სხეულის გამაჯანსაღებელი მეთოდი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
რა არის ატლასპროფილაქსი? რა იწვევს ხერხემლის პირველი მალის, ანუ ატლასის მდებარეობის შეცვლას და თავის მხრივ, რას იწვევს მდებარეობაშეცვლილი ატლასი? რა სიმპტომები ახასიათებს ატლასის მდებარეობის შეცვლას? ამის შესახებ გვესაუბრება „ატლასპროფილაქს ინ ჯორჯიას“ წარმომადგენელი, ქალბატონი ია გორგილაძე.
– ხერხემლის პირველ მალას ატლასი (ან ატლანტი) ჰქვია. მას არამხოლოდ თავი უჭირავს, არამედ მასზეა მიბმული მთელი ხერხემლის სვეტი. ეს სახელწოდება მას მითიური გოლიათის „ატლანტის“ გამო ეწოდა, რომელსაც, მითოლოგიის თანახმად, ცის თაღი უჭირავს. ატლასი ადამიანების უმეტესობას დისლოცირებული (მდებარეობაშეცვლილი) აქვს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დარღვევები და დაავადებები.
1993-1996 წლებში შვეიცარიელმა რენე კლაუდიუს შუმპერლიმ, რომელიც თავად იტანჯებოდა პირველი მალის დისლოცირების გამო, დანერგა რევოლუციური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ატლასისთვის სწორი მდებარეობის დაბრუნება, უსაფრთხოდ, ზუსტად და სამუდამოდ.
– რა იწვევს ატლასის მდებარეობის შეცვლას?
– დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების 99 პროცენტს ატლასი მალროტირებული აქვს (ანუ მალა გადახრილია მარცხნივ, მოტრიალებულია წინ და ზემოთ, მარჯვნივ და ქვემოთ). ამის მიზეზი შეიძლება, იყოს მშობიარობისას მიყენებული ტრავმა, ავტოავარია, თავის ქალის ტრავმები და ასე შემდეგ.
– რა სიმპტომები ახასიათებს ატლასის მალროტირებას?
– მალის მდებარეობის შეცვლა იწვევს როგორც თავის ქალის ხვრელის, ასევე ხერხემლის არხის მოცულობის შემცირებას, რაც დამოკიდებულია გადახრის კუთხეზე. ამგვარად, ზურგის ტვინი, თავის ქალისკენ მიმავალი ნერვები და სისხლძარღვები მუდმივ ზეწოლას განიცდის. ასევე, ატლასის დისლოცირებით გამოწვეულია კისრის კუნთების მუდმივი დაჭიმულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს საძილე არტერიების და სხვადასხვა სისხლძარღვისა თუ ლიმფური ძარღვების დიამეტრის შემცირებას. შედეგად, თავს იჩენს ისეთი სიმპტომები და დაავადებები, როგორიცაა: დაჭიმულობის შეგრძნება და ტკივილი კეფის არეში, თავის ტკივილი, შაკიკი; კისრის კუნთების, ზურგის, წელის ტკივილი; დისკის თიაქარი, სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, ხერხემლის ნერვების მოჭყლეტა და ამასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა, სქოლიოზური მენჯი (მენჯის ძვლების ასიმეტრიული განლაგება), ტკივილი მენჯ-ბარძაყის სახსარში, მუხლების ტკივილი, მენისკისა და მუხლის სახსრების სხვადასხვა დაავადება, სხვაობა ფეხების სიგრძეთა შორის და სხვა.
– ნუთუ ამდენი პრობლემის მიზეზი სულ რამდენიმე მილიმეტრია?!
