კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადაიღებდა თუ არა ელდარ შენგელაია ნატო ვაჩნაძის მსგავსი გარეგნობის ქალს თავის ფილმში და რაზე მუშაობს ის ამჟამად

ცნობილი რეჟისორი ელდარ შენგელაია სულ ახლახან დაბრუნდა უკრაინის დედაქალაქიდან, სადაც ჩატარდა 44-ე საერთაშორისო კინოსფესტივალი „მოლოდოსტ”. ამ ფესტივალზე ბატონი ელდარი მიწვეული იყო ფილმით „ცისფერი მთები” და დაჯილდოვდა პრიზით – „კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.”

1970 წლიდან მოყოლებული, ფესტივალი „მოლოდოსტ” ყოველწლიურად ტარდება. მისი პრიზიორები სხვადასხვა წლებში იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: რომან პოლანსკი, სოფი ლორენი, ზანუსი, ლუდმილა გურჩენკო, ფანი არდანი, ჟერარ დეპარდიე, კრისტოფერ ლამბერტი, სოფი მარსო და სხვები.

 

– ბატონო ელდარ, გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებას. გვიამბეთ ამ ფესტივალის შესახებ.

– კიევში ძალიან საინტერესო ფესტივალი იყო. ეს საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება, მოყოლებული 1970 წლიდან. ახალგაზრდული ფესტივალია. უნდა ითქვას, რომ წინა პერიოდში ის ძალიან დიდი იყო, რადგან, ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აფინანსებდა და უამრავ ცნობილ რეჟისორსა და მსახიობს ჰქონდა აღებული ეს პრიზი. ძალიან პრესტიჟული პრიზია. წელს მოინდომეს ეს პრიზი ჩემთვის გადმოეცათ. პირადად იუშჩენკომ გადმომცა.

– კონკურენტები გყავდათ?

– არავითარი კონკურენტი. იქ ყოველ წელს ირჩევენ ერთ ადამიანს და აჯილდოებენ. „ოსკარზეც” ასეა: რომ გადასცემენ პრიზს ახალ ფილმს, რეჟისორს, ქალისა და კაცის როლების შემსრულებლებს და ასე შემდეგ, იქ ყოველთვის არის ვიღაც, ვისაც დამსახურებისთვის აძლევენ პრიზს.

– ამჟამად თუ მუშაობთ რაიმე სცენარზე?

– ვმუშაობ, „სავარძელი” ჰქვია. ისტორია არის მინისტრზე, რომელსაც უყვარს თავისი სავარძელი უფრო მეტად, ვიდრე თავისი ოჯახი და შვილები. სცენარი უკვე თითქმის მზად მაქვს.

– თქვენი და გია ყანჩელის დუეტი ყოველთვის საუკეთესო შედეგს იძლეოდა კინემატოგრაფიაში...

– მართალია.

– გახსოვთ, როგორ შედგა ეს ტანდემი?

– ბაკურიანში ვიყავი, მაშინ კომკავშირი ატარებდა ხოლმე სიმპოზიუმებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში. იქ შევხვდი მე გიას. მახსოვს, გაბუნიას მუსიკა მომასმენინა და ძალიან მომეწონა. მერე მე ვთქვი, რომ ეს მუსიკა არ მქონდა თბილისში. ამიტომ, მივედი გიასთან სახლში და მომასმენინა – აქედან დაიყო ჩვენი ურთიერთობა. „არაჩვეულებრივი გამოფენა” იყო ჩვენი პირველი ერთობლივი ფილმი, მერე იყო „შერეკილები,” აქ ჩართო უკვე ჯანო კახიძე – თვითონ მითხრა, რომ ჯანო იყო საჭირო და ჯანოს ხმამ დიდი როლი ითამაშა უდავოდ. „სამანიშვილის დედინაცვალიც” ერთად გავაკეთეთ; ბოლოს ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი იყო „ცისფერი მთები”.

– არ შეიძლება, თქვენ გარეშე ვისაუბროთ გია ყანჩელის კინომუსიკაზე.

