ქამა სოკო ბოსტნეულით
საჭირო ინგრედიენტები: 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 თავი წითელი ხახვი, 4-5 კბილი ნიორი, 120 გრამი წვრილად დაჭრილი ისპანახი, 0,5 ჭიქა მოხალული და დაფქული ნიგოზი, 0,5 ჭიქა დაჭყლეტილი პომიდორი, 100 გრამი წვრილად დაჭრილი რუკოლა, 2/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 2 ნაჭერი დაფხვნილი პური, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 1/4 ჩაის კოვზი შავი პილპილი, 700 გრამი საშუალო ზომის ქამა სოკო, 1,5 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი.
მომზადების წესი: ღუმელი გაახურეთ მაღალ ტემპერატურაზე. ზეთი გააცხელეთ და დაბალ ცეცხლზე შუშეთ ხახვი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ცეცხლს აუწიეთ, ტაფაში ჩაუმატეთ ისპანახი, 1 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი, პომიდორი და შუშეთ ისპანახის დარბილებამდე. დაუმატეთ რუკოლა, ნახევარი ოხრახუში, დაფხვნილი პური, ნიგოზი, ნიორი, მარილი და პილპილი. სოკოები ამოავსეთ გულსართით, ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი მოხარშული ბრინჯის მარცვლები და 20-25 წუთით შედგით ღუმელში. მზა სოკოები 5 წუთი გააჩერეთ ღუმელში, შემდეგ კი დარჩენილი ოხრახუში მოაყარეთ.