კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გრძნობს თავს ყველაზე კარგად “მის სტუდენტის„ გამარჯვებული ანი მკალავიშვილი და რატომ არ ფიქრობს ის საქართველოში სამოდელო კარიერის გაგრძელებაზე

მეექვსე წელია, რაც საქართველოში  კონკურსი „მის სტუდენტი“ ტარდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი უნივერსიტეტის წარმომადგენელს შეეძლო. წლევანდელ კონკურსში 17 გოგონა მონაწილეობდა. „მის სტუდენტის“ ტიტული  კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტს, ულამაზეს ანი მკალავიშვილს ერგო.

ანი: წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ და მაგისტრატურის გაგრძელება უცხოეთში მინდა. მოდელობას რაც შეეხება, ამ კუთხით ჯერჯერობით სერიოზულად არ ვფიქრობ, რადგან საქართველოში ეს საქმე პროფესიის დონეზე არ არის განვითარებული. თუმცა, თუ იქნება სერიოზული შემოთავაზება, დავფიქრდები.

– ეს შენთვის პირველი კონკურსი იყო?

– არა, 2011 წელს ია კიწმარიშვილმა ჩაატარა New face და მასში ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა მაშინ სერიოზული არაფერი ყოფილა.

– ამჯერად კი „მის სტუდენტი“ გახდი. რა პრიზები მიიღე?

– დიახ, „მის სტუდენტი” გავხდი. სხვადასხვა პრიზი იყო, მათ შორის კი ყველაზე მთავარია ენის შემსწავლელი ერთთვიანი კურსი ლონდონში. 

– კონკურსებს ხშირად ახლავს ხოლმე შური და ინტრიგები. შენს შემთხვევაში თუ ჰქონდა მსგავს რამეს ადგილი? 

– ჩემს შემთხვევაში მსგავსი რამ არ მომხდარა. სხვათა შორის, არ ველოდი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგი გოგოები შეიკრიბნენ, ყველანი ძალიან მეგობრულები იყვნენ და არანაირ ჩხუბსა და მსგავს სიტუაციას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, ერთმანეთს გულწრფელად ვულოცავდით ნომინაციებს. კიდევ კარგი, ბოროტი განზრახვები არავის ჰქონია.

– ბუნებრივია, ძალიან კარგ ფორმაში ხარ. როგორ უვლი თავს?

– ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს, არის სალონი და იქ ძალიან ხშირად მიწევს მისვლა. ელემენტარული რაღაცეები, რაც გოგომ უნდა იცოდეს – თავის მოვლა, თმის სწორად გაკეთება და ასე შემდეგ, მე არ მეხერხება და ამიტომ სულ სალონში დავდივარ. ისე, ფორმის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია სწორად კვება და, ანაკლიაში რომ ვიყავით, კონკურსის პერიოდში ვცდილობდით, სწორად გვეკვება. ახლა ცოტა ისე ვარ და აუცილებლად უნდა ჩავდგე ფორმაში. კვებასთან ერთად, ვარჯიშსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

– დარწმუნებული ვარ, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივი.

– რა ვიცი, არა (იცინის). „ფეიბუქზე“ მწერს ძალიან ბევრი, მაგრამ, ეგეთ ნაწერებს ძირითადად არ ვკითხულობ. ხშირად გაცნობას მთხოვენ ხოლმე. მაგრამ, „ფეისბუქზე” გაცნობა და მსგავსი რამეები სერიოზულად არ მიმაჩნია. ზოგი ლექსებს მწერს, ზოგი – რაღაც კომენტარებს, ზოგს საერთოდ არ ვხსნი (იცინის). ამას უკმაყოფილებაც მოჰყვება ხოლმე – „პასუხი არ იცი?“ ერთადერთი, ვცდილობ, მადლობა გადავუხადო ყველას. მერე მოდის ათასნაირი ტექსტი – „მე შენ მაინც შეგხვდები და გაგიცნობ“ და ასე შემდეგ. ერთი-ორჯერ ჩემს მანქანაზე ყვავილები ვნახე, თუმცა, ვისგან იყო, არ ვიცი.

– საინტერესოა, შენ როგორი ბიჭები მოგწონს?

– ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს. ბიჭს რაღაც უნდა ჰქონდეს ისეთი, რაც მომეწონება, მაგრამ, კონკრეტულად რა, ვერ ვხვდები. ქერა თუ შავგვრემანი – ასეც ვერ ვიტყვი. ისე, უფრო შავგვრემანი ბიჭები მომწონს. ცანცარა ბიჭები მეზიზღება. 

 – რა უნდა გააკეთოს ბიჭმა შენს მოსახიბლად, ან – პირიქით, რა არ უნდა გააკეთოს?

– ბიჭი რომ მანქანაზე იწყებს ლაპარაკს, უკვე მომწონს, იმიტომ რომ, ვგიჟდები მანქანებზე – ეს ჩემი სისუსტეა. ამის შემდეგ უკვე შევდივარ კონტაქტში. რა არ უნდა გააკეთოს? არ უნდა ვნახო მოუწესრიგებელი, ჭუჭყიანი. აბსოლუტურად ყველაფერს ვაკვირდები და, თუ რამე ისეთს შევნიშნავ, ყველაფერს ხაზს გადავუსვამ. მაგალითად, ბიჭს ჭუჭყიანი ფეხსაცმელი რომ დავუნახო, საერთოდ კონტაქტშიც არ შევალ; კიდევ, უზრდელი არ უნდა იყოს. საერთოდ, თავმდაბალი ბიჭები მომწონს, თავხედ ბიჭებს ვერ ვიტან, თავაზიან და ზრდილობიან ბიჭებს ვანიჭებ უპირატესობას.  

– ზოგიერთ გოგოს ცოტა „მოძველბიჭო” ტიპებიც მოსწონს, შენ არა?

– ძალიან მომწონს, მაგრამ, ისეთი, რომელმაც იცის, სად რა უნდა თქვას და სად რა უნდა გააკეთოს. ძალიან წესიერი ბიჭებიც არ მომწონს.

– სიყვარული როგორ უნდა აგიხსნას ბიჭმა, რომ შენი მოხიბვლა შეძლოს?

– ასე სიყვარულის ახსნა და მხოლოდ სიტყვები ჩემთვის საკმარისი არ არის ხოლმე; მთავარია, ეს მაგრძნობინოს და, თუ უნდა, საერთოდ არ მითხრას.

– ძვირფასი საჩუქრებით თუ ცდილობენ  შენს მოხიბვლას?

– კი, არის ასეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანს ბევრი ფული აქვს და ჰგონია, რომ ამით ყველაფერი შესაძლებელია. ასეთი ადამიანისგან საჩუქრებს არასდროს ვიღებ და ვეუბნები, რომ ტყუილად იხარჯება. ასეთი რამეები ძალიან მაღიზიანებს. ვერ ვიტან ისეთ ბიჭებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ, რადგან ფული აქვთ, ყველა გოგოს „დაკერავენ“. ასე მხოლოდ უტვინო გოგოების დაკერვა შეიძლება.

скачать dle 11.3