კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის ორგანიზმში კიბოს განვითარების შანსი მაღალი და რას იწვევს რკინის დეფიციტი

რკინა აუცილებელია სისხლის წარმოსაქმნელად. ის უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ფილტვებიდან ქსოვილებში. ადამიანის ორგანიზმში რკინის დეფიციტის შედეგად წარმოიქმნება ანემია. მას თან ახლავს სისუსტე, კანის სიფერმკრთალე, საერთო ჯანმრთელობის გაუარესება და ასე შემდეგ.

რკინა შედის ჰემოგლობინის, ანუ სისხლის წითელი პიგმენტის შემადგენლობაში. სისხლის წითელი სხეულაკები წარმოიქმნება ძვლის ტვინში. იქიდან კი სისხლში ხვდება და ცირკულირებს მასში. შემდეგ, დროთა განმავლობაში, იშლება შემადგენელ ნაწილებად და რკინა, რომელსაც ის შეიცავდა, ხვდება ღვიძლში, ელენთაში და იქ ინახება. ადამიანის ორგანიზმი რკინას კარგავს ოფლის გამოყოფის დროს და შინაგანი ორგანოების უჯრედების დაღუპვისას.

ორგანიზმის დღიური მოთხოვნილება რკინაზე დაახლოებით 20 მილიგრამია. სხვათა შორის, ბევრ ადამიანს აღენიშნება მისი ნაკლებობა. ამ მიკროელემენტის უკმარისობის მიზეზი კი ის არის, რომ რკინა, როგორც კალციუმი, ყოველთვის კარგად არ შეითვისება. სხვათა შორის, ძნელად შესათვისებელია რკინა, რომელიც არის ხორცსა და ბურღულეულში. რკინას უხვად შეიცავს მწვანე ბოსტნეული, თალგამი, მდოგვი, წიწმატი, ღვიძლი, თირკმელი, კვერცხის გული, მოლუსკები. 

როგორც კალციუმი, რკინაც არ შეიწოვება ნაწლავებში შაველისა და ფიტინის მჟავების არსებობისას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის შედეგადაც უნდა გამოიყენოთ რკინის შემცველი პროდუქტები დღიურ ნორმაზე 3-ჯერ მეტი რაოდენობით. ორგანიზმმა რკინა კარგად რომ შეითვისოს, აუცილებელია C და B12 ვიტამინები.

კობალტი არის B12 ვიტამინის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმატებით გამოიყენება მკურნალობის დროს. კობალტის უკმარისობამ შეიძლება, გამოიწვიოს სისხლის კიბო.

კობალტი აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური მუშაობისთვის, ასევე, სისხლის წითელი სხეულაკების წარმოქმნისთვის. ის არეგულირებს ადრენალინის შემცველობას, კერძოდ, თირკმლისზედა ჯირკვლის ჰორმონის შემცველობას.

რა იწვევს ქრონიკულ პროსტატიტს

ქრონიკული პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ამით არა მხოლოდ ასაკში შესული მამაკაცები, არამედ ხშირად ახალგაზრდებიც ავადდებიან. ქრონიკულ პროსტატიტს იწვევს ბაქტერიული ინფექცია, რომელიც საშარდე არხით, სისხლით ან ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ანთებითი კერიდან, ლიმფოგენური გზით ხვდება წინამდებარე ჯირკვლებში.

პროსტატიტით დაავადებულები უჩივიან ტკივილის შეგრძნებას საზარდულისა და შორისის არეში, რომელიც გადაეცემა გარე სასქესო ორგანოებს და გავა-წელის არეს. ინფექციის დროს ძნელდება შარდვის პროცესი და ადამიანს უჩნდება ისეთი გრძნობა, თითქოს შარდის ბუშტი მთლიანად არ არის დაცლილი.

პროსტატიტი ქრონიკული პროცესია, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში შესაძლებელია ავადმყოფობის გართულება – მატულობს ტკივილი, ტემპერატურა, ავადმყოფი უჩივის ქრონიკულ უძილობას.

ამ დროს კატეგორიულად იკრძალება თვითმკურნალობა, განსაკუთრებით ანტიბაქტერიული პრეპარატებით; არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადების გამომწვევი მიკრობი კი არ მოისპოს, არამედ სახე იცვალოს. ეს კი მკურნალობის პროცესს აძნელებს და შემდგომში მეტ გართულებას იწვევს.

