კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორესი“ – კადრის შერჩევის ყველაზე ობიექტური ინსტრუმენტი – HR ფორუმის შეფასება

„უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრის” ორგანიზებით, სასტურმო „ქორთიარდ მარიოტში” HR ფორუმი გაიმართა. ფორუმში 25-მდე კერძო ორგანიზაციისა და სახელმწიფო დაწესებულების HR  მენეჯერი მონაწილეობდა.

ფორუმის მიზანი გახლდათ HR მენეჯერების მიერ დასაქმების, სამუშაოს შეფასებისა და კადრების დაქირავების პროცესში ტესტირების დანერგვა/გამოყენების პრობლემატიკის განხილვა და მიმდინარე პრაქტიკის ერთმანეთისთვის გაზიარება.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ: „ბანკი რესპუბლიკის“ წარმომადგენელი, HR პარტნიორი, თეონა სამსონაძე; Easy Recruitment LLC დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ირაკლი დადიანი; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატისა და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსი ნინო ბერუაშვილი; უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრის ახალი ინოვაციური პროდუქტის – 4S (ფორესი) პროექტის მენეჯერი მელანო სირბილაზე და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე HR მენეჯერების მესვეურები, რომელთა შორისაც გაიმართა საინტერესო და აქტიური დისკუსია.

თეონა სამსონაძე – HR Business Partner, „ბანკი რესპუბლიკა“: ბაზარზე არ არსებობდა ამ სახის პროდუქტი – კადრის შერჩევის ობიექტური ინსტრუმენტი. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ფორესი არსებობს. მივესალმები ამ ინიციატივას.

ირაკლი დადიანი – Easy Recruitment LLC-ის დამფუძნებელი: ფორუმი ძალიან საინტერესო და კარგად მომზადებული იყო. თემებიც შესანიშნავად გახლდათ შერჩეული, რაც დღეს არსებულ პრობლემატიკას ეხმიანებოდა.

ფორუმის დასკვნით ნაწილში, 4S (ფორესი) პროექტის მენეჯერმა მელანო სირბილაძემ იმსაუბრა 4S ტესტის შექმნის მიზეზებზე, მის უპირატესობებზე, მეთოდოლოგიასა და ნორმებზე, რომელთა საფუძველზეც მოხდა ტესტის სტრუქტურირება. ფორუმზე დამსწრეებმა ასევე, განიხილეს 4S ტესტის დაქირავების-დაწინაურების  პროცესში გამოყენებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

„უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრი” მომავალშიც აპირებს მოაწყოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე HR მენეჯერების შეხვედრები და მათ შორის ინტერაქციას შეუწყოს ხელი. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ბაზარზე ახალი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს, ზოგადად, დასაქმების ბაზრის განვითარებას და კვალიფიციური, ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტების დამკვიდრებას. ახალი ტიპის ფორუმები საშუალებას მისცემს სფეროს პროფესიონალებს, განიხილონ ახალი პროდუქტები, გამოავლინონ საჭიროებები და დანერგონ თანამედროვე ტრენდები გამოცდილების ურთიერთგაზიარების გზით.

скачать dle 11.3