ბრძნული აზრები
ავრელიუსი: აი, მოძალადის დასჯის უკეთესი წესი: ნუ ემსგავსები მას!
პრუდონი: მართლად სჯას უფრო მეტი გამბედაობა უნდა, ვიდრე ჭკუა.
სენეკა: ადამიანისთვის საჭიროა იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევძლოთ საკუთარი ხასიათის გაწვრთნა და განმტკიცება.
ჰაინე: ჯარს, ერს, არ უყვარს დაცინვა. ერი, როგორც გენიოსი, როგორც სიყვარული, როგორც ტყე, როგორც ზღვა, გულჩახვეული და წარბშეჭმუხნილია.
შილონი: სიმდიდრე ზღვას ჰგავს, რომელიც მით მეტად აძლიერებს წყურვილს, რაც მეტს სვამ.
შილერი: რამდენჯერმე განმეორებული ცოდვა სირცხვილის გრძნობას აქვავებს.
ლონგეტი: ხშირად, ვითომდა სირცხვილის გამო, ადამიანი სამარცხვინო საქმეს სჩადის.
ფულტონი: ბიბლია უფრო დიდი საკვირველებაა, ვიდრე ყველა საკვირველება, მის მიერ მოთხრობილი.
ფონტენელი: ყველაზე უსიხარულოა ხნიერობა, სიბერე იმ დედაკაცებისა, რომელთა ღირსება მარტო სილამაზეა.
სტობე: როდესაც ადამიანს მორთულს ხედავთ, იცოდეთ, რომ მის მახლობლად სხვა კაცი ძონძებშია გახვეული.
ლესინგი: სირბილში გაჯიბრებულ კოჭლთა შორის ერთმა რომ სხვებს გაასწროს, მაინც კოჭლია.
ლევისი: ზარმაცი კაცი ფლანგავს თავის სიცოცხლეს, შრომისმოყვარე კი ხარჯავს.
ლაროშფუკო: ყველაზე ძნელია, კაცმა ილაპარაკოს მაშინ, როცა ჩუმად ყოფნა სირცხვილია.
დემოკრიტე: ხშირად ჩვენს საქმეს ღმერთს შევავედრებთ ხოლმე, რომ საზრუნავი მოვიშოროთ და სიზარმაცით დავტკბეთ.
გრიმი: სასჯელის გამოყენება სჭირდება იმას, ვისაც სიყვარული არ უღვივის გულში. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ გიყვართ და მაშინ ნახავთ, რომ საჭირო არ არის ცემა-ტუქსვა, რადგან, თქვენი სიყვარული გამოიწვევს მის სიყვარულსაც.
ბულევრი: ბუზებს შეეძლოთ, კაცი დაემარცხებინათ, უკეთუ თანხმობით და ერთობლივად იმოქმედებდნენ.
ბუასტი: ზნედაცემული ადამიანი თავის დღეში თავისუფალი არ იქნება.
ციცერონი: შიშველი ტანის გამოჩენა დასაწყისია მრუშობისა.
სენკევიჩი: ტკბილია სურვილი, მაგრამ, სასურველად ყოფნა უფრო ტკბილია.
ვინკლერი: ვინც ჩვეულია სხვის უკან სვლას, იგი წინ ვერასოდეს მოექცევა; ვისაც კარგის შექმნა თავისით არ შეუძლია, იგი ჯეროვნად ვერ გამოიყენებს სხვის ნამოქმედარს.
დელარუ: ნაკლოვანება სილამაზისა ხშირად დედაკაცს ხელს უწყობს, ჭკუით და გონებით განვითარდეს.
ფლეშიე: მამაკაცების მოხუცებულობა იმ დღიდან იწყება, როცა დედაკაცები მიენდობიან ხოლმე.