როგორ დააჯილდოვა „ნაბეღლავმა“ კონკურსში გამარჯვებულები და რა სიურპრიზებს ჰპირდება ბრენდი ერთგულ მომხმარებლებს
14 ნოემბერს „ნაბეღლავის” მოყვარულთა ზეიმი იყო რესტორან Loft-ში. თავშეყრის მიზეზი, „ნაბეღლავის” მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურს „მიქსტერია” – გააგრძელე ზაფხულის გამარჯვებულთა გამოვლენა და მათი სპეციალური პრიზებით დაჯილდოება გახლდათ.
შეგახსენებთ, კონკურსი „მიქსტერია” – გააგრძელე ზაფხული! 3 კვირის განმავლობაში „ნაბეღლავის” ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე მიმდინარეობდა. „გამოიყენე „ნაბეღლავის“ მინერალური წყალი შენთვის სასურველი კოქტეილის მომზადებისას, გადაუღე ლამაზად გაფორმებული ფოტო, გამოგვიგზავნე და დაელოდე გამარჯვებას!” – ეს იყო ის მარტივი მოთხოვნა, რომელიც კომპანიამ კონკურსის მონაწილეებს დაუწესა.
უნდა ითქვას, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის, სქესისა და სოციალური საფეხურის წარმომადგენლისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მათ, ვისაც კრეატიული ხედვა და განსაკუთრებული ფანტაზიის უნარი გააჩნდათ, „წყალი მარგებელმა” ნიჭისა და შემოქმედების გამოვლენის შესაძლებლობა მისცა. კონკურსანტებს შესაბამის ელექტრონულ მისამართზე, საკუთარი ხედვისა და ფანტაზიის შესაბამისად, შექმნილი კოქტეილის ფოტო უნდა გამოეგზავნათ, რომლის აუცილებელი ინგრედიენტი „ნაბეღლავის” მინერალური წყალი იქნებოდა. მართლაც, 40-მდე მონაწილემ გამოაგზავნა თავისი ნაშრომი და გამოთქვა „ნაბეღლავის” მიერ გამოცხადებულ ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი.
Loft-ში გამართულ საღამოზე კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ფოტოგრაფი ალეკო შარვაძე, კომპანია „ნაბეღლავის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო და ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ჟაკო ჯორჯაძე, საზეიმო ვითარებაში გამოავლინა 2 გამარჯვებული. ეს ბედნიერი ადამიანები აღმოჩნდნენ: 29 წლის ოთარ გორდელაძე და 28 წლის ზურაბ ლოლაძე. პრიზებიც ძალიან საინტერესო იყო, თითოეულ გამაჯვებულს გადაეცა: Galaxy Tab 4 და შეიკერი.
„ასეთი კონკურსი ჩავატარეთ პირველად და წამახალისებელ სახეს ატარებდა,“ – გვითხრა კომპანია „ნაბეღლავის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორია ჟიჟკომ, – „იდეა, მისი მოწყობისა იყო ის, რომ ყველასთვის საყვარელი ბრენდის, „ნაბეღლავის” კიდევ ერთი მხარე დაგვენახვებინა მოსახლეობისთვის. თან, ამაში სოციალური ქსელის ყველა მონაწილე ჩართულიყო. „ნაბეღლავი” აქამდეც ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა ბარმენის მიერ კოქტეილების მომზადების პროცესში და გადავწყვიტეთ, ამ ყველაფერში ჩვენი პროდუქციის რიგითი მომხმარებელიც ჩაგვერთო. ყველას თავისი გემოვნების მიხედვით შეეძლო, გამოეყენებინა მინერალური წყალი და შესაბამისად, კრეატიულად გაფორმებული ფოტო გამოეგზავნა ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. გვინდა, კომპანიის სახელით გამარჯვებულებს მივულოცოთ, ხოლო ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადოთ კონკურსში მონაწილეობისთვის”.
საზიმო შეხვედრისას „ნაბეღლავის“ კონკურში გამარჯვებულებმა გაასაჯაროეს მათ მიერ მომზადებული კოქტეილის რეცეპტები და დამსწრე საზოგადოებას დააგემოვნებინეს საკუთარი ნახელავი. რის შედეგადაც, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჟიურის კომპეტენტურობაში.
„თბილსელებმა” „ნაბეღლავის“ კონკურსში გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და გაესაუბრა.
ზურაბ ლოლაძე: მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვე ამ კონკურსში. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი ჩემს ძალებში. ცხოვრებაში პირველად მომიწია კოქტეილის მომზადება და საკმაოდ ფეხბედნიერი გამოდგა ჩემი დებიუტი ამ საქმეში. ჩემს მომზადებულ კოქტეილს დავარქვი „ჰელსი”, რადგან არ შეიცავდა ალკოჰოს. დიდი მადლობა „ნაბეღლავს” ამ ბედნიერი დღისთვის.
ოთარ გორდელაძე: არანაირი ბარმენული გამოცდილება ამ მქონია აქამდე. იმედია, ყველას მოეწონა. ჩემი პრიზები მაძლევს საფუძველს, რომ ასე ვიფიქრო. მადლობა „ნაბეღლავს,” რომ ასე დააფასა ჩემი ძალისხმევა და გამახარა.
„მომავალშიც აუცილებლად იქნება ასეთი კონკურსები, რასაც უფრო მასშტაბური ხასიათი ექნება. გპირდებით!“ – ასეთი სასიამოვნო სიახლით დაგვემშვიდობა დამსწრე საზოგადოებას კომპანია „ნაბეღლავის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.