კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  შეიძლება, როე იყოს 62  და არაფერი არ გაწუხებდეს? რა არის ლიმფური კვანძები და შეიძლება კისერთან გაციების შემდეგ იყოს გადიდებული? ამას უნდა მკურნალობა თუ თავისით ჩადგება მწყობრში?

პასუხი:  როე 62 მმ/სთ ძალიან მომატებულია. ლიმფური კვანძები – ლიმფური სისტემის პერიფერიული ორგანო, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძების გადიდება შესაძლებელია, იყოს ადგილობრივად მიმდინარე ანთებითი ცვლილებების პასუხად. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ როე ძლიერ არის მომატებული, ეს მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს დიაგნოსტირებას და შემდგომ, შესაბამის მკურნალობას.

კითხვა:  შრატის გაკეთების შემდეგ, ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, რამდენ ხანში ვლინდება რეაქცია? იმ შემთხვევაში, თუ ალერგიული არ ვარ, რამდენად საშიშია ეს?

პასუხი:  რეაქცია შესაძლებელია, გამოვლინდეს დაუყოვნებლივ, ან მოგვიანებით, რამდენიმე საათიდან ერთ დღემდე. 

კითხვა: ვარ 16 წლის. ციკლი მაქვს ყოველ ორმოც დღეში ერთხელ, ხუთი დგის განმავლობაში. ეს ნორმალურია?

პასუხი: ეს არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა, აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგ გინეკოლოგს.

კითხვა:  თავის დაბანის შემდეგ, ტკივილები მაქვს ძირითადად კეფის არეში და ზოგჯერ თითქოს თავბრუც მესხმის. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს? 

პასუხი:  გაიზომეთ არტერიული წნევა, შესაძლოა, დაბანის შემდეგ მისი მაჩვენებლები იცვლება – მატულობს ან ქვეითდება.

კითხვა:  ჩემს 8 წლის გოგონას დაემართა მუნი. წავუსვით გოგირდი წესის მიხედვით. გაუარა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ გამოაყარა ოღონდ არა ისე, როგორც ჰქონდა, არამედ სხვაგვარად. ექიმმა, ეს გოგირდმა გამოიწვია და მუნი აღარ არისო. დაუნიშნეს ერიუსი და ელოკომის მალამო. 2 კურსი ჩავუტარეთ, მაგრამ მაინც, რომ გაუვლის, შემდეგ ისევ ეწყება. რის ბრალია? 

პასუხი:  სავარაუდოდ, ალერგიული დერმატიტია. მთავარია, დადგინდეს ალერგენი და შეწყდეს მასთან კონტაქტი.

კითხვა:  მაქვს თმის ცვენა, ბოლო პერიოდში გახშირებულად, დერმატო-კოსმეტოლოგმა დამინიშნა მინოქსის სპრეი. დაახლოებით ორი კვირაა ვიყენებ და უფრო გამიხშირდა ცვენა. ეს ბუნებრივია თუ რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი:  დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება, მიმართეთ ენდოკრინოლოგს. გამორიცხეთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით მიმდინარე თმის ცვენა. გარდა ამისა, გამორიცხეთ რკინადეფიციტური ანემია და შემდეგ, მიმართეთ ტრიქოლოგს.

კითხვა:  საშვილოსნო მაქვს დაწეული და შვილოსნობა თუ შეიძლება? 27 წლის ვარ.

პასუხი:  თუ სხვა მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ხელი არ უნდა შეუშალოს ორსულობას.

скачать dle 11.3