კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახდინა ერთ წელიწადში მოდის სამყაროში გადატრიალება ქართულმა ბრენდმა „გიზიმ“ და როგორ გადაიქცა ყაზახეთში ის, მარკუს მეტრეველთან ერთად, ატომურ ბომბად

თუ გინდათ, თავი ყველასგან განსხვავებულად, გამორჩეულად იგრძნოთ, თან მთელი დღე ყურადღების ცენტრში გაატაროთ, აუცილებლად უნდა ჩაიცვათ ქართული ბრენდის – „გიზის“ სამოსი. „გიზის“ დამფუძნებელი გიზი ჭავჭანიძეა, ხოლი დიზაინერი – ალექსანდრ ვოლკოვი, ბევრი საინტერესო იდეით, ხედვით და რაც მთავარია, საოცარი გარეგნობით, იმიჯით, რითიც გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ. ამ გუნდის კიდევ ერთი წევრი მომღერალი მარკუს მეტრეველია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ყაზახეთის მოდის კვირეულზე „გიზის“ ჩვენება ჯგუფ „ნექსტ ლეველთან“ ერთად გააფორმა. 

 

გიზი ჭავჭანიძე: მე ვარ ბრენდ „გიზის“ დამფუძნებელი და არტდირექტორი. ალექსანდრ ვოლკოვი კი ჩვენი ბრენდის მთავარი დიზაინერია. როდესაც უცხოეთში დავდიოდი სხვადასხვა შეხვედრაზე, პრეზენტაციაზე. ერთ რამეს დავაკვრიდი: როგორც კი ალექსანდრეს შერჩეულ ლუქებს ჩავიცვამდი, ყოველთვის დიდ ყურადღებასა და მოწონებას ვიმსახურებდი, ხალხი ამას ამჩნევდა, რადგან უცხო იყო, განსაკუთრებული და ყველასგან განსხვავებული. მე საქართველოში „ვალენტინოს“ ექსკლუზიური წარმომადგენელი ვიყავი. ალექსანდრეს ნიჭმა მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ ცნობილი ბრენდების წარმომადგენლობა კი არ უნდა გამეგრძელებინა, არამედ შემექმნა ჩემი ბრენდი. ერთ წელიწადში ჩვენმა ბრენდმა ძალიან ბევრს მიაღწია: პარიზში ვიყავით, ყაზახეთის მოდის კვირეულზე უკვე სამჯერ გამოვედით. ალმა-ატაში იყო მესამე ჩვენება, ასტანაში – პირველი, რადგან ასტანაში ახალი პროექტია. 

ალექსანდრ ვოლკოვი: როდესაც ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორი ბრენდი უნდა ჩამოგვეყალიბებინა, როგორი ხასიათის, ფილისოფიის უნდა ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, გვემუშავა მხოლოდ ნატურალურ ქსოვილებზე. ჩვენს კოლექციაში ყოველთვის ძვირფასი ქსოვილებია გამოყენებული – ეს იქნება ბეწვი, ტყავი თუ სხვა რამ. პირველი პერსონალური ჩვენება „მათე მოტორსის“ პავილიონში ჩავატარეთ. გვყავდა 25 ბავშვისგან შემდგარი აკაპელა, ცოცხალი ორკესტრი, დრეს-კოდი – დაცული, მოკლედ, ჩვენებამ გრანდიოზულად ჩაიარა. სხვა სტუმრებთან ერთად ყაზახეთიდან იყვნენ მოდის კვირეულის არტდირექტორები, მოდის კრიტიკოსები როგორც პარიზიდან, ასევე სხვა ქალაქებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ახლები ვიყავით, დებიუტანტები, ჩვენი შოუს შემდეგ მოგვცეს იმის უფლება, გაგვეხსნა მოდის კვირეული. შოუმ დიდი ფურორი მოახდინა, იმ წუთიდანვე ყაზახეთში ძალიან პოპულარულები გავხდით – მიგვიწვიეს ტელევიზიებში, აიღეს ინტერვიუები, ინტერნეტსივრცე გაივსო ჩვენი ფოტოებით და სადაც უნდა წავსულიყავით, ყველგან ყურადღების ცენტრში ვექცეოდით. მიუხედავად იმისა, რომ ბაერები სამი წლის განმავლობაში გაკვირდებიან, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. სპეციალურად ჩამოვიდნენ ბაერები, ვისაც ჩვენი ლუქ-ბუქი ჰქონდათ ნანახი და ჩვენების შემდეგ შეისყიდეს ყველა ლუქი. ფაქტობრივად, კოლექციიდან არაფერი დაგვრჩა. მეორედაც მიგვიწვიეს ყაზახეთის მოდის კვირეულზე, ორ კვირაში შევქმენით ახალი კოლექცია და ეს კოლექციაც მთლიანად გაიყიდა.

