კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოწვევა

„და დღეიდან ჩვენ ორ შუა მოციქული არის ტყვია“

გასულ კვირას თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურმა, ვინმე იგორ პრლოტნიცკიმ, უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო, არც მეტი, არც ნაკლები, დუელში გამოიწვია!

სხვათა შორის, მეტად კეთილშობილური მოტივით: ომი დავასრულოთო! მეტიც, ისიც დააკონკრეტა, რომ, თუ დუელში ბ-ნი პოროშენკო იმარჯვებს, ეს თვითგამოცხადების გაუქმებაზეც იმოქმედებს.

კერძოდ, ლუგანსკელი სეპარატისტების თავკაცმა ბ-ნ პოროშენკოს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „მოდი, ვიმოქმედოთ ძველი სლავი ბელადებისა და გამოჩენილი კაზაკი ატამანების ტრადიციით და, ვინც გაიმარჯვებს, სწორედ მან უკარნახოს მეორე მხარეს თავისი პირობები.“

ისიც სათქმელია, რომ დუელის ადგილისა და იარაღის შერჩევა ლუგანსკელი სეპარატისტების თავკაცმა ბ-ნ პოროშენკოს დაუთმო; მეტიც, შერკინების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებასაც კი დაჰყაბულდა (მე რომ მკითხოთ, დაჭიდება აჯობებდა).

უდიდესი ალბათობით, უკრაინის პრეზიდენტი წიხლს უკრავს ლუგანსკელი ნომერ პირველი სეპარატისტის შეთავაზებას, თუმცა ამ შეთავაზებიდან ისიც აშკარაა (რაკი ცოდვა გამხელილი ჯობს), რომ ჩვენებური სეპარატისტები მათი უკრაინელი კოლეგების ფონზე ადეკვატურობის სიმბოლოები ყოფილან (ამაში მაინც გაგვიმართლა?!). – 

скачать dle 11.3