– ჩემი და გია დანელიას გარეშე – ალბათ, ასე უფრო სწორი იქნება.

– კინოზე ვსაუბრობთ და დავინტერესდები – დედის შემოქმედებაზე რას მეტყვით?

– რა გითხრათ, მუნჯი კინოდან მე ყველაზე მეტად მომწონს „სამი სიცოცხლე”, „ჯვაროსნები” და „მამის მკვლელი”. რაც შეეხება ხმოვან ფილმებს, „არსენაშია” ძალიან კარგი, „ქაჯანაში” და „აკაკის აკვანში”.

– ყოველდღიურობაში როგორი იყო ვარსკვლავი დედა?

– დედა იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივი დიასახლისი. გვივლიდა მე, გიორგის და თენგიზს ისე, როგორც ყველა კარგი დედა. გაჭირვებაში გავიზარდეთ, ომის დროს. ნავთის რიგებში ვიდექით და, რა ვიცი...

– კიდევ რას გაიხსენებთ?

– ჩვენ გვყავდა „ემ ადინი” – მანქანა, რომელიც ომის დროს წაიყვანეს. სხვათა შორის, როგორც ადამიანების გარდაცვალებას იუყებობდნენ, ისე გამოგვიგზავნეს ჩვენც დეპეშა, რომ ეს მანქანა დაიღუპა ქერჩში. ეს დეპეშა დედას შენახული ჰქონდა. ომი რომ დამთავრდა და დაიწყო გერმანული მანქანების შემოყვანა, დედა მივიდა, წარადგინა „ემ ადინის” გარდაცვალების მაუწყებელი დეპეშა და მისცეს გერმანული წარმოების მანქანა – „შტერი”. ამის შემდეგ მეგობრები დასცინონდნენ: სამი შტერი ჰყავდა სახლში, ახლა მეოთხე შტერი მოემატაო. 

როდესაც მოსკოვში ვაბარებდი, კინოინსტიტუტში, დედას ვუთხარი: შენ თუ მოხვალ (არ მინდოდა, რომ მისი სახელით შევსულიყავი), მე წავალ ინსტიტუტიდან-მეთქი. წავედი. დაიწყო გამოცდა. შენგელაია – „შ” არის ბოლოში, 9 საათიდან, უკვე 5 იყო და ჯერ ჩემი ჯერი არ იყო მოსული. ამ დროს მოვიდა ერთი ბიჭი და მეუბნება, ვიღაც ქალი გიხმობსო. ჩავედი – დედაჩემია. ვუთხარი: დედა, წავიდე აქედან-მეთქი?! არა, შენ ახლა გშიაო, – მითხრა, – წამოდი, შეჭამ რაღაცას, მერე მოხვალ და ჩააბარებო. მართლაც, წავედით. ტროლეიბუსში ჩავჯექით და ბელორუსსკი ვაგზალზე მივედით. იქ იყო კაფე. დედაჩემი კახელი ქალი გახლდათ და, ყოველთვის, სადილზე, თვითონაც სვამდა ერთ ჭიქა ღვინოს და ჩვენც გვასმევდა, როგორც წამალს. ამჯერადაც, საჭმელთან ერთად მოიტანეს ერთი ჭიქა არაყი. დედა, ეს შენთვისაა-მეთქი? – ვკითხე. არა, შენ უნდა შეჭამო, დალიო, კარგად გახდები და ჩააბარებო, მიპასუხა. მართლაც, კარგად ჩავაბარე. მახსოვს, რუსულს რომ ვაბარებდი (მე ხომ ქართული სკოლა მქონდა დამთავრებული), ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული, მომცა ძალიან ბევრი „შპარგალკა.” მე შემხვდა „გორკი და სოციალური რეალიზმი”. მართლაც, ავიღე „შპარგალკა” და „გადავიხატე,” რაც მასზე ეწერა. მეორე დღეს მოვდივარ და ერთი აბიტურიენტი ამბობს: ერთმა ქართველმა მიიღო ხუთიანი, ჩვენ – ოთხიანი და სამიანიო. მე კი ვიცოდი, ვინ იყო ის ქართველი, მაგრამ, მაინც შევიცხადე. შემდეგ გამოგვიცხადეს ნიშნები და ლექტორმა თქვა: შენგელაიამ, რომელსაც ქართული სკოლა აქვს დამთავრებული, ისე დაწერა „გორკი და სოციალური რეალიზმი”, რომ საკანდიდატო ეკუთვნისო. ასე ჩავაბარე „ვგიკში” (იცინის).