გიზი: ფაქტობრივად, ყოველთვის ხელცარიელები ვბრუნდებით კოლექციის გარეშე. ყაზახეთის შემდეგ პარიზში ვიყავით და კიდევ ახალი კოლექციის გაკეთება მოგვიწია. სოფო ჭყონიას აქვს პროექტი „არტ-ჯორჯია“, სადაც ჩატარდა გამოფენა და არტ-კოსტუმები გვქონდა წაღებული. მოდიოდნენ ბლოგერები, ბაიერები, მოდის კრიტიკოსები, რომ დაეთვალიერებინათ ქართველი დიზაინერების შემოქმედება. პირველივე ჩასვლაზე ჩვენმა კოსტიუმებმა, ბრენდმა და დიზაინერმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ალექსანდრ ვოლკოვი: ყველაფერი ჰენდ მეიდი იყო, გამოვიყენეთ ნატურალური ბეწვი, ტყავი, ძველი მაქმანები და სპილოს ძვლისგან დამზადებული მეთვრამეტე საუკუნის „კამეები“. კაბების შიდა სარჩული იყო 25 მეტრი ნატურალური აბრეშუმი, დაქუცმაცებული და ხელით აწყობილი. როდესაც ამას მოდის კრიტიკოსები ხელს ჰკიდებდნენ, ათვალიერებდნენ, აბსოლუტურად შოკირებულები რჩებოდნენ. იქ იყვნენ „კენზოს“, „გალიანოს“ მოდის სახლების მთავარი დირექტორები და ყველა აღფრთოვანებული დარჩა. საქართველოში რომ ჩამოვედით, სოფო ჭყონიამ დაგვირეკა და გვითხრა: დაიან პერნე თავის მთავარ გვერდზე წერს თქვენს შესახებო. ეს არის ცნობილი ბლოგერი, მოდის კრიტიკოსი. რომ წავიკითხე, აბსოლუტურად შოკირებული დავრჩი. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩვენი შრომა ფასდება, რადგან 24 საათის განმავლობაში ვმუშაობ. ეს ისეთი პროფესიაა, უბრალოდ, ვერ მოდუნდები, თან თუ გაქვს იმის პრეტენზია, რომ დაეწიო ისეთ ბრენდებს, როგორიც არის „არმანი“, „გუჩი“ და გინდა მაღალ მოდაში მოხვედრა. 

– რამდენიმე დღეა, რაც ყაზახეთიდან დაბრუნდით, სადაც ნამდვილი ფურორი მოახდინეთ. ახლა, როდესაც გიყურებთ „გიზის“ სამოსში გამოწყობილებს, საოცარ ემოციას იწვევს და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. 

გიზი: მეორე ჩასვლაზე დიდი იყო მოლოდინი და შეიძლება ითქვას, უფრო დიდი ფურორით ჩატარდა შოუ. ხალხი ემოციებისგან ტიროდა.

ალექსანდრ ვოლკოვი: „გიზი“ ყოველთვის ასოცირდება დიდ, სერიოზულ შოუსთან, რომელსაც კონკრეტულ ადამიანებთან ერთად ვაკეთებთ. 

