ქათამი ნიგვზითა და ბრინჯით
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ქათმის ხორცი, 1,5-2 ჭიქა დარჩეული ნიგოზი, 7-10 ცალი ახალი ან დაკონსერვებული ტყემალი, 1 თავი ხახვი, დაფქული შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით, გარნირად კი უხდება მოხარშული ბრინჯი.
მომზადების წესი: ქათამი დაჭერით და მარილიან წყალში მოხარშეთ. ბულიონი გადაწურეთ და შეინახეთ. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ტყემალს გამოაცალეთ კურკა. ხახვი წვრილად დაჭერით. ქვაბში ქათამთან ერთად მოათავსეთ მომზადებული ინგრედიენტები, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაასხით ბულიონი და დაახლოვებით ერთი საათი ხარშეთ. მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად.