ანეკდოტები
ბაღში სკამზე ქალი ზის და ხმამაღლა მოთქვამს:
– ეს რა უბედურებაა, ეს რა დამემართა, ესენი ვინ არიან...
ჩამოიარა პატრულმა და შეწუხებული ქალი რომ დაინახა, გვერდით მიუჯდა:
– ქალბატონო, ხომ ვერაფრით დაგეხმარებით, რა მოგივიდათ?
– აი, ნახე, რა მომივიდა.... სკამია ახალი შეღებილი...
***
– ალო, ტელევიზიაა? პროგრამა „უკანალით სოფლისკენ“?
– არა, ბატონო, ეს არის გადაცემა „სახით ქალაქისკენ“.
– ჰო, ეგრეა, ჯო, მა სოფლისკენა რითი ხართ?
***
– შენთან ხომ არ ავიდეთ, ყავას დავლევდით...
– სხვა რამეზე ნამდვილად არ შემაწუხებ?
– არა, არა... აი პრეზერვატივიც კი არ წამომიღია...
– მე მაქვს...
***
ცხოვრების მკაცრი სინამდვილე. მანიაკმა კუპიურებს საწამლავი დაასხურა და საბავშვო სახლს შესწირა. მოიწამლა 15 დეპუტატი, 3 მინისტრი და მერი...
***
დილაა. ბავშვი ბაღშია წასაყვანი. მეზარება და ქმარს ვეუბნები:
– ადექი, ლიზი ბაღში წაიყვანე და ხუთ ლარს მოგცემ.
– ათი მომეცი და მე თვითონ წავალ!
***
ვუყიდე დედამთილს ცირკის ბილეთი, პირველ რიგში... ცოცხალი ვეფხვების წარმოდგენა იყო... და ვუპრიალებ ახლა დედამთილს ვეფხვის ბეწვით ფეხსაცმელებს...
***
წინა კვირას ცოლს კორპორატიული საღამო ჰქონდა და ფეხები გაიპარსა, თუმცა შარვალს იცვამდა. ამ შაბათს მე მაქვს კორპორატიული – დემონსტრატიულად დავიჭერი ფრჩხილები – ინერვიულოს!
***
მატჩის დროს არბიტრმა შემთხვევით, ყვითელი ბარათის ნაცვლად, ფეხბურთელს პრეზერვატივი აჩვენა... ვერც ერთმა მოთამაშემ თამაშის ბოლომდე წესის დარღვევა ვერ გაბედა.