ძროხის ხორცი ლუდში
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ძროხის ხორცი (რბილი ნაჭერი), 1 კილოგრამი კარტოფილი, 2-3 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 1-2 ცალი ხახვი, 3 სადილის კოვზი ფქვილი, 6 კბილი ნიორი, 300 გრამი მწვანე ბარდა, 1 ბოთლი მუქი ლუდი, 500 მილილიტრი ბულიონი (ქათმის ან ძროხის კუბიკის), მარილი, შავი პილპილი, ნიახური ან მწვანილი – თქვენი გემოვნებით.
მომზადების წესი: სასურველია, ხორცი ძალიან ცხიმიანი არ იყოს. დაჭერით 3 სანტიმეტრის ზომის ნაჭრებად. კარტოფილი ოთხად გაჭერით. ხახვი დაჭერით წვრილად, ნიორი – თხელ ფირფიტებად. ხორცს მოაყარეთ მარილი და პილპილი. სათითაოდ ამოგანგლეთ ფქვილში.
ტომატ-პასტა გახსენით 500 მილილიტრ ბულიონში. მოათავსეთ ღრმა მინის თასში ყველა ინგრედიენტი ანუ, ხორცი, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ბულიონი და ტომატ-პასტა მოათავსეთ ერთად. დაასხით ლუდი. უყავით მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ (სასურველია, ხელით). გადაიტანეთ ეს ყველაფერი მოზრდილ ქვაბში, რომელსაც სქელი ძირი ექნება. დადგით ძლიერ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუკელით ცეცხლს მინიმუმამდე. დაახურეთ თავსახური მჭიდროდ. შუშეთ 2 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ მოხადეთ თავსახური. დაუმატეთ მწვანე ბარდა. აკურატულად ამოურიეთ. 5 წუთის შემდეგ ჩაუმატეთ მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან. მიირთვით მწვანე სალათასთან და კიტრთან ერთად.