მშვენიერი დეკორი
მშვენიერი დეკორი
სამშვენისები და აქსესუარები საკმაოდ ძვირია. გთავაზობთ, თქვენი ხელით დაამზადოთ ძალიან ლამაზი დეკორი საკმაოდ ადვილად და იაფად.
ყურადღებით დააკვირდით სურათებს. ჯერ მოაგროვეთ ის „ფუტლარები“, რომელზეც ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდია დახვეული. შეღებეთ მწვანედ და დაჭერით ზომაზე. როგორც სურათზეა ნაჩვენები, ისე მიაწებეთ ერთმანეთს და მიიღებთ მშვენიერ ყვავილებს. გააფორმეთ წითელი ან ფერადი მძივებით. დაამაგრეთ კედელზე. მართლაც ძალიან ლამაზია.
სანათი სამ ლარად
დიახ, ზუსტად ეს თანხა დაგიჯდებათ ორიგინალური, ლამაზი სანათის დამზადება. მასალად გამოიყენებთ ჩვეულებრივ, სარეცხის ხის სარჭებს, ანუ „შპილკებს“.
კარგად დააკვირდით სურათებს და მიხვდებით, როგორ დაწნათ ორი, განსხვავებული ფორმის სანათი. შეგიძლიათ ძველი სანათის ძირი გამოიყენოთ ან ჩამრთველიანი ნათურის სამაგრი იყიდოთ და სარჭების სანათი მასზე მოათავსოთ.