მარკუს მეტრეველი: მადლობა მინდა, გადავუხადო მოდის სახლ „გიზის“, რომელმაც ასეთ მასშტაბურ შოუში მონაწილეობა შემომთავაზა. ვამაყობ, რომ ასეთი ბრენდის სახელით წარვდექი და შევასრულე ჩემი ახალი სიმღერა, რომელიც „გიზის“ დაკვეთით ამ ჩვენებისთვის ჩაიწერა. შოუზე, მეცვა „გიზის“ სამოსი, რომელიც შეეფერება ჩემს ხასიათს. „გიზის“ სამოსში ჩემი შინაგანი „მეა“ აღბეჭდილი. შოუსთვის ყველაფერი ჩემს სხეულზე შექმნეს. ჯგუფ „ნექსტ ლეველთან“ ერთად ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდით ამ ნომერზე. ყველაფერი „ევროვიზიის“ რეჟიმში იყო – ყველა წუთი გათვლილი, გაწერილი. დიდი გამოცდილება მივიღე. თუმცა, არ იყო ადვილი, რადგან უპირველეს ყოვლისა, ბრენდის სახელით ვიდექი და უნდა წარმომეჩინა არა მხოლოდ ჩემი თავი, არამედ ბრენდიც. მინდა აღვნიშნო, რომ „გიზი“ ყაზახეთში მეგა-ვარსკვლავია. რომ დადიხარ ყველა „გიზია“, მეც „გიზი“ ვიყავი. ბევრს აცვია და რაც მთავარია, ყველა მოგმართავს არა სახელით, არამედ „გიზით“. 

გიზი: ჩვენ გვყავს ჩვენი სახე – დუდი ზირაქაშვილი. ის ჩვენთან არის მუდმივად. პირველად რომ წავედით, ყაზახეთში გვყავდა უცნაური პატარძალი: თავგადაპარსული, ფეხშიშველი, ეცვა თეთრი თხის ბეწვის კაბა დიდი ლითონის კორსეტით, რომელზეც დიდი მარგალიტები იყო დამაგრებული, წამწამებზე კი – თეთრი ბუმბულები ჰქონდა.

– როგორც ვხვდები, „გიზისგან“ ყველანაირი სიგიჟეა მოსალოდნელი.

მარკუსი: რა თქმა უნდა, ასტრალში არიან გასულები. მათთან თანამშრომლობა დიდი კომფორტი და სიამოვნებაა. თუმცა, ეს არის ატომური ბომბი. კომენტარებში სულ გვიდებდნენ პატარ-პატარა ბომბებს და საბოლოოდ, ჩვენი შოუ ერთი დიდი ატომური ბობმი იყო. ყველას გვაქვს ჩვენი „ექშენები“. 

ალექსანდრ ვოლკოვი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავად ყაზახეთს ასეთი გრანდიოზული შოუ არასდროს ჰქონია. ჩვენ ცოტა გვათამამებენ, რადგან გვაძლევენ ყველანაირი შოუს კეთების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ „ფეშენ-ვიქის” ფორმატი ამის საშუალებას დიდად არ გაძლევს. 

გიზი: როგორც ბრენდის მეპატრონე, ვფიქრობ, რომ ჩვენი ტანდემი გამართლებულია და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი დიზაინერით, რომელიც უნიჭიერესი ადამიანია. მას, თავისი ნიჭიდან გამომდინარე, აქვს კიდევ ერთი თვისება: „გიზის“ ხაზს ხალხი ცნობს ყოველგვარი მარკის გარეშე. შეხედავენ და ამბობენ, ეს არის „გიზი.“ ეს კი ჩვენს სფეროში დიდი მიღწევაა. 

ალექსანდრ ვოლკოვი: უკრაინის მოდის კვირეულზე ვიყავით მიწვეულები, როგორც „ვიაიპ“ სტუმრები. მოლაპარაკებებზე გვეცვა „გიზის“ სამოსი და უცბად მოვექეცით ყურადღების ცენტრში. იქვე, მივიღეთ „ნიუ-იორკის ფეშენ-ვიქიდან“ დიდი შემოთავაზება. უბრალოდ, ასე უცებ ამდენ ქვეყანას  ვერ გავწვდებით. თუმცა, კონტაქტები დღემდე გვაქვს და მომავალში ამ გეგმასაც განვახორციელებთ, გველოდებიან. 

 

скачать dle 11.3