– დიახ, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ასეა. დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ კისრის პირველი მალა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობისა და გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ის კარს ჰგავს, რომელშიც თავის ტვინიდან გამომავალი ნერვები და ნერვული დაბოლოებები, სისხლძარღვები, ზურგის ტვინი და ზურგის ტვინის სითხე გადის. მდებარეობაშეცვლილი ატლასი აფერხებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში. ამიტომ, თავის ტვინი ან ზღუდავს სხეულისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას, ან ცრუ ინფორმაციას აწვდის. ამგვარად, მთელ ორგანიზმში ბალანსი ირღვევა. მდებარეობაშეცვლილი ატლასი იწვევს ხერხემლის არასტაბილურობას, რაც გამოიხატება ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებითა და სიმპტომებით. ატლასის მდებარეობის შეცვლა, ასევე, ცუდად აისახება კუნთოვან სისტემაზე, თვალებზე, ყურებზე, ყბაზე, ვესტიბულარულ აპარატსა და შინაგან ორგანოებზე. პირველი მალის მდებარეობის შეცვლის გამო ხერხემალი ახდენს კომპენსირებას მენჯებს შორის ორი ძვლის შემობრუნების ხარჯზე, რის შედეგადაც ყალიბდება ქოქსართროზი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ადამიანები იტარებენ სხვადასხვა გამოკვლევას, დადიან კონსულტაციაზე სხვადასხვა სპეციალისტთან, ხარჯავენ უამრავ ფულს წამლების შესაძენად, მასაჟისა და ფიზიოთერაპიის პროცედურების ჩასატარებლად და ასე შემდეგ, მაგრამ ამაოდ. თუ ატლასი არ ზის თავის ბუნებრივ ადგილზე (ანუ თავის ქალა – ატლასის სასახსრე ფოსოში) ამგვარი ჩარევები სასურველ შედეგს არ გამოიღებს. ფაქტია, რომ სწორ მდგომარეობაში მყოფი ატლასი უნარჩუნებს ხერხემალსა და მთელ სხეულს ჯანმრთელობას, ადამიანს უყალიბებს ტანდეგობას და აძლევს საშუალებას, დატკბეს სრულფასოვანი ცხოვრებით!
– როგორ ტარდება „ატლასპროფილაქსის“ პროცედურა და რამდენად უსაფრთხოა?
– ა) ეს არის არასამედიცინო ვიბრომასაჟის პროცედურა. ის ტარდება „ატლასპროფილაქს-ველნესვიბ“ აპარატით. ამ პრეცედურის დროს ზემოქმედება ხდება მხოლოდ კეფის კუნთებზე, რის შედეგადაც კუნთები დუნდება და პირველი მალა უბრუნდება მისთვის განკუთვნილ ადგილს. ამდენად, აღნიშნული მეთოდი სრულიად უსაფრთხოა.
ბ) ატლასპროფილაქსმეთოდი დაპატენტებულია შვეიცარიაში და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც უსაფრთხო და ეფექტური არასამედიცინო პროცედურა. მას უკეთებენ ახალშობილ ბავშვებსაც კი. მილიონობით ადამიანმა მთელს მსოფლიოში ჩაიტარა ატლასპროფილაქსი და გათავისუფლდა დიდი ხნის პრობლემებისა და ტკივილებისგან.
გ) ატლასპროფილაქსპროცედურა უსაფრთხოდ ტარდება მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელსაც ატლასპროფი ეწოდება და რომელმაც სპეციალური მომზადება გაიარა შვეიცარიის აკადემიაში ან მის რეგიონალურ წარმომადგენლობაში.
– რამდენი პროცედურაა საჭირო?
– ერთადერთი პროცედურა ცხოვრებაში! საქმე ისაა, რომ თუ ატლასი ერთხელ ჩაჯდა თავის სასახსრე ფოსოში, ანატომიური და ფიზიკური (თავის წონა, დედამიწის მიზიდულობის ძალა, კისრის კუნთოვანი სისტემის ზემოქმედების ძალა) მიზეზების გამო, ის ვეღარ უბრუნდება თავის ძველ ადგილმდებარეობას.
– რა შედეგები მოჰყვება ატლასის გასწორებას, ანუ სწორ პოზიციაში დაბრუნებას?