დაავადების გამწვავების შემთხვევაში, საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ მწარე, მლაშე და დაკონსერვებული საკვები. ასეთ საკვებში შემავალი კომპონენტების გადამუშავების შემდეგ, ორგანიზმი შარდში გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება, გააძლიეროს წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი პროცესი. ასევე, არ შეიძლება, ალკოჰოლური სასმელები, ალკოჰოლი ხელს უწყობს მცირე მენჯის არეში დაფარული, შენელებული პროცესების გააქტიურებას, ქმნის მათი განვითარებისთვის სასურველ ნიადაგს. თუ თქვენს ორგანიზმს არ აქვს მიდრეკილება შეშუპებისადმი, ეცადეთ, მეტი რაოდენობით სითხე მიიღოთ. განსაკუთრებით სასარგებლოა სამკურნალო ნაყენები, კერძოდ, მრავალძარღვას, არყის ხის კვირტების, დათვის კენკრის ნახარში.

ქრონიკულ პროსტატიტს ინფექცია იწვევს. ის ორგანიზმში შეიძლება, სქესობრივი გზითაც მოხვდეს. ამიტომ, აუცილებელია, ამ დროს და ზოგადად, პირადი ჰიგიენის დაცვა.

ქრონიკული პროსტატიტის დროს დაუშვებელია გაციება, ზედმეტი გადახურება ან გადაციება. არასრული შარდვის შემთხვევაში, შეიძლება, განვითარდეს ორმხრივი ურეტეროჰიდრონეფროზი და მოხდეს არა მხოლოდ შარდის ბუშტის დაჭიმვა, არამედ ზედა საშარდე გზების დაჭიმვაც. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს თირკმელების პროგრესირებად და ქრონიკულ უკმარისობას. შესაძლოა, განვითარდეს სქესობრივი პოტენციის დაქვეითება და დარღვევა.

ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულ ადამიანებს მკვეთრად ერღვევათ წინამდებარე ჯირკვლის ინკრეტორული და ექსკრეტორული ფუნქცია, რაც სქესობრივი უძლურების, უშვილობის, ნაადრევი ერექციისა და სხვა დაავადებების მიზეზი ხდება. ამიტომ, აუცილებელია, პროსტატიტის დროული გამოვლინება და სავალალო შედეგამდე, სწორი და დროული მკურნალობის კურსის ჩატარება.

 

თუ გაცივდით, პანიკაში ნუ ჩავარდებით და სწორად იმოქმედეთ

 გაციებისთანავე ნუ შეეცდებით მასთან მედიკამენტებით ბრძოლას, რადგან, წამლების მიღებამ, შეიძლება, მხოლოდ შეასუსტოს ისედაც სუსტი იმუნიტეტი. სასურველია, ამ დროს საკუთარ ორგანიზმს ძალების მობილიზების საშუალება მისცეთ და ბუნებრივად მოახერხოთ დაავადების დამარცხება. ასეთ შემთხვევაში კი სამკურნალო ბალახები დაგეხმარებათ, რომელთა შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ. 

პიტნა არაჩვეულებრივად და სწრაფად უმკლავდება თავის ტკივილს, ხოლო მისი ნახარში ძალიან ეფექტურია გაციების წინააღმდეგ და სიცხის დასაწევად. 

როზმარინის ნაყენი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ეხმარება ადამიანს ვირუსებთან ბრძოლაში. ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას კი როზმარინის თბილი აბაზანა მოგიხსნით. 

ლავანდის ყვავილები, თავისი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას. სწორედ ამიტომ, ნერვული დაავადებების დროს, ის არაჩვეულებრივი და შეუცვლელი საშუალებაა. ვირუსული ინფექციებისგან თავის დასაზღვევად რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი დაასხით ცხვირსახოცზე და პერიოდულად შეისუნთქეთ მისი არომატი. 

თიამინის ყვავილები და ფოთლები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც ანტისეპტიკური, ხველებისა და სპაზმების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ხველების, ბრონქული ინფექციებისა  და ყელის ტკივილის დროს, გაიკეთეთ თიამინის ინჰალაცია. 

სალბს იყენებენ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადების დროს, ასევე, კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. ეს მცენარე კარგი სადეზინფექციო საშუალებაა და არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი აქვს ყელის ტკივილისა და ანგინის დროს. პირველივე სიმპტომის შეგრძნებისას, უნდა მიიღოთ სალბის ნახარში, კერძოდ, მოადუღეთ სალბის ნაყენი: 100 მილილიტრ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 4 ჩაის კოვზი სალბი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ეს ნაყენი დღეში 3-4-ჯერ გამოივლეთ პირის ღრუში.

