმა ბოდიში მოუხადა მსახიობს და თავი იმართლა – ეს ინციდენტი, ალბათ, იმან გამოიწვია, რომ კევინი არასდროს ყოფილა დაქორწინებული და პირად ცხოვრებასაც გულმოდგინედ მალავს.

скачать dle 11.3