– ატლასპროფილაქსით ხდება ხერხემლის დაავადებების მიზეზის აღმოფხვრა მაშინ, როცა კლასიკური მედიცინა ებრძვის ამ დაავადებების შედეგს. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა, რომ მხოლოდ დაავადების მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ იყო შესაძლებელი, დაავადების სრული განკურნება. რადგანაც პირველი მალა ადამიანის ჩონჩხის სიმეტრიის ღერძს წარმოადგენს, მისი სწორ პოზიციაში დაბრუნება, იწვევს მხრების, მენჯისა და ორივე ფეხის სიმეტრიულ განლაგებას. რადგან ხერხემლის დანარჩენი მალები ატლასზეა მიბმული, მისი სწორ პოზიციაში ყოფნა, იწვევს ხერხემლის სვეტის ასევე სწორ პოზიციაში თანდათანობით დაბრუნებას. რადგანაც თავის ტვინში მიმავალი არტერიები აღარ განიცდის წნეხს, მას მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი (და, შესაბამისად, ჟანგბადი). ტვინი იწყებს კვლავ ნორმალურად ფუნქციონირებას, რაც იწვევს რეგენერაციისა და თვითრეაბილიტაციის პროცესის დაწყებას. ეს პროცესი ზოგ შემთხვევაში იწყება მეორე დღესვე, ზოგ შემთხვევაში კი 2-3 კვირის შემდეგ (პაციენტს ეხსნება ტკივილები, იშლება მხრებში, გრძნობს სიმსუბუქეს მთელ სხეულში და ასე შემდეგ) და გრძელდება მინიმუმ 6 თვეს. რთულ შემთხვევებში, რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება რამდენიმე წელი. მაგალითად, სქოლიოზისა და ოსტეოქონდროზის შემთხვევაში, პროცესი ჯერ სტაბილურდება, შემდეგ მიდის კუნთოვანი სისტემის გადაწყობა და პარალელურად, იწყება დისკების აღდგენა. ეს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია. უჯრედებისა და ორგანოების რეგენერაცია მყისიერად არ ხდება. ორგანიზმის რეაქცია პროცედურაზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. თუ ზოგის შემთხვევაში ჯანმრთელობის აღდგენა სწრაფად ხდება, მათ – ვისი ორგანიზმიც არასდროს ფუნქციონირებდა სრულფასოვნად – მეტი მოთმინება მართებთ. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დაავადება მეტისმეტად გამწვავებულია, ხანგრძლივად დაავადებულ ორგანიზმს კი შეიძლება, აღარ აღმოაჩნდეს რესურსი თვითრეაბილიტაციისთვის.
– არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?
– ატლასპროფილაქსი შეიძლება ჩატარდეს 80 წლამდე ასაკში. რადგანაც ამ პროცედურის წყალობით ხდება ორგანიზმის ჰარმონიული განვითარება როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე, სასურველია, ატლასპროფილაქსი ჩაუტარდეს ბავშვებს ადრეულ ასაკში, რაც მომავალში მათი ჯანმრთელობის საწინდარი იქნება.
– სად მდებარეობს „ატლასპროფილაქს ინ ჯორჯიას” ცენტრი?
– მისამართი: მცხეთის ქუჩა ¹6, ოფ. 2. ტელ: 224-20-80, 599 48-44-52;
– რა ღირს პროცედურა?
– ზრდასრულებისთვის – 600 ლარი, და 16 წლამდე ასაკისთვის – 450 ლარი, რაშიც შედის ზემოაღნიშნული 2 (ან სამი) ვიზიტი, პროცედურა და ერთი სარელაქსაციო მასაჟი. კონსულტაცია უფასოა და ხდება წინასწარი ჩაწერით.
„ატლასპროფილაქსინჯორჯია“ 31 ოქტომბრიდან გადავდივართ ახალ მისამართზე:
მცხეთის ქ. 6,ოფ. 2. (მრგვალ ბაღთან)
ტელ. 224-20-80. მობ. 599484452.
ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ უპრეცედენტო 25-პროცენტიან ფასდაკლებას ატლასპროფილაქს-გამაჯანსაღებელ პროცედურაზე!
ფასები: ზრდასრულებისთვის – 450 ლ.
16 წლამდე ასაკში – 350 ლ.