 

რა სიმპტომები ახასიათებს პნევმონიას

პნევმონია ფილტვის პარენქიმის მწვავე ანთებაა, რომელიც ფილტვის ქსოვილის ყველა სტრუქტურულ ელემენტს მოიცავს. მწვავე პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია – პნევმოკოკები. ბაქტერიების გარდა, პნევმონიის გამომწვევია: ვირუსები, სოკოები, ქლამიდია და მიკოპლაზმები. მკურნალობისთვის აუცილებელია გამომწვევი ფაქტორის ზედმიწევნით დადგენა.

 მიკროორგანიზმები ფილტვებში ყველაზე ხშირად ზემო სასუნთქი გზებიდან აღწევს, უფრო იშვიათად კი – სისხლის ან ლიმფოგენური გზით.

 ადამიანის ორგანიზმს აქვს სასუნთქი გზების ინფიცირებისგან დაცვის მექანიზმები. სასუნთქ გზებში მოხვედრილი ნივთიერებისგან გათავისუფლებაში მნიშვნელობა ენიჭება ხველების რეფლექსს. მიკრობების ზრდას თრგუნავს ფაგოციტური აქტივობა.

 დაცვითი სისტემების ნებისმიერი დარღვევა მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. პნევმონიის გავრცელების ხელშემწყობი პირობებია ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, იმუნოდეფიციტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გაციება, თამბაქოს მოწევა და ასე შემდეგ.

 პნევმონია უეცრად, ძლიერი შემცივნებით იწყება, ტემპერატურა საგრძნობლად იმატებს, იგრძნობა ტკივილი ფერდის არეში. დასაწყისისთვის აღინიშნება მშრალი ხველა, შემდეგ კი – ჩირქოვანი ნახველი. ტემპერატურული რეაქცია გრძელდება ერთი კვირა, შემდეგ კი დაბლა იწევს.

 

ეგზოტიკური ხილი ნაადრევ სიბერეს ამარცხებს 

სწორი კვება სულაც არ ნიშნავს, რომ საყვარელ საჭმელზე უარი თქვათ. უბრალოდ, უნდა მოერიდოთ თეთრ ფქვილს, შაქარსა და ცხიმს. მიირთვით, რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ასევე, რძის ნაწარმი. სითხეებიდან კი – მინერალური წყალი, ნატურალური წვენები და ჩაი. დღის განმავლობაში ლიტრ-ნახევარი სითხე მაინც უნდა მიიღოთ, რაც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებისა და წიდების გამოდევნაში დაგეხმარებათ. 

მწვანე ჩაის ფოთლები C ვიტამინის, ფტორისა და თუთიის საბადოა. ამიტომ, დალიეთ დღეში ოთხი-ხუთი ჭიქა მწვანე ჩაი – ეს ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და ტოქსინების გამოდევნას. 

საკვებში გამოიყენეთ საკაზმები, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და ცხიმების დაშლას. 

თუ გიყვართ ეგზოტიკური ხილი, მაგალითად, ბანანი, მანგო, ანანასი, კივი, პაპაია და ასე შემდეგ, შეგიძლიათ, ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ. მათში ბევრია რომელინისა და პაპაინის ფერმენტები, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელება-გადამუშავების პროცესს. ასევე, მკვეთრად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.

 

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებას ხალხური მედიცინით უმკურნალეთ

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს ძალიან სასარგებლოა დაშაქრული გოგრის ნაყენის დალევა: გოგრა გაჭერით შუაზე, ამოიღეთ გული, ჩაყარეთ შიგ შაქარი და გააჩერეთ ცოტა ხნით. წვენს რომ გამოუშვებს დალიეთ დღეში 3-ჯერ, სადილის კოვზით, ჭამის წინ.

1 ჩაის ჭიქა მაწონში აურიეთ 1 კოვზი ნიახურის ნაყენი. მიღებული მასა დალიეთ ყოველ დილით, საუზმის წინ, დალევის შემდეგ კი დაწექით ღვიძლის მხარეს, ნახევარი საათის განმავლობაში.

4 კილოგრამი სტაფილო და 2 კილოგრამი შავი ბოლოკი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ. წვენი დალიეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, ღვინის ჭიქით. ეს წვენი ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადების დროს არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა.

10 გრამ ფუტკრის დინდგელს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით ორი დღე-ღამე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ერთხელ.

скачать dle 11.3