დედა მაშინ პოპულარობის ზენიტში იყო. წარმოგიდგენიათ, მოსკოვშიც კი, ყველა ქუჩაში სცნობდა. მაშინ კინო იყო ყველაფერი, თბილისში უამრავი კინოთეატრი ფუნქციონირებდა. 

– თვითონ რას ამბობდა საკუთარ თავზე დიდი ნატო ვაჩნაძე?

– ნატო ვაჩნაძე ძალიან მორიდებული ადამიანი იყო, ძალიან.

– ნატა თუ ნატო, როგორაა სწორი?

– ნატო არის სწორი. ნატა იყო ადრე, მერე, სხვათა შორის, სტალინმა შეარქვა ნატო.  მაშინ ყოველ წელს ტარდებოდა დეკადები. იყო ქართული დეკადა. ერთ-ერთ ასეთ დეკადაზე სტალინმა აჩუქა თავისი ფოტო დედას და მიაწერა: „ამხანაგ ნატოს სტალინისაგან”. სტალინის წარწერას იმხელა მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ამის შემდეგ გახდა ნატო.

– დღეს თუ გადაიღებდით ფილმში ნატო ვაჩნაძის მსგავსი გარეგნობის მქონე ქალს?

– მე ვერ ვხედავ ასეთ ადამიანს. 

– ხშირად გესიზმრებათ?

– არა. მე ძალიან უცნაური სიზმრები მესიზმრება, მაგრამ, არც დედა, არც მამა და არც ჩემი ელენე არ მესიზმრებიან, საუბედუროდ. ყველაზე მეტად ელენე მენატრება – ჩემი ქალშვილი. ელენე კარგი გოგო იყო ძალიან. შესანიშნავად იცოდა ინგლისური, რუსული, ქართული. ბოლო მომენტში სან-ფრანცისკოში იყო და იმდენად კარგად ჩააბარა გამოცდები, რომ ყველა საგანში მაღალი შეფასებები ჰქონდა მიღებული.  დირექტორმა მოსწერა მას: შენ პროფესიონალურად იცი ინგლისური. უნდა იკითხო ინგლისური წიგნები და უყურო ინგლისურ ფილმებს და არა ამერიკულსო. ასეთი ამბავი ჩამოგვიტანა, გამოცდების შემდეგ რომ ჩამოვიდა და ძალიან გაგვახარა. მერე მოხდა დიდი უბედურება, – მოინდომა მანქანა. მე კი ვუთხარი, ნუ დაჯდები საჭესთან-მეთქი, მაგრამ, მაინც მოინდომა. ამ მანქანამ დაგვღუპა ჩვენ, იმიტომ რომ, ავარიაში მოყვა და დაიღუპა. 

ელენე მე დავარქვი... პირველ ქალიშვილს დედაჩემის სახელი დავარქვი, მეორეს – კატია, ბებიაჩემის სახელი (დედის მხრიდან), ელენეს მამიდაჩემის სახელი ერქვა.

დრო გადის და არაფერი იცვლება, ყოველთვის მენატრება ელენე. 

ელენე რომ დაიბადა, „ცისფერი მთების” გადაღებას მაშინ ვამთავრებდი. ამიტომ, ახლა „ცისფერ მთებს” წარწერა გავუკეთე: „ჩემს ქალიშვილს, ელენეს” – მას მივუძღვენი...

 

скачать dle 11.3